ჯგუფური ფსიქოთერაპია
ფსიქოთერაპიის ერთ/ერთი ძირითადი სამუშაო მიმართულებაა, რომლის
სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ თერაპიის პროცესში გამოიყენება
ჯგუფის დინამიკა, (მთელი ერთიანობა_ ურთიერთობები, ზემოქმედებები,
ემოციები), როგორც თერაპიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.
თერაპიული ჯგუფი არის დაცული,
პროფესიული გარემო, სადაც გაქვთ საშუალება თავისუფლად ისაუბროთ თქვენს
პრობლემებზე და სირთულეებზე, მიიღოთ პროფესიული დახმარება და პასუხები
თქვენთვის მნიშვნელოვან პიროვნულ კითხვებზე.
დენდრონში მუშაობს
თერაპიული ჯგუფები:
1. ბავშვთა და მოზარდთა ქცევის
მოდელირების ჯგუფი-(მუშაობის ხანგრძლივობა 4 თვე, კვირაში 1
შეხვედრა_2/3 სთ).
2. ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ჯგუფი_(მუშაობის ხანგრძლივობა 4 თვე, კვირაში 2 შეხვედრა_1,5/2 სთ.)
2. ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ჯგუფი_(მუშაობის ხანგრძლივობა 4 თვე, კვირაში 2 შეხვედრა_1,5/2 სთ.)
3. მშობელთა მხარდაჭერის
ჯგუფი_(მუშაობის ხანგრძლივობა 4 თვე, კვირაში 1 შეხვედრა_2/3
სთ.)
4. პროფესიონალთა ჯგ. თერაპიის
ჯგუფი_(მუშაობის ხანგრძლივობა 6 თვე, კვირაში 1 შეხვედრა_4 სთ.)
5. პიროვნული ზრდის
ჯგუფი_(მუშაობის ხანგრძლივობა 3 თვე, კვირაში 1 შეხვედრა_3 სთ).
6. წამალთდამოკიდებულთა ფსიქო
სოციალური რეაბილიტაციის ჯგუფი_(მუშაობის ხანგრძლივობა 3 თვე, კვირაში
1 შეხვედრა_3 სთ.)
7. წონის კორეგირების ჯგუფი
_(მუშაობის ხანგრძლივობა 3 თვე, კვირაში 1 შეხვედრა_3 სთ).
8. ალკოჰოლდამოკიდებულთა ფსიქო
სოციალური რეაბილიტაციის ჯგუფი_(მუშაობის ხანგრძლივობა 3 თვე, კვირაში
1 შეხვედრა_3 სთ.)
ჯგუფის მუშაობის პირობები:
1. ჯგუფი მუშაობს პროფესიონალ
წამყვანთან ერთად, დახურულ რეჟიმში.
2. ჯგუფი არის დახურული, ანუ
ერთხელ ჩამოყალიბებულ ჯგუფში ახალი წევრები არ დაიშვებიან, რაც
უზრუნველყოფს ჯგუფის წევრების დაცულობის, გულწრფელობის, გახსნილობის
ატმოსფეროს შენარჩუნებას
3. ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა -
10-12-ია.
4. ჯგუფი თვითონ ირჩევს სამუშაო
თემას
5. ჯგუფის მუშაობის ხანგრძლივობა
განისაზღვრება სამუშაო თემის სირთულითა და მონაწილეთა სურვილით
6. შეხვედრების სიხშირე - კვირაში
1/2 დღე, ხანგრძლივობა - 2/4 სთ
7. 1 შეხვედრის ღირებულება -
სპეციალისტებისთვის (ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი) პირადი ჯგუფური
თერაპიის ფორმატში, სხვა მონაწილეებისთვის - დარგის სპეციფიკიდან
გამომდინარე.
