ფსიქოთერაპიის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლები
2021 წლიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?

1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000 სპეციალისტს.
ეს სტატია ემსახურება დისტანციური ფსიოქთერაპიის მაღალი კლინიკური და ეთიკური სტანდარტით განხორციელებაში დახმარებას.
რეკომენდაცია მომზადებულია EAP-ის ეგიდით, ქართულენოვანი ვერსია მომზადებულია ფსიქოთერაპიისა ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ.

კვალიფიციური ფსიქოთერაპისათვის საქართველოში


ნაწილი II კლინიკური საკითხები
ნაწილი I შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 

ადამიანები ონლაინ სივრცეში სხვაგვარად იქცევიან. საპასუხოდ თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი თეორიული პერსპექტივის ან კლინიკური ტექნიკების ადაპტირება. უფრო კონკრეტულად:

ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა, რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია. გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების შესახებ:

დენდრონი განაგრძობს საქართველოში ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

სტატია შედგენილია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებულ სტანდარტზე დაყრდნობით.

კვალიფიციური ფსიქოთერაპიული სერვისის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პაციენტი/კლიენტი სრულად იყოს ინფორმირებული მის მიერ მისაღები მომსახურების შესახებ.
ფსიქოთერაპიის შესახებ ცოდნის ნაკლებობის გამო ხშირად ადამიანები მომსახურებას იღებენ არა იმ სპეციალისტისაგან, რომლის დახმარებაც რეალურად ესაჭიროებათ, არამედ სხვა დარგის წარმომადგენლისგან, ან თერაპიის განხორციელების კვალიფიკაციის არმქონე, ბაზისური (Basic) განათლების სპეციალისტისგან. არის შემთხვევები, როდესაც მომსახურების მიმღები ვერ აცნობიერებს მის მიმართ ფსიქოთერაპიული ეთიკის ნორმების დარღვევას, ამ პროცესში ხარჯავს ბევრ დროს, ფსიქიკურ ენერგიას და ფინანსებს, მისი მდგომარეობა კი გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება.
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში. სტატიაზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

კვალიფიციური ფსიქოთერაპიისათვის საქართველოში.

ამ სტატიის მიზანია წაახალისოს პრაქტიკოსი და მომავალი ფსიქოთერაპევტები წარმართონ თავისი საქმიანობა ეთიკური და კეთილსინდისიერი  საქმიანობის სტანდარტის დაცვით, ასევე დაეხმაროს ფსიქოთერაპიული მომსახურების მიმღებ პირებს იმის გაცნობიერებაში, რომ ისინი დაცულნი არიან პროფესიული ეთიკის სტანდარტით.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი იწყებს ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას. კვალიფიციური ფსიქოთერაპიისთვის უმნიშვნელოვანესია სწორი ინფორმაციის გავრცელება მსოფლიო ფსიქოთერაპიული საზოგადოების მიერ აღიარებული ვალიდური მიდგომების შესახებ.
თითოეული  მიდგომის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შესაბამის სტატიაზე გადასვლით.
ქართულენოვანი მასალა მომზადებულია ფსიქოკონსულტაციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე დაყრდნობით.

აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არავალიდური პრაქტიკისაგან!

ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ  (EAP) ვალიდურად აღიარა შემდეგი მიდგომები:
კორონავირუსის სახით მსოფლიოს წინაშე დამდგარმა გამოწვევამ შეცვალა ფსიქოთერაპიული საქმიანობის ყოველდღიურობაც. აუცილებელია ონლაინ სივრცეში ჩატარებული ფსიქოთერაპიული კონსულტაცია წარმოებდეს მაღალი კლინიკური და ეთიკური სტანდარტით, კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სრული წევრი საქართველოდან, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდორნი გთავაზობთ ასოციაციის რეკომენდაციის ქართულენოვან ვერსიას.
ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირებით დაკავებულ ქართველ სპეციალისტებს რეკომენდაციას ვუწევთ იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებით:
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ, EAP-ის მასალებზე დაყრდნობით.

