სასწავლო პროგრამები 2019

დენდრონის ფსიქოთერაპიული ტრენირების დისტანციური სისტემა უკვე ხელმისაწვდომია.

საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, ვაცნობიერებთ სასწავლო პროგრამებსა და კურსებზე დისტანციური წვდომის შესაძლებლობის მნიშნველობას კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებაში.
ეტაპობრივად დისტანციური წვდომის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება დენდრონის ყველა სასწავლო კურსსა და პროგრამაზე.
პროგრამაზე რეგისტრაციის შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი მოგცემთ დეტალურ ინსტრუქციას თქვენს მიერ შერჩეულ კურსზე წვდომის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

pps.dendroni@gmail.com
+995 599 561808
ბოლო პერიოდში მივიღეთ არაერთი შეკითხვა/მომართვა ფსიქოთერაპიული განათლების შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ირგვლივ, ამიტომ ვაქვეყნებთ განმარტებას, ყველა დაინტერესებული პირისათვის/ორგანზიაციისათვის:

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP*, EAIP) სრული წევრი დენდრონი გაცნობებთ, ფსიქოთერაპიის/ფსიქოკონსულტირების ტრენინგები  არ წარმოადგენს საუნივერსიტეტო განათლების ალტერნატივას. დამაბნეველი ან შეცდომაში შემყვანია ყველა განაცხადი, რომელიც საუნივერსიტეტო განათლებისთვის დამახასიათებელი ტერმინების "დიპლომი", "დიპლომის დაცვა" და სხვა გამოყენებით, მიზანმიმართულად იწვევს ასოცირებას საუნივერსიტეტო სწავლების შედეგად მისაღებ ხარისხთან/კვალიფიკაციასთან.
რა არის ფსიქოთერაპია და როგორ გავხდე ფსიქოთერაპევტი?
ფსიქოთერაპია არის სისტემური მეთოდოლოგიური ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და მთელ ორგანიზმზე სპეციალური ფსიქომარეგულირებელი ტექნიკებით და სავარჯიშოებით, რაც იწვევს ფსიქიკის თვითმარეგულირებელი მექანიზმების აღდგენას. შედეგად: ორგანიზმის გარემოსთან ადაპტირების მექანიზმები მყარდება. ფსიქოთერაპიის მიზანია_პიროვნების დაბრუნება შინაგანი კეთილდღეობის განცდასთან. რა ფუნქციას ასრულებს EAP (ფსიქოთერაპევტთა ევროპული ასოციაცია).
საქართველოში დარგი ფსიქოთერაპია როგორც რეგულირებადი პროფესია არ არსებობს, თუმცა, როგორც ევროპულ ქვეყანას გვმართებს რეგულირება ევროპული მარეგულირებელი ორგანოს_ ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციით, EAP.
დენდრონი უერთდება განათლების სამინისტროს სტუდენტურ პროგრამას და აწესებს განსაკუთრებულ პირობებს ორგანიზაციის სასწავლო კურსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

ინიციატივა ემსახურება ორგანიზაციის უმთავრესი მიზნების, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების განხორციელებას.

დენდრონი პროგრამაში ჩართული პირველი დარგობრივი ორგანიზაციაა და როგორც ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციის ოფიციალური ქართული დაწესებულება, მოუწოდებს ქართულ ტრენინგ-ცენტრებსა და ორგანიზაციებს წაახალოსონ სტუდენტთა ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური განათლების განვითარება.
თუ თქვენ პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ექიმი, სოციალური მუშაკი ან სხვა დამხმარე პროფესიის წარმომადგენელი ბრძანდებით და თქვენი კლიენტები, პაციენტები, ბენეფიციარები ხშირად უჩივიან წარსული უარყოფითი გამოცდილებით აღძრულ შიშსა და შფოთვას, ნეგატიურ უნებლიე მოგონებებსა და განცდებს; თუ გსურთ მომავალში დაკავდეთ ფსიქოკონსულტირებითა და ფსიქოთერაპიით და იმყოფებით სწავლის პროცესში, ხართ სტუდენტი და გსურთ შეიძინოთ პრაქტიკული უნარები, შეხვდეთ და ესაუბროთ პრაქტიკაში მომუშავე სპეციალისტებს;

ევროპული EAIP აკრედიტირებული პროგრამა თქვენი პროფესიული მოღვაწეობისთვის.

