პარტნიორები და თანამშრომლობა
ფსიქოთერაპიის ევროპული ფლაგმანის - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე - ანანო ნიაური გახდა პირველი ქართველი რომელიც ასოციაციის საკომიტეტო საქმიანობაში ჩართულია თანახელმძღვანელის სტატუსით და იკავებს არჩევით თანამდებობას.
ანანო ნიაური ამავდროულად არის ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის იურიდიული მრჩეველი. EAP ეთიკის კომიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს ეთიკის საკითხებთან დაკავშირებული კვლევისა და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას მათ შორის, სიმპოზიუმების, ვორქშოფების და ღონისძიებების ორგანიზებით, პერიოდულად აწარმოოს ეთიკის კოდექსის რევიზია და მასში ცვლილებების ინიცირება.
2024 წლის 8 ივნისს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა რიგით მე-4 საჯარო ლექცია თემით "სოციალური მედიის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე".

ღონისძიებას უძღვებოდა ნინო კობახიძე ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი ECP, ECIP, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP სამეცნიერო კომიტეტის წევრი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი.
2024 წლის 25 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში ჩატარდა რიგით მე-3 საჯარო ლექცია "ჯანსაღი ცხოვრების წესი და მენტალური ჯანმრთელობა". 
 
ღონისძიებას უძღვებიან ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეროვნული დელეგატი საქართველოში, ფსიქოთერაპევტი მაია ბეგაშვილი და ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი ვასილ კორტხონჯია.
2024 წლის 13-16 მარტს ვენაში ჩატარდა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ბორდის შეხვედრა. ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის დელეგაციამ ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო შეხვედრებში და წარმოადგინა ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოება. შეხვედრაზე განხილული იყო ფსიქოთერაპიის დარგში მიმდინარე სიახლეები და გამოწვევები, სამუშაო მექანიზმები და გაედლაინები.
2023 წლის 21 ნოემბერს ფსიქოთერაპიის ქართულ ფედერაცია დენდრონსა და საქართველოს კარიტასს - Caritas Georgia / საქართველოს კარიტასის ოფიციალური გვერდი შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ორგანიზაციები მიზნად ისახავენ ემოციური კეთილდღეობის, როგორც უალტერნატივო საზოგადოებრივი ინტერესის მხარდაჭერას და ქმნიან ურთიერთთანამშრომლობის გარემოს საზოგადოების საკეთილდღეოდ.
სიხარულით გაცნობებთ, რომ 2023 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ფსიქოთერაპიის ეროვნულ ქოლგას, ფსიქოთერაპიის ქართულ ფედერაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმი ხელს შეუწყობს ფსიქოთერაპიისა და  მენტალური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ზრდას საქართველოში და საზოგადოებრივ საწყისებზე დამყარებული ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას.
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მე-11 საერთაშორისო კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს!

2023 წლის კონფერენცია იქნება ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის მასშტაბის პირველი ღონისძიება ქართულ ფსიქოთერაპიაში.

კონფერენციის მასპინძელი ორგანიზაციაა მენტალური ჯანრმთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია.
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიას მიენიჭა ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ტრენინგ ინსტიტუტის უმაღლესი - EAPTI სტატუსი.

EAPTI (ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ევროპული ტრენინგ ინსტიტუტი) არის უმაღლესი საგანმანათლებლო კატეგორია ევროპაში, რომელიც დაწესებულებას ენიჭება დარგის ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ. საქართველოდან ეს არის ამ სტატუსის მოპოვების პირველი შემთხვევა.
2022 წლის 9-11 მარტს ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციაში გაიმართა ბორდის ყოველწლიური შეხვედრა. შეხვედრაში საქართველოს სახელით მონაწილეობდნენ ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის წარმომადგენლები, საქართველოს დელეგატი ასოციაციაში მაია ბეგაშვილი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ნინო კობახიძე, ორგანიზაციის ბორდის წევრი და იურიდიული მრჩეველი ანანო ნიაური.

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი უცვლელად გთავაზობთ EAP-ის ოფიციალურ მოწოდებას რუსეთის ხელისუფლებისადმი ომის შეწყვეტის შესახებ:

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმა და ომი, პატივი სცეს სახელმწიფოთა კანონმდებლობას და დააბრუნოს სამშობლოში რუსული ჯარები და იარაღი.

2021 წლის 9-14 დეკემბერს საქართველოს ნეიროლინგვისტური ფსიქოთერაპიის და ნეიროლინგვისტური პროგრამირების ასოციაციის მოწვევით თბილისში შედგა EANLPT ასოციაციის პრეზიდენტის, კატალინ ზაჰარიას სამუშაო ვიზიტი.

კატალინ ზაჰარიას ხელმძღვანელობით საქართველოში დაიწყო ნეიროლინგვისტური ფსიქოთერაპიის პანევროპული სტანდარტის პირველი ოთხწლიანი სასწავლო პროგრამა.
პროგრამის პირველი მოდულია 
NLP ქოუჩინგი.
2021 წლის 21, 22, 23 ოქტომბერს გაიმართა დარგის ევროპული ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცის (EAP) ბორდის შეხვედრები.

