პირველი EAPTI ინსტიტუტი საქართველოში
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიას მიენიჭა ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ტრენინგ ინსტიტუტის უმაღლესი - EAPTI სტატუსი.

EAPTI (ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ევროპული ტრენინგ ინსტიტუტი) არის უმაღლესი საგანმანათლებლო კატეგორია ევროპაში, რომელიც დაწესებულებას ენიჭება დარგის ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ. საქართველოდან ეს არის ამ სტატუსის მოპოვების პირველი შემთხვევა.

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია უძღვება საავტორო პროგრამებს მენტალური ჯანმრთელობის მეცნიერებებში, რომლებიც მუშავდება საქართველოში, ადგილობრივი და ევროპელი სპეციალისტების მიერ.

ორგანიზაციის მიზანია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგის განვითარება საქართველოში და მენტალური ჯანმრთელობის მეცნიერებებში განათლების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და ტრენირების დამკვიდრება ეროვნულ დონეზე.

აკადემიის ფსიქოთერაპიული პროგრამები ასევე არის კრედიტებული ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ. EAPTI სტანდარტის მინიჭებამდე ეს იყო საქართველოში არსებული პირველი სააკრედიტაციო კატეგორია, რომელიც გულისხმობს ECIP ფსიქოთერაპევტის (აბრევიატურა: ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი) სტატუსის მიღებას კურსდამთავრებულების მიერ.

EAPTI აკრედიტაციის შემდეგ პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სამმაგი  საერთაშორისო სერტიფიცირების მიღება პირდაპირი მინიჭების წესით: ECP (ევროპული სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი), ECIP (ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის (EAPTI) სერტიფიკატი.

შესაძლებლობები, რომლებსაც EAPTI დაწესებულება ანიჭებს სტუდენტებს:

- ევროპის მასშტაბით მაღალი სტანდარტის ტრენირება დადასტურებულია დარგის ევროპული ფლაგმანის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ. 

- პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტები პირდაპირი მინიჭების წესით მიიღებენ ფსიქოთერაპიის უმაღლეს ევროპულ სერთიფიკატს - ECP.


- EAPTI დაწესებულებების მაღალი სტატუსი დადასტურებულია ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს (WCP) და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მთელ მსოფლიოში. 

- EAPTI სტატუსის მქონე დაწესებულებები სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით და ცნობადობით საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში.

- EAPTI კურსდამთავრებულების განათლება აღიარებულია ყველაზე ავტორიტეტული ევროპული პროფესიული საზოგადოებების მიერ. 

ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის დარგში ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი ულოცავს ქართულ ფსიქოთერაპიულ საზოგადოებას ამ უმნიშვნელოვანეს მიღწევას ევროპასთან დარგობრივი დაახლოების პროცესში.

იხილეთ მსგავსი სტატიები:

ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაცია ევროპაში ECP

რას ნიშნავს საქართველოსთვის კვალიფიციური ფსიქოთერაპიული პრაქტიკა

რას გულისხმობს ინტეგრირებული მიდგომა ფსიქოთერაპიაში

რატომ არის მნიშვნელოვანი ეთიკური ფსიქოთერაპიული პრაქტიკა

რა განსხვავებაა ფსიქოლოგს და ფსიქოთერაპევტს შორის

როგორ მივიღოთ კვალიფიციური ფსიქოთერაპია

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის
ევროპული ასოციაციის მე-11 საერთაშორისო კონფერენციას საქართველო
უმასპინძლებს!

2023 წლის კონფერენცია იქნება ევროპული ფართო აკრედიტაციის
ორგანიზაციის მასშტაბის პირველი ღონისძიება ქართულ
ფსიქოთერაპიაში.

კონფერენციის მასპინძელი ორგანიზაციაა მენტალური ჯანრმთელობისა და
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია.
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მე-11 საერთაშორისო კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს!

2023 წლის კონფერენცია იქნება ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის მასშტაბის პირველი ღონისძიება ქართულ ფსიქოთერაპიაში.

კონფერენციის მასპინძელი ორგანიზაციაა მენტალური ჯანრმთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია.
2022 წლის 9-11 მარტს ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციაში გაიმართა ბორდის ყოველწლიური შეხვედრა. შეხვედრაში საქართველოს სახელით მონაწილეობდნენ ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის წარმომადგენლები, საქართველოს დელეგატი ასოციაციაში მაია ბეგაშვილი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ნინო კობახიძე, ორგანიზაციის ბორდის წევრი და იურიდიული მრჩეველი ანანო ნიაური.