საავტორო კუთხე
კატეგორია - საავტორო კუთხე
დენდრონის საავტორო კუთხის მე-2 ნაკადის შერჩეული ავტორის, ანეტას (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი) ბლოგი თემით "შინაგანი დიალოგი".

გთავაზობთ საავტორო ჩანაწერს უცვლელად: საავტორო კუთხის ავტორები არ არიან შეზღუდულნი გამოხატონ ორგანიზაციის პოზიცია, მეცნიერულად დადასტურებული ან საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებები.

დიალოგი-საუბარი ორ ან მეტ ადამიანს შორის. რა იცვლება სიტყვა „შინაგანი“-ს დამატებით? საკუთარი თავი უზის „მე“-ს და ესაუბრება ჩვენს შიგნით? გაორება გვჭირს თუ გასამება? თითქოს ორი კლონი გამოგვეყო, რომელიც შინაგანად სახლობს და საუბრობს ერთმანეთთან. ჩვენთვის ეს ფიქრის მხატვრული ელფერით აღქმაა თუ ,ყოველგვარი კლონირების გარეშე, განუწყვეტელი მონოლოგი მიმართული საკუთარი თავის, გარშემომყოფებისა და სამყაროსადმი?
კატეგორია - საავტორო კუთხე
დენდრონის საავტორო კუთხის მე-2 ნაკადის შერჩეული ავტორის, ლუკა შამუგიას (აბიტურიენტი) ბლოგი თემით "მარტოობის ფილოსოფია".

გთავაზობთ საავტორო ჩანაწერს უცვლელად: საავტორო კუთხის ავტორები არ არიან შეზღუდულნი გამოხატონ ორგანიზაციის პოზიცია, მეცნიერულად დადასტურებული ან საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებები.

რა არის მარტოობა? -დისტრესი. რა შეუძლია მარტოობას?-დეპრესიის გამოწვევა, გულის შეტევათა რისკის გაზრდა და სხვა.
ვფიქრობ საჭირო და აუცილებელია გავმიჯნოთ მარტოობა, როგორც საშუალება და მარტოობა, როგორც მიზანი. მე ვისაუბრებ მარტოობაზე, როგორც საშუალებაზე საკუთრი თავის შესაცნობად.
კატეგორია - საავტორო კუთხე
დენდრონის საავტორო კუთხის ავტორების შერჩევა დაიწყო!

საავტორო კუთხის მეორე ნაკადის მიზნებია შექმნას მხარდაჭერის, თვითგამოხატვისა და გაზიარების პლატფორმა საზოგადოებრივ აზროვნებაზე კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისათვის.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას.

საავტორო კუთხის მეორე ნაკადის თემებია:
1. მე, როგორც სამყაროს ნაწილი
2. რესურსული მოგონებები
3. მარტოობის ფილოსოფია
4. ყოფნის ფილოსოფია
5. შინაგანი დიალოგი

ავტორი თავად ირჩევს საავტორო ჩანაწერის სათაურს. მთავარია, ჩანაწერი პასუხობდეს ზემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთს.
კატეგორია - საავტორო კუთხე
ფსიქოთერაპევტ ეკატერინე დარსანიას ბლოგი.
სამყარო “რესტარტს” გვთხოვს! 21-ე საუკუნეში, როდესაც მეცნიერება თავისი მიღწევებით მოწოდების სიმაღლეზე მიიჩნევს თავს, უმცირესმა ნაწილაკმა, სახელად covid 19-მა, კაცობრიობა „ფართოდ გახელილი თვალებით“ ციფრულ მედიას მიაჯაჭვა, ცხოვრების არანორმალური რიტმიდან ამოაგდო და რესტარტი მოსთხოვა!

„დარჩით სახლში“!!!

სამყარომ პანდემიის წინაშე დაგვაყენა და მისგან თავის დასაღწევად, სულ რაღაც, ხელების დაბანა (საკუთარ თავზე ზრუნვა), პირადი საზღვრების დაცვა (ზომიერება) და სახლში/ოჯახთან დარჩენა (ღირებულებების გადაფასება) მოგვთხოვა. დიდი ხანია ბუნების კანონები დაირღვა, ადამიანებმა ყოველგვარი საზღვრები წაშალეს და სამშობლოს, სოფელს და ოჯახს დაშორდნენ. ალბათ, ოჯახი ყველაზე დიდი ღირებულებაა ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში, მაგრამ სახლში/ოჯახთან დასარჩენად პანდემია დაგვჭირდა!
კაცობრიობის წინაშე წამოჭრილი დღევანდელი პრობლემა, თავისი სპეციფიურობით, შანსს გვაძლევს შევჩერდეთ, დავფიქრდეთ, შევაფასოთ, გადავაფასოთ და რესტარტირებულებმა ახლებურად გავაგრძელოთ ცხოვრება!
კატეგორია - საავტორო კუთხე
დენდრონის დამფუძნებლის, ექიმი ფსიქოთერაპევტის, მაია ბეგაშვილის ჩანაწერი კორონავირუსის გამოწვევის შესახებ:

