EAP-ის ეთიკური
გაიდლაინების კომიტეტი
ენვერ ჩესკო, პაზ კარდინი, ჟოზე კასტილო,
ჰანა სკრიბრანოვა და ანანო ნიაური,
კორტნი იანგთან
ერთად,
25 ივლისი, 2025
1
. ფსიქოთერაპიული მკურნალობა, მომსახურება, პირველ რიგში, ეფუძნება
ადამიანებს (პაციენტი/კლიენტი და ფსიქოთერაპევტი) შორის ურთიერთობის
ხარისხსა და უსაფრთხოებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის
კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის
ხელშეწყობას.
ფსიქოთერაპიის
ევროპული ასოციაციის (EAP) ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული
ფედერაცია დენდრონი უცვლელად გთავაზობთ EAP-ის ოფიციალურ მოწოდებას
რუსეთის ხელისუფლებისადმი ომის შეწყვეტის შესახებ:
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას
შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმა და ომი, პატივი სცეს
სახელმწიფოთა კანონმდებლობას და დააბრუნოს სამშობლოში რუსული ჯარები
და იარაღი.
ფსიქოთერაპიული
მხარდაჭერა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის
ომის გავლენა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
უმძიმესი და გრძელვადიანია. ჩვენი ისტორიული მეხსიერება
უახლესი ისტორიის ჩათვლით ნათლად გვაგრძნობინებს იმას, თუ რას
განიცდის უკრაინის მოსახლეობა. ფსიქოთერაპევტის პროფესია გვაკისრებს
უმაღლეს პასუხისმგებლობას ვიდგეთ გასაჭირში მყოფი ადამიანების
გვერდით. დენდრონი ბაზაზე არსებული კრიზისების მართვის ფსიქოთერაპიული
პლატფორმა აცხადებს უსასყიდლო საკონსულტაციო სერვისს საქართველოს
ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის.
ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი
მოუწოდებს საქართველოში მყოფ ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოთერაპიულ
ორგანიზაციებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას.