საქართველო ფსიქოთერაპიის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მე-11 საერთაშორისო კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს!

2023 წლის კონფერენცია იქნება ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის მასშტაბის პირველი ღონისძიება ქართულ ფსიქოთერაპიაში.

კონფერენციის მასპინძელი ორგანიზაციაა მენტალური ჯანრმთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია.

კონფერენცია საშუალებას მისცემს ადგილობრივ სპეციალისტებს დარგის წამყვანი მეცნიერებისგან მოისმინონ ფსიქოთერაპიის და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე უახლესი ცვლილებები და გამოწვევები, გაიზიარონ და საკუთარ საქმიანობაში დანერგონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის
ბორდის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მენტალური ჯანმრთელობისა
და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიას მიენიჭა
ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ტრენინგ ინსტიტუტის უმაღლესი - EAPTI
სტატუსი.

EAPTI (ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ევროპული ტრენინგ ინსტიტუტი) არის
უმაღლესი საგანმანათლებლო კატეგორია ევროპაში, რომელიც დაწესებულებას
ენიჭება დარგის ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ.
საქართველოდან ეს არის ამ სტატუსის მოპოვების პირველი
შემთხვევა.
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიას მიენიჭა ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ტრენინგ ინსტიტუტის უმაღლესი - EAPTI სტატუსი.

EAPTI (ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ევროპული ტრენინგ ინსტიტუტი) არის უმაღლესი საგანმანათლებლო კატეგორია ევროპაში, რომელიც დაწესებულებას ენიჭება დარგის ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ. საქართველოდან ეს არის ამ სტატუსის მოპოვების პირველი შემთხვევა.
2022 წლის 9-11 მარტს ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციაში გაიმართა ბორდის ყოველწლიური შეხვედრა. შეხვედრაში საქართველოს სახელით მონაწილეობდნენ ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის წარმომადგენლები, საქართველოს დელეგატი ასოციაციაში მაია ბეგაშვილი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ნინო კობახიძე, ორგანიზაციის ბორდის წევრი და იურიდიული მრჩეველი ანანო ნიაური.