ფსიქოანალიზი, ფსიქოანალიტიკა და ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპია შედის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ აღიარებულ ვალიდურ მოდალობებს შორის.
ფსიქოანალიტიკური თეორია და პრაქტიკა თავისი არსით წარმოადგენს ადამიანის მდგომარეობაში ჩაძიების პროცესს ფსიქოპათოლოგიიდან ფართო ფილოსოფიურ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტამდე. ეს არის ადამიანის ცხოვრების სიღრმეების და მისი მნიშვნელობის თვისობრივი მოკვლევა. ფსიქოანალიზი და ფსიქოანალიტიკური თერაპია წარმოადგენს ფსიქოანალიტიკური თეორიის ფსიქოთერაპიული გამოყენების და ფსიქოანალიტიკური მეთოდისგან მიღებული სპეციალიზებული ცოდნის სინთეზს. ის ისწრაფვის გაამარტივოს წუხილისა და შფოთის ზოგჯერ გაუცნობიერებელი საფუძვლების გაგება შინაგანი სამყაროს ცნობიერების ამაღლების, წარსულ და ამჟამინდელ ურთიერთობებზე ზეგავლენის გზით. თერაპიულ მიდგომას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ის უზრუნველყოფს რთული ემოციების გადატანის მხარდაჭერას და შენარჩუნებას.
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ EAP-ის მასალაზე დაყრდნობით.
კვალიფიციური ფსიქოთერაპიის მხარდასაჭერად საქართველოში.


ფსიქოთერაპიული მიმდინარეობების უმრავლესობასთან შედარებით ჰიჰნო ფსიქოთერაპიის არსებობა საუკუნეებს ითვლის, თუმცა მათგან განსხვავებით მისი წარმოშობის დრო უცნობია. მთელი ამ ისტორიის განმავლობაში, ბოლომდე არ იყო ახსნილი მკურნალობის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ჰიპნოზი მუშაობს.
თანამედროვე ჰიპნო ფსიქოთერაპიის წინამორბედად მოაზრებული, ფრანც ანტონ მესმერს (1734-1815), სჯეროდა უნივერსალური სითხის არსებობა - ცხოველის მაგნიტიზმი, რომლის დისბალანსიც ადამიანის სხეულში იწვევდა სხვადასხვა პრობლემებს. ის და მისი კოლეგები ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ ამ სითხის განაწილება, აღედგინათ წონასწორობა და ჯამრთელობა მათთვის, ვინც დახმარებას ეძებდა.
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ EAP-ის მასალებზე დაყრდნობით,

კვალიფიციური ფსიქოთერაპიისათვის საქართველოში.

ბიოენერგეტიკული ანალიზი არის ფსიქოთერაპიული მეთოდი. რომლის ფესვებიც ფროიდის ნაშრომებიდან იღებს სათავეს. ფსიქოანალიზისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ყურადღებას აქცევს ფანტაზიებს, აზრებსა, ოცნებებს, რომელიც გამომდინარეობს არაცნობიერისგან, ბიოენერგეტიკული ანალიზი დიდ ყურადღებას უთმობა პაციენტის სხეულებრივ გამოხატვებს. რაც პირველ რიგში ვლინდება: ჟესტებში, მიმიკებში, ხმასა და სუნთქვაში. მთავარი აქ ის არის, რომ ადამიანის სხეული, გონება და სული (ფსიქიკა) განუყოფელია ერთმანეთისგან. ისინი გამუდმებით ახდენენ ერთმანეთზე გავლენას, როგორც ერთ მეთოდს შეუძლია იქონიოს გავლენა სხვებზე ფსიქოთერაპიის დროს.
საქართველოში კვალიფიციური ფსიქოთერაპიის განვითარებისათვის დენდრონი აგრძელებს ვალიდური მოდალობების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას.

მომზადებულია დენდრონის მიერ EAP-ზე დაყრდნობით.

ფროიდისა და იუნგის თეორიების ელემენტების ანალიზმა, ასევე რეიხის თეორიებმა გამოკვეთა სხეულის მნიშვნელობა ფსიქოთერაპიაში, რამაც პაულო ს. ბოისენის საშუალება მისცა 1970 წლიდან, ინტეგრაციის დახმარებით ჩამოეყალიბებინა ახალი ფსიქოთერაპიული ტექნიკები, რომლებიც იძლეოდნენ სრულ თერაპიულ ეფექტს. ფსიქოთერაპიის სპეციფიკური მეთოდი, ფსიქო-ორგანული ანალიზი (POA) შემუშავებულია 1970-იანი წლების დასაწყისიდან, როგორც ფსიქოანალიზისა და სხეულის ფსიქოთერაპიის სინთეზი. პაულო. ს. ბოისენიმ ეს მეთოდი ჩამოაყალიბა ფროიდისა და იუნგის ფსიქოთერაპიულ სამუშაოებზე დარყდნობით.
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე დაყრდნობით.