კორონავირუსი ჩვენი სამყაროს ახალი გამოწვევაა, რომელიც გარემოსთან მიწყობის ახალებურ უნარ-ჩვევებს, საკუთარი არსებობისა და მოვლენების სიღრმისეულ გაგებასა და გააზრებას საჭიროებს, თუმცა მხოლოდ გამოწვევაა... და დაძლევადი!
მჯერა, მაღალი მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, თვითორგანიზება, მიღება და ზუსტად შესრულება იმ რეკომენდაციების, თუ მითითებების, რომელთაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დარგის სპეციალისტები იძლევიან გამოწვევას მართვადს და დაძლევადს გახდის.
მთავარია გვწამდეს სიკეთის და ვიყოთ მადლიერი პირველ რიგში იმ ქართველი ღირსეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, ინფექციონისტების, რომლებიც საკუთარ თავზე მიიღეს პირველი დარტყმა და გმირულად და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ზრუნავენ ჩვენს დაინფიცირებულ თანამოქალაქეებზე.
კატეგორია - საავტორო კუთხე
სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის, დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის სტუდენტის, დიმიტრი გობრონიძის ბლოგი შიშის შესახებ. 
უცვლელად გთავაზობთ ავტორის ჩანაწერს. გაცნობებთ, რომ საავტორო კუთხისთვის ავტორთა ახალი ნაკადის შერჩევა დაიწყება 1-ლი აპრილიდან. კომენტარის სახით შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი პოზიცია ასახულ საკითხზე. ასევე გვაცნობოთ, თუ რა თემაზე ისურვებდით საავტორო ჩანაწერების ხილვას.

შიში ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური საზრდოა. მისი დანიშნულება ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევის სტრატეგიების სწავლაა. სწავლაში კი ხშირია მარცხი,  ასევე არასწორი ნაბიჯები. ყოველივე ეს პირდაპირპროპორციულია განვითარებისა. ზოგადად, შიში ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა, თუმცა როდი განვიცდით მას ყოველდღიურად. უსაფრთხოება ბაზისური მოთხოვნილებაა, რაც აბრაჰამ მასლოუს კარგად აქვს ილუსტრირებული "მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაში".
კატეგორია - საავტორო კუთხე
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის, ანეტას ბლოგი სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპების შესახებ.

უცვლელად გთავაზობთ ავტორის ჩანაწერს. კომენტარის სახით შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი პოზიცია ასახულ საკითხზე ასევე გვაცნობოთ, თუ რა თემაზე ისურვებდით საავტორო ჩანაწერის ხილვას. გაცნობებთ, რომ საავტორო კუთხისთვის ავტორთა ახალი ნაკადის მიღება დაიწყება 1 აპრილიდან.

- „მუცელში ისეთი მოუსვენარი იყავი, ბიჭად უნდა დაბადებულიყავი“ ; „გოგო ხარ, შვილო, ცოტა ნაზად!“; 
- „ამას ძალიან სხვანაირი ტვინი აქვს, კაცური აზროვნება“, - როგორც კომპლიმენტს, ისე ამაყად ღიმილით წარმოთქვამს დედა საკუთარ გოგონაზე ;
კატეგორია - საავტორო კუთხე
როგორ ხდება ადამიანის ქცევის ფორმირება? რა ფაქტორები უნდა განვიხილოთ ქცევის სტილის მსაზღვრელად? ❤
ფსიქოთერაპიული პრაქტიკუმი მეგობრებისთვის და არა მხოლოდ! ვფიქრობ ეს ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს და სამყაროს.
უმთავრესი საიდუმლო თავად პიროვნების ფორმირებაშია, რომელზეც პირდაპირ და ირიბად მოქმედებენ შიდა და გარე ფაქტორები. ანუ უნდა მივიღოთ ადამიანი, როგორც ბიო/ფსიქო/სოციალური მოდელის არსება. ვინ ვართ სინამდვილეში?
კატეგორია - საავტორო კუთხე
დენდრონის დამფუძნებლის, მაია ბეგაშვილის პრაქტიკუმი ფსიქოთერაპევტებისთვის და არა მარტო..
ითვლება, რომ "ჭკუის ტრენირებაზე" დიდ გავლენას ახდენს მოჩვენებითი ტრივიალური საქმიანობა, როდესაც ტვინი აანალიზებს წარსულ განცდებს, წარმოიდგენს მომავლის პერსპექტივებს, და აფასებს მათ ემოციონალური ჩართულობით, ან ემოციური განსჯით, ვლინდება: სირცხვილის აფეთქება, სიამაყის გრძნობა, და/ან შფოთვა და ა.შ...
კატეგორია - საავტორო კუთხე
საავტორო კუთხე არის დენდრონის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ავტორების წახალისებას თავისუფლად შექმნან და გამოაქვეყნონ საავტორო ჩანაწერები მათთვის მნიშვნელოვან თემებზე, გაუზიარონ პირადი და პროფესიული გამოცდილება სხვა ადამიანებს, დაუახლოვდნენ სამიზნე აუდიტორიას და გავლენა მოახდინონ თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაზე.
კატეგორია - საავტორო კუთხე
ვინ ვართ და რა გვინდა?
დენდრნის დამფუძნებლის, მაია ბეგაშვილის ფსიქოთერაპიული პრაქტიკუმი.