8. ჯგუფი მუშაობს სტანდარტულად
3/4/6 თვის განმავლობაში
ჯგუფის
მიზანია:
1. იმ ადამიანების
დახმარება, რომლებსაც აქვთ ფსიქოლოგიური (კომუნიკაციური, ემოციური,
პიროვნული, პროფესიონალური) სირთულეები
2. აქტუალურ ცხოვრებისეულ
საკითხებში იმ პასუხების მოძიება და მოპოვება, რომელიც მათ
დაეხმარებათ გარემოსტან უკეთ ადაპტირებაში
3. ახალი, უფრო სავსე და
წარმატებული ცხოვრების დაგეგმვა და განხორციელება
4. დარგით დაინტერესებული
პირებისთვის სათანადო სერვისის მიწოდება
5. პროფესიონალური საქმიანობის
წარმოების გაადვილება, დარგობრივი მხარდაჭერა ჯგუფის სამუშაო თემები:
_პიროვნული კონფლიქტები_ _კომუნიკაციური სირთულეები_ _ბავშვთა და
მშობელთა ურთიერთობების პრობლემები_ _ქალსა და მამაკაცს შორის
პრობლემური პარტნიორული ურთიერთობები_ _შიშები, ფობიები, პანიკური
შეტევები_ _აკვიატებული მდგომარეობები_ _ნევროტული მდგომარეობები_
_შფოთვითი აშლილობები_ _ძილის სხვადასხვა სახის დარღვევები_
_დეპრესიული მდგომარეობები_ _დამოკიდებულებათა სინდრომები
(საკვებდამოკიდებულება, წამალთდამოკიდებულება, ალკოჰოლდამოკიდებულება,
ინტერნეტ და თამაშდამოკიდებულება)_ _პიროვნული ზრდა_ _პროფესიული
სირთულეები_ სამუშაო მიმართულებები: ტრანსპერსონალური ფსიქოთერაპია,
პოზიტიური ფსიქოთერაპია, ფსიქოსინთეზი, სიმბოლდრამა, ფსიქოდრამა,
გეშტალტთერაპია, ნლპ, ნლპ ქოუჩინგი, ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპია,
ზღაპართერაპია.
თერაპიულ ჯგუფში
მონაწილეობის უპირტესობები:
1. ჯგუფის წევრებს საშუალება აქვთ
ახლოს გაიცნონ საკუთარი თავი, გამოავლინონ და მიიღონ, როგორც
საკუთარი, ასევე სხვა ადამიანების უნიკალურობა.
2. ჯგუფში ყოფნა თითოეულ მონაწილეს
უადვილებს გარემოსთან ადაპტაციას: - პირადი სირთულეების გააზრებით -
საკუთარი შინაგანი ცხოვრებისადმი მეტი ყურადღებით - სამყაროს აღქმის
რუქის გაფართოებით
3. ჯგუფის წევრებს საშუალებას აქვთ
სხვა კუთხით შეხედონ საკუთარ თავსა და მიმდინარე მოვლენებს.
4. ეხმარება მათ სწორი არჩევანის
გაკეთებაში
5. ეხმარება მათ ფსიქო/ფიზიკურ
გაჯანსაღებაში
6. ეხმარება ჯგუფის წევრებს
არსებული, თითქოს გადაუჭრელი სირთულეების დაძლევაში.
7. გაჯანსაღებისა და მდგომარეობის
გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ფაქტორია სხვა ადამიანთა ურთიერთობებში
ჩართულობა, მათთვის თანაგრძნობა და მხარდაჭერა, სხვა ადამიანის
მეშვეობით საკუთარი შეცდომების ამოცნობა, რასაც მოყვება საკუთარი
ტკივილისგან განთავისუფლება, თავდაჯერებლობა, შიშისა და შფოთვის
დაძლევა, ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. გიწვევთ
ჯგუფურ თერაპიაზე პროფესიონალ ფსიქოლოგებს, ფსიქოკონსულტანტებს,
ფსიქოთერაპევტებს, ექიმ ფსიქოთერაპევტებს, ფსიქოთერაპიის სხვადასხვა
მოდალობის კურსების მსმენელებს, პედაგოგებს, აღმზრდელებს, მშობლებს,
ოჯახურ წყვილებს და ყველა დაინტერესებულ პირს.
ჯგუფში მოსახვედრად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
ჯგუფში მოსახვედრად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციის
წესი:
1. დაგვიკავშირდით: 599 505
898.
3. მოგვმართეთ: მ. კოსტავას
47