სისტემური ოჯახური თერაპია წარმოადგენს სისტემურ მიდგომაზე დაფუძნებულ ფსიქოთერაპიის დამოუკიდებელ მეთოდს. მეთოდის მთავარი სამოქმედო არეალია ოჯახი და ინდივიდის სხვა კავშირები.  შესწავლილი და დადასტურებულია ამ მიდგომის ეფექტურობა სპეციფიკური გარემოებების ფართო სპექტრში.

  • ოჯახზე ორიენტირებული თერაპიული მუშაობა მნიშვნელოვანია არაერთი იმგვარი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, რომელიც შეიძლება გახდეს დაბრკოლება სოციუმისთვის  .
  • ოჯახური თერაპია მოიაზრება, როგორც მაღალი ეფექტურობის მქონე მიდგომა მრავალი ემოციური და ბიჰევიორალური პრობლემის პრევენციისა და მკურნალობისთვის  ბავშვებსა და მოზარდებში.
  • ოჯახური თერაპია ეხმარება ოჯახის წევრებს საკუთარი რესურსების სწორად გამოყენებაში, ასევე, ერთმანეთის მხარდაჭერაში სხვადასხვა კრიზისული ვითარების დროს, მათ შორის მოიაზრება მენტალური და ფიზიკური დაავადებებიც.
მომზადებულია დენდრონის მიერ EAP-ის მასალებზე დაყრდნობით.

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის თეორიულ საფუძვლებს არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს.
ძირითადად ეს ცოდნა არის სხეულის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია სანდო თეორიულ პრინციპებზე. იგულისხმება გონებისა და სხეულს შორის განსხვავებული ფუნქციონირების მკაფიო თეორია, რომელიც ითვალისწინებს სხეულსა და გონებას შორის კვეთისა და ურთიერთქმედებების სირთულეებს.

ადამიანის სხეული მუდმივ კავშირშია გონებასთან, ისინი მუდმივად ურთიერთქმედებენ. სხეული არ ნიშნავს მხოლოდ „სომას“, ის არის ნაწილობრივ განცელკევებული გონებისგან, „ფსიქიკისგან“, თუმცა ბოლომდე არა, ისინი განუდმებუთ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან.

ფსიქოთერაპიაში არსებობს მრავალი მიდგომა, რომელიც ეხება სხეულს, „სომას“ მაგალითად: ფსიქოსომატიკა, სხეულის-ფსიქოთერაპია, ის გულისხმობს მათ ერთიანობის უმთავრეს ფუნდამენტს, რომ სხეულზე მუდმივად ზემოქმედებს გონება და არა მხოლოდ ტვინი.
მომზადებულია დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე დაყრდნობით.

ლოგოთერაპია ადამიანებს ეხმარება იპოვონ შესაძლო პერსონალური მნიშვნელობა სიტუაციასთან ან მდგომარეობასთან მიმართებით. ლოგოთერაპია არის ინტეგრირებული მიმართულება, რადგან ის ეფუძნება ინტეგრირებულ რეალობას პერსონაზე ცენტრირებული ფსიქოთერაპიის თავისებური მნიშვნელობით. ლოგოთერაპიის კვლევის საგანი არის პირადი თავისუფლების ყველა შესაძლებლობის ძიება იარსებო და იცხოვრო სიყვარულისთვის და ადამიანური არსისთვის. ეს შეიძლება იყოს როგორც პრაგმატული,  ასევე ეკზისტენციალური ან ეთიკური მიზანი

ეკზისტენციალური ანალიზი არის კლიენტის წარსული და ახლანდელი მოქმედებების, გამოცდილებისა და დამოკიდებულებების კვლევა ყოფიერების საკითხთან მიმართებით. ასევე, პიროვნებად ყოფნიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის გრძნობისა და ღირსებასთან დაკავშირებული შინაგანი, გაუცნობიერებლად მოქმედი ღირებულებების ძიების პროცესი.
ქართულენოვანი ვერსია მომზადებულია დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე დაყრდნობით.

