საერთაშორისო თანამშრომლობა
ევროპის მასშტაბით დარგის მაკვალიფიცირებელი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციამ (European Wide Accrediting Organisation), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ (European Association for Integrative Psychotherapy) დაადგინა დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის შესაბამისობა ევროპულ სააკრედიტაციო სტანდარტებთან.
დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია უერთდება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ორგანიზაციათა ევროპულ ოჯახს.

მიღწევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოებისთვის, რადგან ეს გულისხმობს ადგილობრივი კადრების მომზადების უფლების მიღებას უმაღლესი ევროპული ლიცენზირებისათვის- ECP.  ამასთანავე, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიაში, როგორც ევროპული რეგულაციის შესაბამისად აკრედიტებულ დაწედებულებაში გავლილი საათები (საათობრივი ბადის სრულად გავლის შემდეგ) ECP ლიცენზირებას ექვემდებარება დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე მაკვალიფიცირებელ ორგანოში _ EAP განცხადების შეტანის საფუძველზე.
 
Author: Maša Žvelc, PhD EAIP
criteria for Training In relation to:

Training Standards including hours of theory and methodology, personal therapy, clinical practice and supervision
Policies and Ethical codes 
Legal and Financial requirements 
Assessment Methods
this organization is in line with EAIP criteria.

As a visitor and evaluator I see Psychocorrection and Psychodiagnostic House Dendroni and The International Academy of integrative psychotherapy, which is a part of Dendroni as a very professional organization which provides training of integrative psychotherapy with high standards. Organizing the integrative psychotherapy in Georgia is a pioneering work which can be admired.
2019 წლის 28 თებერვალს  დენდრონში ჩატარდა ვორქშოფი  თემაზე ფსიქოტრავმა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ჭრილში. ვორქშოფს უძღვებოდნენ Maša Žvelc ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის დელეგატი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ლუბლიანას ინრეგრირებული ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების ინსტიტუტის დამფუძნებელი, ლუბლიანას ზიგმუნდ ფროიდის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოთერაპიული მეცნიერებების ფაკულტეტის ლექტორი და მაია ბეგაშვილი, ევროპის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის აკედიტებული ფსიქოთერაპევტი და ტრენერი, ფსიქოთერაპიის და ფსიქოკონსულტირების სახლ დენდრონის დამფუძნებელი. ექიმი ფსიქოთერაპევტი, მულტიმოდალი, ფსიქოთერაპიაში ქართული სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი, ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ტრენერი და სუპერვაიზორი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი.
2018 წლის 12-15 ოქტომბერს პრაღაში ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეგიდით და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ორგანიზებით გაიმართა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია: Roots and Gifts of Integrative Psychotherapy. კონფერენციაზე ქართულ ფსიქოთერაპიულ სკოლას მოწვეული სტუმრის სტატუსით წარმოაგენდა დენდრონი მისი ხელმძღვანელის, მაია ბეგაშვილის სახით.
დენდრონის დამფუძნებელი მარინე ბეგაშვილი გახდა პირველი და ამჟამად ერთადერთი ქართველი ფსიქოთერაპევტი, რომელიც აღიარა ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ და მიანიჭა ასოციაციის აკრედიტებული სერთიფიკატი (იხ. ბმული).
სამუშაო მიმართულება - მულტიმოდალი
დენდრონი ულოცავს ქართულ ფსიქოთერაპიულ საზოგადოებას ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის რუკაზე საქართველოს დროშის გამოჩენას!

2018 წლის 17- 19 მაისს ვარშავაში ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარს "Correctional Program for Violence Perpetrators, Based on the Duluth Model" სტეფან ბატორის ფონდის მოწვევით დენდრონის სახელით ესწრებოდნენ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის” ხელმძღვანელი ნინო კობახიძე და დენდრონის გუნდის ხელმძღვანელი ვლადიმერ ხუციშვილი.

დენდრონი ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა საქართველოსა და სრულიად კავკასიის მასშტაბით (აპლიკანტი 2013 წლიდან, სრულუფლებიანი წევრი 2014 წლიდან). ორგანიზაცია თავის მიზნებსა და ამოცანებს ახორციელებს „EAP-ის“ ეთიკის კოდექსის შესაბამისად და ნერგავს ევროპის ფსიქოთერაპიული სკოლის ფუძემდებლურ პრინციპებს ჩვენს ქვეყანაში.
დენდრონის სახით საქართველოდან ერთადერთი ორგანიზაცია მონაწილეობს ხმის უფლებით ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის გენერალური ასამბლეის არჩევნებში, აქვს მოწვეული წევრის სტატუსი ასოციაციის ყველა კონგრესსა და კონფერენციაზე, ასევე წვდომა მის სამეცნიერო და სასწავლო ბაზებზე.
2017 წლის 1-ელ ოქტომბერს, ანტვერპენში, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციისა და ინტეგრაციული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო სკოლის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე "პრაქტიკა და კვლევა თანამედროვე ფსიქოთერაპიაში" ქართულ ფსიქოთერაპიულ სკოლას მოწვეული წევრის სტატუსით წარმოადგენდა "დენდრონის" დელეგაცია.
2018 წლის 24 თებერვალს, ვენაში, ზიგმუნდ ფროიდის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) ბორდის შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა დენდრონის ხელმძღვანელი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი და ინდივიდუალური წევრი მაია ბეგაშვილი.

შემოგვიერთდი Facebook-ზე