ფსიქოთერაპიული განათლების
საერთოევროპული სტანდარტი შემუშავებულია დარგის წარმმართველი
ორგანიზაციის, ფსიქოთერაპევტთა ევროპული ასოციაციის მიერ.
საგანმანათლებლო სტანდარტი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს პირმა
ფსიქოთერაპიული პრაქტიკის წარმოებისთვის დასტურდება ECP სერთიფიკატით
(ISO/IEC 17024 (2012)) . აბრევიატურა ECP იშიფრება როგორც European
Certificate of Psychotherapy, - ფსიქოთერაპიის ევროპული
სერთიფიკატი.
კანდიდატისათვის ECP სერთიფიკატის
მისანიჭებლად აუცილებელია მას გააჩნდეს ევროპაში ფსიქოთერაპიული
პრაქტიკის განსახორციელებლად საჭირო კომპეტენცია.
კომპეტენცია
გულისხმობს თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის მინიმუმ 3200
საათის დაგროვებას, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ფსიქოთერაპიის შესახებ სტრასბურგის
1990 წლის დეკლარაცია აღიარებს ფსიქოთერაპიას დამოუკიდებელ პროფესიად,
რაც გამორიცხავს ფსიქოთერაპევტის სტატუსის მითვისებას სხვა პროფესიის
წარმომადგენლების, ფსიქოლოგების, ფსიქიატრების და სხვა პირთა მიერ,
შესაბამისი პოსტდიპლომური განათლების გარეშე. სტანდარტი, რომელსაც
უნდა შეესაბამებოდეს ფსიქოთერაპევტის განათლება, საერთოა ევროპის
მასშტაბით (დანერგილია და ხორციელდება ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის ზედამხედველობის ქვეშ).
სავალდებულოა მინიმუმ 1400
პროფესიული საათი 4 წლის განმავლობაში.
უნიფიცირებული სტანდარტის აღიარებისა და წევრ სახელმწიფოთა შორის პროფესიონალთა მობილობის შესაძლებლობის მისაცემად შემუშავდა ECP სერთიფიცირება.
2017 წელს ECP სერთიფიკატი
პირველად მიენიჭა ქართველ ფსიქოთერაპევტს, დენდრონის დამფუძნებელს, -
მარინე ბეგაშვილს (იხილეთ
ბმული).
პირდაპირი გზით ECP სერთიფიცირებისათვის კანდიდატების მოსამზადებლად ევროპაში შემუშავდა ფსიქოთერაპიული პოსტდიპლომური განათლების წარმოების სტანდარტი. ორგანიზაციის შესაბამისობა სტანდარტთან დგინდება ფსქოთერაპიის ევროპული აცოციაციის ექსპერტების მიერ, სასწავლო სილაბუსების, პერსონალის კვალიფიკაციის, ორგანიზაციის საქმიანობის ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ. შეფასება წარმოებს როგორც პროგრამების გაცნობით, ასევე სასწავლო პრცესის დაკვირვებით ადგილზე.
2019 წელს პირველად, ქართულ
ფსიქოთერაპიულ ორგანიზაციას მიენიჭა პოსტდიპლომური ფსიქოთერაპიული
განათლების წარმოების აკრედიტაცია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის
სტანდარტის შესაბამისად. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის
საერთაშორისო აკადემია გახდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის აკრედიტებული წევრი (იხილეთ
ბმული). ორგანიზაციის მიზანია საქართველოში ფსიქოთერაპიის, როგორც
დამოუკიდებელი პროფესიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, დარგში
ევროპული ეთიკის სტანდარტების დამკვიდრება, არალიცენზირებულ
პრაქტიკასთან ბრძოლა და ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მიერ
დადგენილი სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობის
შექმნა.
გაეცანი ევროპულ სტანდარტს და იყავი დაცული არალიცენზირებული პრაქტიკისგან!
გაეცანი ევროპულ სტანდარტს და იყავი დაცული არალიცენზირებული პრაქტიკისგან!