რეალურობის თერაპია განვითარდა მედიცინის დოქტორის, ამერიკელი ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის, უილიამ გლასერის მიერ. ეს არის თერაპიის მეთოდი, რომელიც ადამიანებს ასწავლის იმ საჭიროებების გაგებას, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენი სახეობის ევოლუციის პროცესში და ამოძრავებს ყველა ადამიანს. მეთოდის ფოკუსია უფრო ეფექტური არჩევანის გაკეთება ამ საჭიროებების მისახვედრად, საკუთარი ცხოვრების წარმართვა და ძალისხმევის გამომუშავება სტრესთან და ცხოვრებისეულ პრობლემებთან გასამკლავებლად.

არჩევანის თეორია ფსიქოლოგიაში წარმოადგენს რეალურობის თერაპიის საფუძველს. თანამედროვე კიბერნეტიკული კვლევა მხარს უჭერს არჩევანის თეორიის იდეას იმის შესახებ, რომ ყველა ქცევა გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი, ეფექტური თუ არაეფექტური, ნორმალური თუ არანორმალური წარმოადგენს საუკეთესო ვერსიას რაც არსებობდა არჩევანის გაკეთების დროისათვის ჩვენს შინაგან მდგომარეობასთან და მოთხოვნილებებთან თანხმობისათვის.
მომზადებულია დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე დაყრდნობით.

ბიოსინთეზი წარმოადგენს ჰოლისტურ და ჰუმანისტურ მიდგომას სომატურ ფსიქოთერაპიაში. ამოსავალი წერტილია მენტალური და ფიზიკური პროცესების ურთიერთკავშირი და საერთო ასახვა. ბიოსინთეზი შემუშავდა 1975 წელს დევიდ ბოადელას მიერ. მისი ადრეული ფესვები უკავშირდება ვილჰელმ რაიხის ვეგეტოთერაპიასა და ხასიათის ანალიზს, პიერ ჟანეტის ფსიქოლოგიურ სინთეზს და ფრენცის მოტის და ფრანკ ლეიკის პრე და პერინატალურ მუშაობას. 1985 წლიდან მეთოდი განვითარდა ასევე სილვია სპეჩ ბოადელას მიერ, განსაკუთრებით, მისი ფილოსოფიური და ტრანსპერსონალური ასპექტებით. ტრანსპერსონალურ მიდგომას ამყარებდა რობერტ მორის კვლევები ენერგიის ცირკულაციის და სომატური მედიტაციის შესახებ. 1998 წლის ოქტომბერში სომატური და სიღრმისეულ-ფსიქოლოგიური ბიოსინთეზის ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა აღიარებულ იქნა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ, როგორც სხეულის ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ერთ-ერთი პირველი აკრედიტებული მეთოდი. 

მომზადებულია ფსიქოკორექციისა და ფსიქოკონსულტირების სახლ "დენდრონის" მიერ EAP - ის წყაროზე დაყრდნობით.

მაკავშირებელი ფსიქოთერაპია (Bonding Psychotherapy) განვითარდა 1960 და 1970-იან წლებში ამერიკელი ფსიქიატრის და ფსიქოანალიტიკოსის, დოქტორ დანიელ კასრიელის მიერ. ეს არის ემპირული სწავლის პროცესი, რომელიც ეფუძნება ღრმა განცდების გამოწვევას და გამოხატვას, პოზიტიური განცდების შემუშავებას საკუთარი თავისა და სხვების მიმართ და ახალი ქცევების დასწავლა- გამოყენებას.

დოქტორ კასრიელის ძირითადი დაკვირვების საგანი იყო, ადამიანების ბიოლოგიურად გამყარებული საჭიროება ერთმანეთთან ფიზიკური და ემოციური სიახლოვისა. ამ საჭიროებას კასრიელმა უწოდა "კავშირი". მაკავშირებელი ფსიქოთერაპიის თეორია შემდგომში განავითარა დოქტორმა კონრად სტრაუსმა, მიჯაჭვულობის თეორიის, თანხმობის თეორიის,  თანამედროვე ნევროლოგიური კვლევებისა  და გრინბერგის და ელიოტის ექსპერიმენტული მეთოდების ინტეგრირებით.