ალბათ ცხოვრების მძიმე წუთებში თქვენც გქონიათ განცდა უმწეობის, საკუთარი თავის შეცოდების, სულიერი ტკივილის...
ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად გვავიწყდება ვინ ვართ... ან სულაც ჯერაც არ გვიპოვია საკუთარი თავი.
როდესაც ავად ვართ, ავადობს ჩვენი სხეული, საკუთარ თავს როდი ვაიგივებთ ავადმყოფობასთან, ამას მხოლოდ დაავადებას ვუწოდებთ, რადგან ჩვენ ის პიროვნებები ვართ, რომელთაც გვეკუთვნის მოავადე სხეული, და არაფერი მეტი.
კატეგორია - საავტორო კუთხე
დენდრონის დამფუძნებლის, მაია ბეგაშვილის ბლოგი სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის ჩამოყალიბების შესახებ.
პრაქტიკუმი სექსოლოგიაში, ჩემი მეგობრებისთვის და ახალგაზრდა კოლეგებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის ❤
ა არის სექსუალობა? სექსუალობა სექსუალური ლტოლვის გამოვლენისა და სექსუალურ დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებელი ფაქტორების: ფსიქოფიზიოლოგიური, სულიერი და ემოციონალური, ბიოლოგიური ფაქტორების, მოქმედების ერთგვარი ერთიანობაა.

კატეგორია - საავტორო კუთხე
დენდრონის ხელმძღვანელის, მაია ბეგაშვილის ბლოგი დამწყები ფსიქოთერაპევტებისა და ფსიქოკონსულტანტებისთვის პირველადი ინტერვიუს სწორად წარმოების შესახებ.
პაციენტთან/ კლიენტთან ინტერვიუს წარმოება ფსიქოკონსულტირების ქვაკუთხედია. თერაპიული პროცესის ეფექტურ წარმართვას ძირითადად, განსაკუთრებით მკურნელობის საწყის ეტაპზე განსაზღვრავს ის, თუ რამდენად სწორად და მოხერხებულადაა წარმოებული პირველადი ინტერვიუ. ინტერვიურება იძლევა საშუალებას გაირკვეს პაციენტთან ურთიერთობის სწორი ფორმა, შეხვედრების რეჟიმი, აადვილებს მკურნალობის სწორი სტრატეგიის დაგეგმვას, მკურნალობის სავარაუდო დროის და შეხვედრების რაოდენობის განსაზღვრას.
კატეგორია - საავტორო კუთხე
დენდრონის ფსიქოთერაპევტის, ეკატერინე დარსანიას ბლოგი შეეხება მოზარდებსა და მშობლებს შორის ოჯახური ურთიერთობების აგების თავისებურებებს.

მოზარდი მშობლების მიმართ ხშირად უხეში და ცინიკურია, უწევს წინააღმდეგობას, უდგება ჯიბრში. მთავარი მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ მას არა აქვს საკუთარი პოზიციის დაცვის ალტერნატიული მოდელი. 

  • როგორ უნდა რეაგირებდეს მშობელი მოზარდის უხეშ ქცევაზე?
კატეგორია - საავტორო კუთხე
დენდრონის ხელმძღვანელის, მაია ბეგაშვილის* მასტერკლასი ფსიქოთერაპევტებს ფსიქოთერაპიული სესიის ორგანიზებისათვის:

თუ გსურს ფსიქოთერაპიაში იყო ეფექტიანი, (ეფექტიანობის ქვეშ ვგულისხმობ სესიის ორგანიზებულ წარმართვას, შეკვეთის სწორ გააზრებას და თერაპიულ ეფექტებამდე მაქსიმალურად სწრაფად და ეკოლოგიურად მისვლას) შეინარჩუნო კონსტრუქციულობა, მიიღო კრეატიული გადაწყვეტილება, იმუშაო თანმიმდევრულად და სწრაფად, კომპლექსურად, უნდა დაძლიო რვა წინააღმდეგობა:

პარტნიორები

დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898