შეხვედრაში ხმის უფლებით მონაწილეობს ბორდის ქართველი წევრი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი მაია ბეგაშვილი.
სიხარულით გაცნობებთ, რომ ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი მაია ბეგაშვილი შეუერთდა ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წევრთა კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფს. ეს არის ქართველი ფსიქოთერაპევტის ჩართულობის პირველი შემთხვევა ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის საკომიტეტო საქმიანობაში.
მადლობას ვუხდით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციას (EAP) ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის, დენდრონის სახით ქართული პროფესიული საზოგადოების აღიარებისთვის.
ქართული ფსიქოთერაპიის ისტორიაში პირველად ჩვენს ქვეყანას ჰყავს ევროპული ქოლგა ორგანიზაცია - National Umbrella Organisation.
დღეს, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის საერთო შეხვედრაზე მოვისმინეთ ასოციაციის პრეზიდენტის შთამაგონებელი სიტყვა, რომელშიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად აღინიშნა საქართველოს ქოლგა ორგანიზაციის შემოერთების საკითხი. ჩვენთვის ეს იყო გრძელი და რთული გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ფსიქოთერაპევტისთვის შთამბეჭდავი წარმატებით დასრულდა. საპატიო პასუხისმგებლობაა ვემსახურებოდეთ ფსიქოთერაპიის განვითარებას, წარმოვადგენდეთ ევროპის ფსიქოთერაპიულ საზოგადოებას, 42 ქვეყანას და 120 000 ფსიქოთერაპევტს საქართველოში და გაგვქონდეს ქართული ფსიქოთერაპიის სახელი მსოფლიოში.
გილოცავთ ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოების საერთაშორისო აღიარებას! 2021 წლის 12 მარტიდან ქართულ ფსიქოთერაპიულ საზოგადოებას ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის- დენდრონის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია (National Umbrella Organisation - EAP).
ეს არის ქართული ფსიქოთერაპიის ისტორიაში ყველაზე დიდი საერთაშორისო აღიარება.

მადლობას ვუხდით ჩვენს ევროპელ კოლეგებს საქართველოში კვალიფიციური ფსიქოთერაპიის მხარდაჭერისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ამ საჭირო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოება ღირსეულ ადგილს იკავებს მაღალი პროფესიული სტატუსის მქონე ევროპულ ორგანიზაციათა გვერდით.
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის 2020 წლის 14-17 ოქტომბრის სამუშაო შეხვედრები განსხვავებული სტილით, ონლაინ ფორმატში წარიმართა. საქართველოდან და ქართული პროფესიული საზოგადოების სახელით ვუერთდებით ევროპელი კოლეგების ძალისხმევას ფსიქოთერაპიის დარგის განვითარებისა და თანამედროვე გამოწვევებისათვის სწარაფი და ადეკვატური რეაგირების მექანიზმების შემუშავებაში.
2020 წლის 08 ოქტომბერს გაიმართა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის საერთო კრება.
გვაქვს პატივი წარმოვადგენდეთ საქართველოს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციაში.
დენდრონი მადლობას უხდის ევროპელ კოლეგებს საქართველოში კვალიფიციური ფსიქოთერაპიის მხარდაჭერისათვის. 30 ივლისს დენდრონის მიერ ჩატარდა პირველი საერთაშორისო ფსიქოდრამაფესტივალი საქართველოში.
Thanks to European Association for Psychotherapy from Dendroni team for organizing the Conference "Iniciating Practice Related Research". This is very important for future of our profession. We continue to promote psychotherapy as an independant profession on the basis of Strasbourg Declaration on Psychotherapy 1990. We realise our honorable responsibility of being first and only signer of Strasbourg declaration on Psychotherapy from our country (2014).
დენდრონმა, როგორც ორგანიზაციულმა წევრმა, 2014 წლიდან მიიღო მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება ასოციაციის საერთო კრებაში. ჩვენი ორგანიზაცია იზიარებს ფსიქოთერაპიის შესახებ სტრასბურგის დეკლარაციის დებულებებს და მხარს უჭერს ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის განვითარებას, მოდალობათა შორის მრავალფეროვნების იდეას და ფსიქოთერაპიის ერთიანი სტანდარტის შემუშავებას ევროპაში. მენტალური ჯანმრთელობის კვალიფიციური სერვისის დანერგვისა და განხორციელებისათვის საქართველოში დენდრონი აგრძელებს ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერას.