კასრიელის ბაზისური მოთხოვნილებების კავშირი მოგვიანებით გაფართოვდა ფსიქოსოციალური ბაზისური საჭიროებებით: კავშირი, ავტონომიურობა, თვითგამოხატვა, იდენტობა, ფსიქოლოგიური კომფორტი და სიამოვნება, გრძნობა და სულიერება.
მომზადებულია ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის მიერ EAP-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

პოზიტიური ფსიქოთერაპია არის მოკლევადიანი ფსიქოთერაპიული მიმართულება ფსიქოდინამიური მეთოდიკით, ჰუმანისტური მსოფმხედველობით და ტრანსკულტურალური მიდგომით. ის განვითარდა1968 წლიდან გერმანიაში მოღვაწე გამოჩენილი სომეხი ექიმის, პროფესორ ნოსრატ პესეშკიანის და მასთან მომუშავე პირების მიერ. დღეს იგი აღიარებულია როგორც მეთოდი, რომლის ათვისებაც შესაძლებელია პოსტდიპლომურ საფეხურზე არაერთ ქვეყანაში.
პოზიტიური ფსიქოთერაპია ეყრდნობა ტრანსკულტურულ კვლევებს 20 ქვეყანაში და იზიარებს სამ ძირითად პრინციპს:

1. იმედის, როგორც გლობალური იდენტობის სიმბოლოს პრინციპი.
2. მოდერაციის, როგორც სოციალური იდენტობის სიმბოლოს პრინციპი.
3. კონსულტაციის, როგორც ყოველდღიური ცხოვრების იდენტობის პრინციპი.
მომზადებულია ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის მიერ EAP -ის წყაროზე დაყრდნობით.

პერსონაზე ცენტირირებული თერაპია ერთ-ერთია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ აღიარებულ ვალიდურ მოდალობებს შორის.

პერსონაზე ცენტრირებული ფსიქოთერაპია, გერმანიაში აგრეთვე ცნობილია, როგორც კლიენტზე ცენტრირებული ფსიქოთერაპია. ის განსხვავდება ამ მოდალობებისაგან თერაპიული ურთიერთობის თავისებურებით და განსხვავებული თერაპიული მიზნით.
პერსონაზე ცენტრირებული მიდგომის ზოგადი მიზანია ფსიქიკური და ფსიქოსომატური ავადობების განკურნება, შემსუბუქება და პრევენცია.
ფსიქოთერაპიული მუშაობის ბირთვია:

  • ემპათია და საკუთარი თავის ძიება
  • უპირობო პიზიტიური ყურადღება
  • თანხმობა, გულწრფელობა და ნდობა
 
თერაპევტი ცდილობს იპოვოს პაციენტის/კლიენტის შინაგანი დამოკიდებულებები და დააკავშიროს ისინი  ემოციურ კომპონენტთან, ასევე გამოცდილებით მნიშვნელობასთან.
ქართულენოვანი ვერსია მომზადებულია დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე დაყრდნობით.

გეშტალტ თერაპია არის ადამინის ზრდის და განვითარების მხარდაჭერის ექსპერიმენტული და ჰუმანისტური მიდგომა. ეს მეთოდი დიდ ყურადღებას უთმობს ურთიერთობის ხარისხს პირს (ჯგუფს) და სიტუაციას შორის. თერაპია მოიცავს  "აქ და ამჟამად" ცნების ფოკუსირებულ აღმოჩენას. პროცესი ეხმარება კლიენტს სამგვარად:
1. საშუალებას აძლევს დაუკავშირდეს და ფლობდეს საკუთარ გრძნობებს, ფიქრებს და ფიზიკურ შეგრძნებებს.
2.ზრდის ცნობიერებას აზროვნების ჩვევებისა და ურთიერთობების შესახებ, რომელიც შესაძლოა კარგად არ ფუნქციონირებდეს და იწვევდეს ემოციურ სირთულეებს.
3. უფრო მძიმე მდგომარეობის და ფსიქოპათოლოგიის შემთხვევაში ცნობის გაღრმავება იმის შესახებ, თუ რითაა გამოწვეული მძიმე განცდები ამა თუ იმ სიტუაციაში და დახმარება სოციალურ-ემოციური და ბიჰევიორალური რეაქციის გამომუშავებასა და  წონასწორობის აღდგენაში. 
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე დაყრდნობით. 

