ფსიქოთერაპიის შესახებ 1990 წლის
სტრასბურგის დეკლარაციის თანახმად ფსიქოთერაპია განიმარტება,
როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინა, ხოლო ფსიქოთერაპიული
პრაქტიკა წარმოადგენს დამოუკიდებელ და თავისუფალ პროფესიას.
ამ მოკლე და საკმაოდ კონკრეტულმა განმარტებამ საფუძველი დაუდო ევროპაში ფსიქოთერაპიული სწავლების ახალ და დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მიდგომას. 1991 წელს დაფუძნებულმა ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ (European Association for Psychotherapy - EAP) მიზნად დაისახა ევროპაში ფსიქოთერაპიული ორგანიზაციების და სხვადასხვა მიმართულების ფსიქოთერაპევტების მობილიზება საერთო მიზნის ქვეშ.

დღეისათვის ეს არის ყველაზე
გავლენიანი ასოციაცია რომელიც ევროპის მასშტაბით წარმართავს დარგის
ძირითად მიმართულებებს, გამოსცემს სახელმძღვანელო დებულებებს
პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტებისათვის, ფსიქოთერაპიის როგორც სამეცნიერო
მიმართულების განსავითარებლად უზრუნველყოფს პროფესიული სამეცნიერო
ჟურნალის ფუნქციონირებას, კურირებს ფსიქოთერაპიული პრაქტიკის
შესაბამისობას ფსიქოთერავევტთა ეთიკის კოდექსთან.
2003 წლის ოქტომბერში ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის შეხვედრაზე შემუშავდა ფსიქოთერაპიის, როგორც პროფესიის დეფინიცია:
„ფსიქოთერაპიული პრაქტიკა არის ფსიქოსოციალური, ფსიქოსომატური
და ქცევითი დარღვევების ან ტანჯვის მდგომარეობის ყოვლისმომცველი,
გაცნობიერებული და დაგეგმილი მკურნალობა, რომელიც მიმდინარეობს
სამეცნიერო-ფსიქოთერაპიული მეთოდების გამოყენებით ერთ ან რამდენიმე
პაციენტსა და ერთ ან რამდენიმე ფსიქოთერაპევტს შორის. პროცესის
მიზანია საზიანო მდგომარეობების შეცვლა და ფსიქო-ფიზიკური ჰარმონიული
მდგომარეობის მოპოვების და ჯანმრთელობის ხელშეწყობა. ფსიქოთერაპიული
პრაქტიკა საჭროებს ზოგად და სპეციალურ
ტრენირებას/განათლებას.“
ყოველივე ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დასავლეთ ევროპაში ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების გაზრდას და არაკვალიფიციური ფსიქოთერაპიული პრაქტიკის აღმოფხვრას, რაც დღემდე კრიზისულ საკითხად რჩება აღმოსავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
საქართველოში არაკვალიფიციური პრაქტიკის ხელშემწყობ ყველაზე გავრცელებულ ფაქტორად გვევლინება ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ნაკლებობა. ფსიქოთერაპიის დარგის შესახებ გავრცელებული ცოდნის არარსებობა ან არასწორი ცოდნა ხელს უწყობს სხვა პროფესიის წარმომადგენელთა მიერ „კვალიფიკაციის მითვისების“ პრაქტიკას და შესაბამისი ზოგადი და სპეციალური საგანმანათლებლო სტანდარტის დაკმაყოფილების გარეშე თერაპიული პროცესის წარმოებას.
დღეისათვის EAP-ის მიერ
აღიარებული სტატუსი აქვეს 128 ევროპულ ორგანიზაციას, საერთო
ჯამში 120.000 ფსიქოთერაპევტს. საქართველოში ეს სტატუსი
აქვს
EAP-ის სრულ წევრ (FULL MEMBER) ერთ ორგანიზაციას,
- ფსიქოთერაპიის ქართულ ფედერაცია დენდრონს (2014 წლიდან), ამას
გარდა, რამდენიმე დარგობრივი ორგანიზაცია, EAP-ის სტანდარტთან
შესაბამისობას უზრუნველყოფს EAP-ის რომელიმე სხვა წევრი ორგანიზაციის
ქოლგის ქვეშ.
ფსიქოთერაპიული პრაქტიკის წარმოებისათვის საჭირო ზოგად და სპეციალურ განათლებაში იგულისხმება საუნივერსიტეტო (დიპლომამდელი) და საუნივერსიტეტო ხარისხის მოპოვების შემდგომი (პოსტდიპლომური/დიპლომშემდგომი) განათლების ერთობლიობა, რომლის სტანდარტიც დაწესებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ.
ფსიქოთერაპიული განათლება მოიცავს მინიმუმ 7 წლიან სწავლებას (3200 საათი), რომელთაგან არაუმცირეს 3 წელი უნდა დაეთმოს საუნივერსიტეტო (საბაკალავრო განათლება აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - უნივერსიტეტში) განათლებას, ხოლო 1400 საათი დიპლომშემდგომ სწავლებას.
ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავდა ECP სერთიფიცირება, რომელმაც მიზნად დაისახა კვალიფიკაციის საერთო სტანდარტის დამკვიდრება მთელს ევროპაში. ECP სერთიფიცირებისთვის ჩამოყალიბდა მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც იმეორებს ფსიქოთერაპიის შესახებ სტრასბურგის დეკლარაციის მოთხოვნებს და განმარტავს პოსტდიპლომური განათლებისთვის საჭრო სტანდარტს, სწავლების ხარისხის, თეორიისა და მეთოდოლოგიის ჩათვლით:
• პერსონალური ფსიქოთერაპიული გამოცდილება ან ექვივალენტი არაუმცირეს 250 საათისა
• თეორიული სწავლება 500-800 საათი
• პრაქტიკული ტრენირება მინიმუმ 150 საათი
• სუპერვიზია ან ექვივალენტური პროფესიული გამოცდილება
პოსტდიპლომური ფსიქოთერაპიული დაწესებულების მიერ ფსიქოთერაპიული პრაქტიკის წარმოებისათვის სპეციალისტების მომზადების ხარისხის დასადასტურებლად, EAP ის მიერ შემუშავდა აკრედიტაციის სტანდარტი, რომელიც მოწმდება ექსპერტების მიერ ადგილზე გამოკვლევის, დოკუმენტების შემოწმების, საგანმანათლებლო და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობის მიხედვით. შესაბამისობა მოწმდება ფსიქოთერაპიის ამა თუ იმ მიმართულების წარმმართველი ორგანიზაციის, ფართო ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციების მიერ (EWAO). დღეისათვის არსებობს 17 ასეთი ორგანიზაცია. ინტეგრირებულ მიდგომას ფსიქოთერაპიაში წარმართავს EWAO სტატუსის მქონე ორგანიზაცია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია (EAIP). ეს ასოციაცია საქართველოში წარმოდგენილია ერთი აკრედიტებული წევრის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული აკადემიის სახით (2019 წლის თებერვლიდან).
დენდრონი მოუწოდებს დარგში მოღვაწე ორგანიზაციებს შემოუერთდნენ ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას.
ერთად გავემიჯნოთ არაკვალიფიციურ ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას!
აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არაკვალიფიციური პრაქტიკისგან!