საქართველოში მოღვაწე ფსიქოთერაპევტებს, ნინო კობახიძეს, მარიამ გოჩაძეს, ეთერ ფილიპოვიჩს, ეკატერინე დარსანიას, ნანა დაშნიანს, ლალი კოკაიას, ნინო მარსაგიშვილს მიენიჭათ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატი ECIP. 
2019 წლის 10 ოქტომბერს ქართული ფსიქოთერაპიის ისტორიაში პირველად, ამსტერდამში, ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის (EWAO) ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) მიერ მოხდა დენდრონის ფსიქოთერაპიული საგანმანათლებლო პლატფორმის “ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის” აკრედიტაციის რატიფიკაცია.
საერთაშორისო მააკრედიტებელი ორგანიზაციის საერთო კრებამ AGM დენდრონს მიანიჭა უმაღლესი ორგანიზაციული სტატუსი - სრული აკრედიტებული წევრი. ეს გულისხმობს ორგანიზაციის ეთიკური და საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამოსობის აღიარებას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიცირების ECIP სტანდარტებთან.
2019 წლის 10 ოქტომბერს ნიდერლანდების ფსიქოთერაპიის აკადემიაში, ქალაქ ამსტერდამში გაიმართა ინტეგრირებული 
2019 წლის 9 ოქტომბერს ამსტერდამში, ნიდერლანდების ფსიქოთერაპიის აკადემიაში გაიმართა ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის  (EAIP) აკრედიტებული ორგანიზაციების წარმომადგენელთა არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრა ჩატარდა 2019 წლის 10 ოქტომბრის საერთო კრების AGM ფარგლებში. დელეგატებმა განიხილეს ფსიქოთერაპიის აქტუალური გამოწვევები ინტეგრირებული მიდგომის ჭრილში. სამუშაო ჯგუფებმა იმსჯელეს რთული ქეისის ანალიზის ირგვლივ და წამოაყენეს საკუთარი მოსაზრებები მიზანზე დაფუძნებული თერაპიული მოდელის გაუმჯობესების შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ქართული ფსიქოთერაპიული სკოლა ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის დელეგაციით.
2019 წლის ოქტომბრის თვეში, ვარშავაში, სტეფან ბატორის ფონდმა უმასპინძლა, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარს "ინტერვენციული პროგრამა ოჯახურ მოძალადეებთან სამუშაოდ".
ფონდის მოწვევით სემინარს ესწრებოდნენ დენდრონის გუნდის წევრები ეკატერინე დარსანია და ნანა დაშნიანი.
დენდრონის სახით ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის კიდევ ერთი აღიარება: საქართველო უკვე ჩანს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც არსებობს EAIP აკრედიტებული ფსიქოთერაპიული დაწესებულება, ფსიქოთერაპევტის სპეციალიზაციისთვის პოსტდიპლომურ საფეხურზე კადრების მომზადების უფლებით. გვეამაყება, რომ დარგის წარმმართველი ორგანიზაციის, EAP -ის წევრობის შემდეგ, როდესაც მსოფლიო ფსიქოთერაპიულ სკოლებს შორის პირველად გამოჩნდა საქართველოს დროშა (2014 წელი), კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტის  ფსიქოთერაპიული ორგანიზაციის არსებობას ჩვენს ქვეყანაში.
 
ევროპის მასშტაბით დარგის მაკვალიფიცირებელი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციამ (European Wide Accrediting Organisation), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ (European Association for Integrative Psychotherapy) დაადგინა დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის შესაბამისობა ევროპულ სააკრედიტაციო სტანდარტებთან.
EAIP საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა დენდრონის აკრედიტაციის შესახებ, ქართულენოვანი ტექსტი იხილეთ ქვემოთ:

Criteria for Training In relation to: Training Standards including hours of theory and methodology, personal therapy, clinical practice and supervision;  Policies and Ethical codes; Legal and Financial requirements; Assessment Methods.
this organization is in line with EAIP criteria.
As a visitor and evaluator I see Psychocorrection and Psychodiagnostic House Dendroni and The International Academy of integrative psychotherapy, which is a part of Dendroni as a very professional organization 
2019 წლის 28 თებერვალს  დენდრონში ჩატარდა ვორქშოფი  თემაზე ფსიქოტრავმა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ჭრილში. ვორქშოფს უძღვებოდნენ Maša Žvelc ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის დელეგატი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ლუბლიანას ინრეგრირებული ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების ინსტიტუტის დამფუძნებელი, ლუბლიანას ზიგმუნდ ფროიდის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოთერაპიული მეცნიერებების ფაკულტეტის ლექტორი და მაია ბეგაშვილი, დენდრონის დამფუძნებელი, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის აკედიტებული ფსიქოთერაპევტი და ტრენერი (ECP),
2018 წლის 12-15 ოქტომბერს პრაღაში ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეგიდით და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ორგანიზებით გაიმართა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია: Roots and Gifts of Integrative Psychotherapy. კონფერენციაზე ქართულ ფსიქოთერაპიულ სკოლას მოწვეული სტუმრის სტატუსით წარმოაგენდა დენდრონი მისი ხელმძღვანელის, მაია ბეგაშვილის სახით.

პარტნიორები