დენდრონის შესახებ

მიზანი



XXI საუკუნეში  ნათლად გამოიკვეთა ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის როლი ადამიანის საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროში.
საქართველოში კი  უკანასკნელ წლებამდე სხვადასხვა მიზეზთა გამო ისინი კვლავაც  კრიზისულ დარგებად  რჩებოდნენ. შეიქმნა საჭიროება ჩვენს ქვეყანაში  დაფუძნებულიყო მძლავრი, რეალურად ქმედითი ორგანიზაცია,  რომელიც მიზნად დაისახავდა ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერპიის დარგების განვითარებას.
2011 წლის 27 სექტემბერს ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლი „დენდრონი“ დაფუძნდა როგორც არასამთავრობო  ორგანიზაცია.  ორგანიზაციის დამფუძნებელია მაია ბეგაშვილი. საერთაშორისო აკრედიტაციის - ECP სერთიფიკატის პირველი მფლობელი საქართველოში, ექიმი ფსიქოთერაპევტი (ფსიქოთერაპიაში სახელმწიფო და ევროპული სერტიფიკატების მფლობელი) მულტიმოდალი, ევროპის პროფესიონალ ფსიქოთერაპევტთა ლიგის ფსიქოთერაპევტი, ექიმი-ნარკოლოგი ფსიქოთერაპევტი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დოქტორანტი.

დენდრონის მიზნად  ისახავს:
  • ფსიქოთერაპიისა და ფსიქოლოგიის დარგების განვითარებას 
  • საქართველოში ევროპული ეთიკის სტანდარტების შესაბამისი ფსიქოთერაპიული სკოლის ჩამოყალიბებას
  • ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის მნიშვნელობის წარმოჩენას საერთაშორისო დარგობრივ ორგანიზაციებთან 
  • ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას
  • დარგში მომუშავე კადრების გადამზადებას და ეთიკის ნორმების სტანდარტიზაციას
  • საქმიანობის ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მონიტორინგს
  • საქართველოში ფსიქოთერაპიისა და ფსიქოლოგიის ევროპული სტანდარტის შესაბამისი სამკურნალო სერვისის მიღების საშუალების შექმნას
  • მკურნალობის ბიო-ფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასა და განხორციელებას
  • დამოკიდებულებათა სინდრომის მქონე პირთა ფსიქო-რეაბილიტაციასა და სოციალური ადაპტაციას
  • ინდივიდის საზოგადოებასთან ინტეგრირების გაადვილებას
  • სტიგმატიზაციის პრობლემებთან ბრძოლას
  • სტიგმატიზაციის მსხვერპლთა ადვოკატირებას და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების ხელშეწყობას
დენდრონში წარმატებით ხორციელდება სხვადასხვა პროექტები დასახული მიზნების რეალიზებისათვის.

დენდრონი ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციაში


დენდრონი ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა საქართველოსა და სრულიად კავკასიის მასშტაბით (აპლიკანტი 2013 წლიდან, სრულუფლებიანი წევრი 2014 წლიდან).
ორგანიზაცია თავის მიზნებსა და ამოცანებს ახორციელებს „ეაპ-ის“ ეთიკის კოდექსის შესაბამისად და ნერგავს ევროპის ფსიქოთერაპიული სკოლის ფუძემდებლურ პრინციპებს ჩვენს ქვეყანაში.
დენდრონის სახით საქართველოდან ერთადერთი ორგანიზაცია მონაწილეობს ხმის უფლებით ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის არჩევნებში, აქვს მოწვეული წევრის სტატუსი ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ყველა კონგრესსა და კონფერენციაზე, ასევე წვდომა მის სამეცნიერო და სასწავლო ბაზებზე. დენდრონი მუდმივად მუშაობს გუნდის კვალიფიკაციის ამაღლებასა და განვითარებაზე რაც განაპირობებს მუდმივად მზარდ ლიდერულ პოზიციას ფსიქოთერაპიის როგორც მედიცინის მიმართულების სერვისის მომწოდებელთა შორის. ამ მიზნისთვის ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ორ კვალიფიკაციის ასამაღლებელ სესიას რომელსაც უძღვებიან ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მიერ სერთიფიცირებული საერთაშორისო კლასის სპეციალისტები.
 

ახალგაზრდული ჩართულობა დენდრონში


დენდრონის პროფესიონალთა გუნდის მიერ მაქსიმალურად წახალისებულია ახალგაზრდული ჩართულობა ორგანიზაციის საქმიანობასა და პროექტებში. ჩვენს ბაზაზე ფუნქციონირებს ახალგაზრდა ფსიქოთერაპევტთა და ფსიქოლოგთა ასოციაცია „აფფა“.
„აფფას“ წევრებს, მთელი რიგი უპირატესობები აქვთ ორგანიზაციის პროექტებში ჩართულობაზე:
  • სტაჟირება
  • ფასდაკლებები სატრენინგო კურსებზე
  • ექსკლუზიური პროექტები, რომლებიც მხოლოდ "აფფას" წევრებზეა ორიენტირებული.

„აფფას“ წევრებს ენიჭებათ ფართო ასპარეზი თვითრეალიზებისათვის, როგორც თავად ორგანიზაციაში, ასევე მის გარეთ, იძენენ რა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და გამოცდილებით ამყარებენ მიღებულ თეორიულ ცოდნას.

ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს

 

  • ახალგაზრდა ფსიქოთერაპევტთა და ფსიქოლოგთა ასოციაცია „აფფა“
  • ფსიქოთერაპიული კლინიკა
  • ოჯახის ფსიქოლოგის პროგრამა
  • ნლპ დარბაზი
  • ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია
  • მობილური დაუყოვნებელი ფსიაოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების პროგრამა
  • დენდრონის კინოკლუბი
სტიგმატიზაციის საკითხებზე აქტიურად მუშაობს დენდრონის ბაზაზე არსებული ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია და დენდრონის კინოკლუბი.
ორგანიზაციის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია დამოკიდებულებათა სინდრომი. მასთან ბრძლა წარმოადგენს „დენდრონის“ ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს.

შემოგვიერთდი Facebook-ზე

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, მერაბ კოსტავას 47/57
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898