გაიცემა ორენოვანი (ქართულ / ინგლისური) სერტიფიკატი (EAP -ლოგოთი, აკრედიტირებული საათების მითითებით) სასწავლო პროგრამა: სულ - 251 აკადემიური საათი. 141  საათი- მეთოდოლოგია - სასწავლო/სატრენინგო შეხვედრა, 60 საათი -  ლიტერატურაზე მუშაობა, 50 საათი ჯგუფური თერაპია.

სასწავლო პროგრამა:

ფსიქოთერაპიის შემსწავლელი საერთაშორისო პროგრამა

კურსი იმართება დენდრონის EAIP აკრედიტებული სასწავლო პლატფორმის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის მიერ. 

პროგრამის ხანგრძლოვობა: 4 წელი

  • თეორია და მეთოდოლოგია - 720 საათი;
  • კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით - 300 საათი;
  • სუპერვიზია - 150 საათი; 4. პირადი ფსიქოთერაპია (ინდივიდუალური და ჯგუფური) - 250 საათი.

მისი მიზანია ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლების მიწოდება მსმენელთათვის,

თუ თქვენ პრაქტიკაში მომუშავე ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ექიმი, სოციალური მუშაკი ან სხვა დამხმარე პროფესიის წარმომადგენელი ბრძანდებით და თქვენ კლიენტებს, პაციენტებს, ბენეფიციარებს ხშირად აღენიშნებათ დეპრესია, თუ გსურთ მომავალში დაკავდეთ ფსიქოკონსულტირებითა და ფსიქოთერაპიით და იმყოფებით სწავლის პროცესში, ხართ სტუდენტი და გსურთ შეიძინოთ პრაქტიკული უნარები, შეხვდეთ და ესაუბროთ პრაქტიკაში მომუშავე სპეციალისტებს, თუ თავად უჩივით ხშირ სევდას, დაქვეითებულ გუნება-განწყობას, საქმისადმი დაბალ ინტერესს, თუ გსურთ ცნობიერების ამაღლება ადამიანის ემოციური სამყაროს, მისი მუშაობის მექანიზმებისა და ემოციური მდგომარეობის ცვლილების შესახებ, მაშინ ეს ტრენინგი თქვენთვისაა! 

მყუდრო პროფესიულ გარემოში გიწვევთ სემინარ - ვორქშოპზე „ფსიქოტრავმა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ჭრილში“. 

ღონისძიებას წარუძღვებიან: ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპელი ექსპერტი მასა ზველკი (სლოვენია) - ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი (ECP), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ტრენერი და სუპერვაიზორი, ლუბლიანას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი.

ოჯახური ცხოვრება - ყველაზე რთული საქმიანობაა სამყაროში! ოჯახური თანაცხოვრება გავს ორი ორგანიზაციის კორპორატიულ ინტეგრაციას, რომლებსაც აკავშირებს მრავალი საერთო ღირებულება და მიზანი. ერთერთი მათ შორის ახალი სიცოცხლის შექმნა და აღზრდაა. ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობები მყარი საფუძველია შეიქმნას ბედნიერი, სიცოცხლისუნარიანი ახალი თაობა. ხოლო იქ, სადაც ასეთ გაერთიანებულ კორპორაციაში პრობლემებია, ახალი სიცოცხლე ბედნიერებასა და სიცოცხლისუნარიანობას მოკლებულია.
ერთწლიანი საერთაშორისო სასწავლო/სასერთიფიკაციო EAP აკრედიტირებული პროგრამა ფსიქოდრამათერაპია.
რა არის ფსიქოდრამათერაპია, იგივე ჯგუფური თერაპია?
ფსიქოდრამათერაპია (ჯგუფური თერაპია) ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია, გამოიყენება როგორც ფსიქოთერაპიული ჯგუფური მუშაობისთვის, ასევე კლიენტებთან ინდივიდუალური მუშაობისთვის და ადამიანის შინაგანი სამყაროს შესასწავლად, მისი შემოქმედებითი პოტენციალის და შესაძლებლობების ასამაღლებლად, ადექვატური ქცევის მოდელების არჩევანის გაფართოვებისა და ადაპტაციის გასამყარებლად.
დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია გთავაზობთ ფსიქოთერაპიის 1 წლიან საერთაშორისო/სასერთიფიკაციო პროგრამას “ფსიქოთერაპიული ტექნიკები ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში.”

