რატომ არის მნიშვნელოვანი ეთიკური პრაქტიკა ფსიქოთერაპიაში
მომზადებულია ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის მიერ ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში. სტატიაზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

კვალიფიციური ფსიქოთერაპიისათვის საქართველოში.

ამ სტატიის მიზანია წაახალისოს პრაქტიკოსი და მომავალი ფსიქოთერაპევტები წარმართონ თავისი საქმიანობა ეთიკური და კეთილსინდისიერი  საქმიანობის სტანდარტის დაცვით, ასევე დაეხმაროს ფსიქოთერაპიული მომსახურების მიმღებ პირებს იმის გაცნობიერებაში, რომ ისინი დაცულნი არიან პროფესიული ეთიკის სტანდარტით.

ფსიქოთერაპიული საქმიანობა თითოეული სპეციალისტისათვის დაკავშირებულია პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხთან საკუთარი თავის და კლიენტის წინაშე. ფსიქოთერაპიის პროცესი გულისხმობს ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებას სპეციალური ფსიქომარეგულირებელი მექანიზმებით, რაც საჭიროებს შესაბამის განათლებას და მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას. ფსიქოთერაპიის პროცესი არ არის ზოგადი საუბარი, -"ჭორაობა" ზოგად თემებზე. ის პოზიტიურად თუ ნეგატიურად აუცილებლად აისახება თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ამიტომ, ეთიკური და კეთილსინდისიერი მუშაობა აუცილებელია იმ მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება მოჰყვეს უხეშ ეთიკურ და პროფესიულ გადაცდომებს.
ფსიქოთერაპიული ეთიკა პასუხობს ყველა იმ საკითხს, რომელიც შეიძლება არ იყოს მოცული ან ნაწილობრივ იყოს მოცული სამართლებრივი ნორმებით. სტატიაში ჩამოყალიბებულია თეზისები, რომელიც გასაგები ენოთ ხსნის პროფესიული ეთიკის დაცვის პრაქტიკულ მხარეს.

ფსიქოთერაპია არის პროფესია, პროფესიული კვალიფიკაციის მოპოვების დამოუკიდებელი სტანდარტით - ეთიკა გვიცავს არაკვალიფიციური სპეციალისტებისაგან.
ეთიკა ავალდებულებს თითოეულ სპეციალისტს აიღოს პასუხისმგებლობა უმაღლესი პროფესიული სტანდარტის შენარჩუნებაზე. ფსიქოთერაპიის განმახორციელებელმა სპეციალისტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ ქმედებებს შეუძლია სხვა ადამიანების ცხოვრების შეცვლა. ამისათვის არსებითად მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპია წარმოებდეს მხოლოდ შესაბამისი განათლების და კვალიფიკაციის სტანდარტის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.

ფსიქოთერაპევტების საქმიანობა ხშირად დაკავშირებულია არა მხოლოდ კლინიკურ პრაქტიკასთან, არამედ აგრეთვე სწავლებასთან და ტრენირებასთან, გამოცდილების გაზიარებასთან. ამ შემთხვევაში საჭიროა სწავლების უმაღლესი სტანდარტის შენარჩუნება, ინფორმაციის ობიექტური, სრული და ზუსტი მიწოდებით.

ფსიქოთერაპიული საქმიანობა საჭიროებს გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის და მისი შედეგის ცოდნას - ეთიკა გვიცავს სამუშაო მეთოდოლოგიის საზიანო, არაკომპეტენტური გამოყენებისაგან.
უმნიშვნელოვანესია, რომ ფსიქოთერაპიული პრაქტიკის პროცესში ფსიქოთერაპევტი იყენებდეს მხოლოდ იმ სამუშაო მეთოდოლოგიას, რომლის გამოყენებისთვისაც მას გააჩნია სათანადო, ავთენტური ცოდნა.  საჭიროა ფსიქოთერაიპული ჩარევის არა მხოლოდ მეთოდის არამედ მისი შინაარსის და შესაძლო შედეგების სრული გაცნობიერება. თავისი საქმიანობა ფსიქოთერაპევტებმა მხოლოდ ფუნდამენტური ცოდნის მოპოვების შემდეგ უნდა განახორციელონ.

პაციენტს/კლიენტს აქვს უფლება იცოდეს ვისგან, რა განათლების, კვალიფიკაციის და სპეციალიზაციის პირისაგან იღებს მომსახურებას - ეთიკა პაციენტს/კლიენტს აძლევს საშუალებას იყოს ინფორმირებული.
ბევრი ადამიანი წინააღმდეგობას აწყდება სპეციალისტის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას კვალიფიკაციის დამახინჯებული გადაჭარბებული ან იმდენად ზოგადი წარმოდგენით, რაც შეუძლებელს ხდის ფსიქოთერაპევტის განათლების და საქმიანობის სფეროს აღქმას.
ეთიკურად მომუშავე ფსიქოთერაპევტის ვალდებულებაა საკუთარი კომპეტენციის, გამოცდილებისა და განათლების შესახებ გაავრცელოს მხოლოდ ზუსტი ინფორმაცია. 