ტრანსაქციული ანალიზი ერთ-ერთია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ აღიარებულ ვალიდურ მოდალობებს შორის.

ტრანსაქციული ანალიზი არის ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომელიც გვიჩვენებს ინტრაფსიქიკურ და ინტერპერსონალურ დინამიკისა და მასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიას. მასში მოცემულია მრავალფეროვანი ფსიქოლოგიური თეორიები, როგორიცაა: ფსიქოდინამიკური, ბიჰევიორალური და კოგნიტური. რომლებიც ინტეგრირებულია ჰუმანისტურ ფილოსოფიაში და დასაბუთებულია თერაპიულ ურთიქმედებით.

ტრანსაქციული ანალიზის ფუძემდებელია ერიკ ბერნი, ის იყო ინოვაციური და კრეატიული მოაზროვნე, რომელმაც შეკრიბა რამოდენიმე ყველაზე ეფექტური იდეა კონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში, (ანალიტიკური, კოგნიტური ქცევითი, სოციალური, ფენომენოლოგიური), თეორიისა თუ პრაქტიკში. ბერნი იმის მიუხედავად რომ ღრმად იყო განსწავლური ფსიქოანალიზში, ის მაინც იზიარებდა ჰუმანისტური მოძრაობის ღირებულებებს. ბერნის მიაჩნდა, რომ ცვლილება შესაძლებელია და რომ ადამიანებს აქვთ ბუნებრივი მისწრაფება აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და იცხოვრონ საკუთარ თავთან და სხვებთან ჰარმონიაში.
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია "დენდრონის" მიერ EAP -ის წყაროზე დაყრდნობით.
ფსიქოსინთეზი ერთ-ერთია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ აღიარებულ ვალიდურ მოდალობებს შორის.

ადამიანის ფსიქიკისთვის დამახასიათებელია მანიფესტები (ფუნდამენტური პროცესები). ეს მანიფესტებია: შემოქმედებითობა, წარმოსახვა (კრეატიულობა), ინტუიცია, ძლიერი სურვილები (მისწრაფებები), გენიალურობა. ეს ყოველივე ისეთივე რეალური და მნიშვნელოვნა, როგორც რეფლექსიით განპირობებული მანიფესტები. ადამიანისთვის მოთხოვნილებას წარმოადგენს როგორც სულიერი პროცესები, ასევე სექსუალური და აგრესიული ბიძგები, თუმცა, ხშირად, პიროვნებისთვის ფსიქიკის უმაღლესი მოთხოვნილება (სულიერი) უკანა პლანზე გადადის, აგრესიისა და სექსუალური მოთხოვნილებების ხარჯზე. ასეთი შემთხვევები ხშირია ნევროზების ან სხვა მსგავსი ფსიქიკური პრობლემების დროს.
რა თქმა უნდა, სულიერი მოთხოვნილებები არ უნდა შემცირდეს პიროვნების სექსუალური და აგრესიული კომპონენტების სუბლიმაციის ან პათოლოგიური ქცევების გზით. (ასაჯოლი 1965).
ფსიქოსინთეზის ფუძემდებელია რობერტო ასაჯოლი, ის ერთ-ერთი პირველი ფსიქოანალიტიკოსი იყო იტალიაში, რომელიც ახალ იდეებსა და მეთოდებს ნერგავდა ტრანსპერსონალურ ფსიქოთერაპიაში.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის" მიერ ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP წყაროზე დაყრდნობით.
ფსიქოდრამა ერთ-ერთია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ აღიარებულ ვალიდურ მოდალობებს შორის.

ფსიქოდრამა (შემუშავებული ჯეიკობ ლ. მორენოს მიერ) არის მოქმედებაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიული მოდელი. თერაპიულ პროცესში დრამისა და თეატრის ელემენტის შემოტანით ხდება ინდივიდის მიერ წამოჭრილი საკითხების გაშინაარსება.
ფსიქოდრამა ეფუძნება როლური თეორიის კონცეფციას. ფსიქოდრამის საშუალებით ვეძებთ პასუხს კითხვაზე თუ რატომ და როგორ ვმოქმედებთ. ახალი როლური მოდელის მორგების შესაძლებლობის მიცემით ვიღებთ პიროვნულ ზრდას და ინტეგრაციას. ფსიქოდრამა იწარმოება როგორც ჯგუფურ,  აგრეთვე ინდივიდუალურ თერაპიაში.