ფსიქოთერაპია არის სისტემური ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და მთელ ორგანიზმზე სპეციალური ფსიქომარეგულირებელი ტექნიკებით და სავარჯიშოებით, რაც იწვევს ფსიქიკის თვითმარეგულირებელი მექანიზმების აღდგენას. შედეგად კი ორგანიზმის გარემოსთან ადაპტირების მექანიზმები მყარდება.

 

სუპერვიზია ფსიქოთერაპიის/ფსიქოკონსულტირების დარგში კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი მეთოდია, ეს სუპერვიზორსა და სპეციალისტს შორის ურთიერთდამოკიდებულების ფორმაა, რომლიც საშუალებას აძლევს სპეციალისტს ყურადღება გაამახვილოს პრაქტიკული მუშაობის მიზანზე, შეიმუშაოს ქეისისადმი სისტემური მიდგომა, და ეფექტური მუშაობის ყველაზე მოქნილი სტრატეგია, გააცნობიეროს საკუთარი შეცდომები, და ჩაასწოროს მარტივად, ფსიქოეკოლოგიის დაცვით.

 

ფსიქოკონსულტირება შედარებით ახალი დისციპლინაა ფსიქოლოგიურ დახმარებებს შორის, ეს დარგი საჭირო გახდა იმ პიროვნებების თერაპიისათვის, რომელთაც აქვთ პრობლემები ფსიქოპათოლოგიური დარღვევების გარეშე.

გიწვევთ სასწავლო ტრენინგზე, სადაც დაეუფლებით სიქოკონსულტირების „ანბანს“

პროგრამის მიზანია მსმენელთათვის ფსიქოდრამის, როგორც ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდულის, ბაზისური ცოდნების გადაცემა და უნარ ჩვევების გამომუშავება პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებისთვის.
პიროვნების მთლიანობა _ ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპია
ფსიქოსინთეზი _ ინტეგრირებული ფსიქოთერაპია.
ტრენინგი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოტერაპევტებისთვის, ფსიქოკონსულტანტებისთვის, პედაგოგებებისთვის, აღმზრდელთათვის, სპეც. პედაგოგებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურთ თერაპიული ეფექტის მიღება, და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია გიწვევთ კლასიკური გიწვევთ კლასიკური ჰიპნოზის სასწავლო კურსზე.
სასწავლო კურსი განკუთვნილია: ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ექიმებისთვის, პედაგოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

5 თებერვლიდან გიწვევთ არტთერაპიის ახალ 1- წლიან სასწავლო კურსზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ არტთერაპიის სხვადასხვა მიმართულებები და მათი გამოყენების შესაძლებლობები ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ ფსიქოკონსულტირებასა და თერაპიაში, თქვენ ასევე მიიღებთ პირად შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას არტთერაპიის დიაგნოსტიკური და კორექციული შესაძლებლობების შესახებ ფსიქოკონსულტირების ყველა ეტაპზე

პროგრამა განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ექიმებისთვის, ამავე პროფესიის სტუდენტებისათვის, ასევე ყველა მათთვის ვინც დაინტერესებულია სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის პროცესით.
სერთიფიცირებული სასწავლო კურსი - დამოკიდებულებათა სინდრომების ფსიქოთერაპია.

პარტნიორები

დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898