დენდრონი
დენდრონის დამფუძნებელი მარინე ბეგაშვილი გახდა პირველი და ამჟამად ერთადერთი ქართველი ფსიქოთერაპევტი, რომელიც აღიარა ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციამ და მიანიჭა ასოციაციის აკრედიტებული სერთიფიკატი (იხ. ბმული).
სამუშაო მიმართულება - მულტიმოდალი
დენდრონი ულოცავს ქართულ ფსიქოთერაპიულ საზოგადოებას ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის რუკაზე საქართველოს დროშის გამოჩენას!
ა(ა)იპ „ფსიქოკორექციისა და ფსიქდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის“ ბაზაზე არსებული „ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია“ დაკავებულია საგანმანათლებლო საქმიანობით და უზრუნველყოფს ახალი ცოდნის შეძენის მსურველთათვის, პრაქტიკულ ფსიქოლოგიასა და ფსიქოკონსულტირებაში, ფსიქოთერაპიაში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ყველა დაინტერესებული პირისთვის მოკლე და გრძელვადიანი პროფესიონალური სასწავლო პროგრამების მიწოდებას მაღალ აკადემიურ დონეზე, საგანმანათლებლო და პროფესიული ეთიკის სრული დაცვით.
2018 წლის 24 თებერვალს, ვენაში, ზიგმუნდ ფროიდის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის (EAP) ბორდის შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა დენდრონის ხელმძღვანელი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი და ინდივიდუალური წევრი მაია ბეგაშვილი.
დენდრონი ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა საქართველოსა და სრულიად კავკასიის მასშტაბით (აპლიკანტი 2013 წლიდან, სრულუფლებიანი წევრი 2014 წლიდან). ორგანიზაცია თავის მიზნებსა და ამოცანებს ახორციელებს „ეაპ-ის“ ეთიკის კოდექსის შესაბამისად და ნერგავს ევროპის ფსიქოთერაპიული სკოლის ფუძემდებლურ პრინციპებს ჩვენს ქვეყანაში.
დენდრონის სახით საქართველოდან ერთადერთი ორგანოზაცია მონაწილეობს ხმის უფლებით ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის არჩევნებში, აქვს მოწვეული წევრის სტატუსი ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ყველა კონგრესსა და კონფერენციაზე, ასევე წვდომა მის სამეცნიერო და სასწავლო ბაზებზე.
დენდრონი პირველი ფსიქოთერაპიული კლინიკაა საქართველოში რომელიც 2011 წლიდან გთავაზობთ ფსიქოთერაპიის მულტიმოდალური მიმართულებების მრავალფეროვან თერაპიულ სერვისებს. 
  • ინდივიდუალური თერაპია 
  • ჯგუფური თერაპია 
  • ოჯახური თერაპია
  • დენდრონში პაციენტთა/კლიენტთა ფსიქო-ფიზიკურ სიჯანსაღესა და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნავენ მაღვალკვალიფიციური კადრები.
    დენდრონი დაკომპლექტებულია მულტიდისციპლინური გუნდით:
    ფსიქოთერაპევტები, ფსიქოკონსულტანტები, ფსიქოლოგები, ნევროლოგები, ფსიქიატრები, ექიმები, რომელთათვისაც ადამიანზე ზრუნვა და მათი სიჯანსაღისთვის ბრძოლა პიროვნული გამოწვევა და ცხოვრების წესია. 
    ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლი დენდრონი განაგრძობს თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებას, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის (EAP) მიერ აღიარებული სასწავლო მიმართულებების შესახებ.
    მოდალობები, რომლებიც აღიარებულია EAP-ის მიერ:
    1. სხეულზე ორიენტირებული (სხეულოვანი) ფსიქოთერაპია - სხეულზე ზემოქმედებით ზემოქმედება ფსიქიკაზე. დამფუძნებელი რაიხი.
    2. ბიოსინთეზი, წარმოადგენს თანამედროვე ფსიქოთერაპიაში დანერგილ სხეულზე ორიენტირებულ მიდგომებს შორის, ყველაზე გავრცელებულ მეთოდს.

    შემოგვიერთდი Facebook-ზე

    საკონტაქტო ინფორმაცია

    თბილისი, მერაბ კოსტავას 47/57
    +995 (790) 800 303
    +995 (599) 505 898