გაეცანი ევროპულ სტანდარტს და იყავი დაცული არაკვალიფიციური პრაქტიკისგან!

სრული ინფორმაცია ვალიდური მოდალობების შესახებ იხილეთ ბმულზე.
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია"დენდრონის" მიერ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეგიდით გამოცემულ სამეცნიერო ვალიდურობის კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპია, როგორც მოდალობათა ინტეგრაციის შედეგად მიღებული თვისობრივად ახალი და შინაარსობრივად განცალკევებადი შესწავლის საგანი წამოჭრის საკითხს, თუ რამდენად შესაძლებელია სამეცნიერო ფსიქოთერაპიის ნაწილად მიჩნეული ამ და სხვა მიდგომების შერწყმა იმგვარად, რომ ისინი განვიხილოთ საერთო საფუძვლის მქონე სფეროებად.

საერთო პრინციპებზე დაკვირვებით (მაგალითად, თერაპიული ალიანსი, გაცნობიერებულობის გაძლიერება, ცვლილების გამომწვევი გამოცდილების წახალისება) ცხადი ხდება, რომ სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მოდალობების შეტანილი წვლილი ერთმანეთს ერწყმის, რაც ზრდის დარგის განვითარების შესაძლებლობას. უფრო მეტიც, თეორიულ ჩარჩოში არსებული ცნებების სალაპარაკო ენაზე თარგმნით, ჩვენს განკარგულებაშია საერთო ყველასათვის გასაგები ენა დიალოგისთვის.
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ საქართველოში ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, EAP -ის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.
ანანო ნიაური
დენდრონის იურიდიული მრჩეველი

ფსიქოთერაპევტთა შესახებ კანონი


1999 წელს გერმანიაში ძალაში შევიდა  ფსიქოთერაპევტთა შესახებ (და არა ფსიქოთერაპიის შესახდებ) კანონი, რომელმაც ფსიქოთერაპია აქცია ლიცენზირებად სამედიცინო პროფესიად ექიმთა მსგავსი უფლებებით და მოვალეობებით, მაგრამ ლიმიტირებული უფლებამოსილებით (შეზღუდვა ვრცელდება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებასა და სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისთვის გადამისამართებაზე).

ფსიქოთერაპიული განათლება ფსიქოთერაპევტთა შესახებ კანონის თანახმად საჭიროებს საუნივერსიტეტო ხარისხის მიღების შემდეგ, პოსტდიპლომურ საფეხურზე სპეციალიზირებულ ტრენირებას სულ მცირე შემდეგი მოცულობით:
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ EAIP-ის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია EAIP არის ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაცია, რომელიც ერთიანდება ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ქვეშ და წარმართავს ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიას ევროპაში.
EAIP დაარსდა 1993 წელს და მიზნად დაისახა ევროპაში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის განვითარების ხელშეწყობა და ამ მისი მნიშვნელობის წარმოჩენა ფსიქოთერაპიის მიმართულებათა შორის.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიზნებია:
ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში პოსტდიპლომური და პოსტკვალიფიკაციური ტრენირების გაძლიერება.
კლინიკური და ეთიკური პრაქტიკის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფსიქოთერაპიულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რაც  ხელს შეუწყობს ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის დაახლოებას დარგის თანამედროვე ევროპულ გაგებასთან.

რა არის AGM
AGM- წევრთა ყოველწლიური კრება ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა. AGM-ზე განიხილება ევროპის მასშტაბით დარგში არსებული გამოწვევები და განისაზღვრება ორგანიზაციის ძირითადი სამოქმედო პოლიტიკა მომდევნო სამუშაო წლის განმავლობაში.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი 2015 წლიდან სარგებლობს მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლებით როგორც ერთადერთი უფლებამოსილი ორგანიზაცია საქართველოდან.

ფსიქოთერაპიის შესახებ 1990 წლის სტრასბურგის დეკლარაციის თანახმად ფსიქოთერაპია განიმარტება, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინა, ხოლო ფსიქოთერაპიული პრაქტიკა წარმოადგენს დამოუკიდებელ და თავისუფალ პროფესიას.

ამ მოკლე და საკმაოდ კონკრეტულმა განმარტებამ საფუძველი დაუდო ევროპაში ფსიქოთერაპიული სწავლების ახალ და დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მიდგომას. 1991 წელს დაფუძნებულმა ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ (European Association for Psychotherapy - EAP) მიზნად დაისახა ევროპაში ფსიქოთერაპიული ორგანიზაციების და სხვადასხვა მიმართულების ფსიქოთერაპევტების მობილიზება საერთო მიზნის ქვეშ.
ნეირო-ლინგვისტური პროგრამირებით ფსიქოთერაპია (NLPt) არის სისტემური წარმოსახვითი მეთოდი ფსიქოთერაპიაში, ინტეგრაციულ-კოგნიტური მიდგომით. ნეირო-ლინგვისტური ფსიქოთერაპიის (NLPt) მთავარი ამოცანაა ადამიანებთან მუშაობა მათი წარმოსახვითი სისტემის, მეტაფორების და ურთიერთობათა მატრიცის მეშვეობით. NLP_ს ერთ-ერთ ბაზისურ საფუძველს წარმოადგენს მტკიცებულება, რომ ყოველი ადამიანი ფლობს ფარულ, გამოუყენებელ ფსიქიკურ რესურსებს, ამიტომ თერაპევტ კომუნიკატორის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს პაციენტის მიერ ამ რესურსების გამოყენება. თერაპიული სამუშაოს პროცესში თანაბარი ყურადღება ენიჭება ვერბალურ და ანალოგიურ ფორმულირებას და ინტეგრირებულ გამოთქმებს საკუთარი ცხოვრებისა და კოდირებული ინფორმაციული პროცესის შესახებ.
მიღებულია ვენაში, ივლისი 2002

თარგმანი მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ.


პ რ ე ა მ ბ უ ლ ა:

1.ფსიქოთერაპევტები პატივს სცემენ ინდივიდის ღირსებას და ღირებულებას და იბრძვიან მისი უფლებების დაცვისთვის;
2.ფსიქოთერაპევტები ხელს უწყობენ ადამიანის ქცევისა და საკუთარი თავის შესახებ ცოდნის გაღმავებას და იყენებენ ამ ცოდნას ადამიანთა კეთილდღეობისთვის;
3.ფსიქოთერაპევტები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა დაიცვან ყველა იმ ადამიანის და მათთან კონტაქტში მყოფი პირების (თუკი ეს არ მოდის კლიენტის საჭიროებასთან წინააღმდეგობაში) კეთილდღეობა, ვინც მათ მიმართავს დახმარებისთვის, ანდაც შესაძლოა გახდეს პოტენციური პაციენტი;
ფსიქოთერაპიული განათლების საერთოევროპული სტანდარტი შემუშავებულია დარგის წარმმართველი ორგანიზაციის, ფსიქოთერაპევტთა ევროპული ასოციაციის მიერ. საგანმანათლებლო სტანდარტი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს პირმა ფსიქოთერაპიული პრაქტიკის წარმოებისთვის დასტურდება ECP სერთიფიკატით (ISO/IEC 17024 (2012)) . აბრევიატურა ECP იშიფრება როგორც European Certificate of Psychotherapy, - ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატი.
კანდიდატისათვის ECP სერთიფიკატის მისანიჭებლად აუცილებელია მას გააჩნდეს ევროპაში ფსიქოთერაპიული პრაქტიკის განსახორციელებლად საჭირო კომპეტენცია. 
თარგმანი მომზადებულია არასამავრობო ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ მიზნების, ევროპული ეკონომიკური არეალისთვის განსაზღვრული, ევროგაერთიანების ჩარჩოში ვალიდური ანტიდისკრიმინაციული შეთანხმებისა და პიროვნებისა და სერვისების თავისუფლების მოძრაობის პრინციპებზე დაყრდნობით, ქვემორე ხელისმომწერნი თანხმდებიან შემდეგზე:


პარტნიორები