სამართლებრივი და მორალურობის ნორმების დაცვა  - ეთიკა იცავს ადამიანის უფლებებს და ნდობას პროფესიული საზოგადოებისადმი
მიუხედავად იმისა, რომ მორალი შეიძლება მეტისმეტად ფართო ცნება იყოს ზუსტი განსაზღვრებისთვის, მორალური მხარის გათვალისწინება მნიშვნელოვანია დარგის შესახებ შეხედულების ფორმირებაში. ფსიქოთერაპევტები არ უნდა არღვევდნენ მორალურ ნორმებს იმგვარად, რომ ამან შეამციროს საზოგადოების ნდობა პროფესიისადმი. ფსიქოთერაპევტები საქმიანობისას უნდა იცავდნენ კანონიერ, ადამიანურ და მოქალაქეობრივ ღირებულებებს და ადამიანის უფლებებს.

კონფიდენციალურობა და მისი ფარგლები - ეთიკა უზრუნველყოფს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცულობას.
ფსიქოთერაპიული სერვისის მიღებისას პაციენტის/კლიენტისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მოხვედრა მხოლოდ სანდო პიროვნებასთან. კონფიდენციალურობის ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მიღებული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობას, არამედ, ასევე, კლიენტისათვის მისი დაცვის სამართლებრივი საზღვრების ახსნას.

დაუშვებელია პაციენტის/კლიენტის შენარჩუნება მარტოოდენ პირადი გამორჩენისათვის, თუკი აშკარაა, რომ მას ესაჭიროება სხვა დარგის სპეციალისტის ჩართულობა ან თანაჩართულობა! - ეთიკა იცავს პაციენტის ინტერესს და მომიჯნავე დარგის წარმომადგენელთა პროფესიული საქმიანობის ფარგლებს.
კლიენტის კეთილდღეობა ფსიქოთერაპევტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეთიკური პრინციპია.  ფსიქოთერაპევტები უნდა ერკვეოდნენ მონათესავე პროფესიის წარმომადგენელთა კომპეტენციაში და დამატებითი ან ალტერნატიული დახმარების საჭიროებისას უზრუნველყოს კლიენტის საუკეთესო ინტერესის დაცვა და მისი ინფორმირება ამ მომსახურების საჭიროების შესახებ.

ეთიკური პასუხისმგებლობა პროფესიული საქმიანობის რეკლამირებისას და ინფორმაციის გავრცელებისას - ეთიკა გვიცავს ყალბი, შეცდომაში შემყვანი და ზედაპირული ინფორმაციისაგან.
თითოეული ფსიქოთერაპევტი ვალდებულია მაქსიმალურად ობიექტურად წარმოაჩინოს ინფორმაცია იმ ინსტიტუციის ან ორგანიზაციის შესახებ, რომელთანაც ის ასოცირდება. პროფესიული საქმიანობის რეკლამირებისას ფსიქოთერაპევტი უნდა პოზიციონირებდეს მხოლოდ იმ კვალიფიკაციით, რომელიც მას მოცემულ მომენტში აქვს, მათ შორის მოიაზრება და მინიჭებული კვალიფიკაციის ზუსტი დასახელება.
ფსიქოთერაპევტი ვალდებულია არ გაავრცელოს შეცდომაში შემყვანი, ტყუილის შემცველი ან უსამართლო განცხადება, ან არასწორი მსჯელობა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ, გარკვეულ კონტექსტში ასახავს ინფორმაციას.

დაუშვებელია ფსიქოთერაპიული საქმიანობის იმგვარი კომერციალიზაცია, რომ დაიკარგოს პროფესიული ღირსება და მასში ნაგულისხმევი შინაარსი - ეთიკა გვიცავს კომერციული სიცრუისგან.
ფსიქოთერაპევტი არ უნდა იხდიდეს ფინანსურ ან სხვა სახის საზღაურს იმის სანაცვლოდ, რომ  გამოვიდეს საინფორმაციო ან სხვა სახის სიუჟეტებში. ფსიქოთერაპევტები უნდა ავრცელებდნენ ინფორმაციას საკუთარი პროფესიონალიზმის შესახებ მხოლოდ ზუსტი აღიარებული დასახელებით, გაზვიადებისა და ჩასწორებების გარეშე, ისინი ვალდებულნი არიან მისცენ ადამიანებს საშუალება არჩევანი გააკეთონ საკმარის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ფსიქოთერაპევტები აგრეთვე უნდა ზრუნავდნენ იმაზე, რომ სხვა ფსიქოთერაპევტმა არ წარმოადგინოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ ეთიკის მოთხოვნათა დარღვევით. 

აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არაეთიკური პრაქტიკისგან!

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

მომზადებულია ფსიქოთერაპიისა და
ფსიქოკორექციის სახლ დენდრონის მიერ EAP-ის მასალებზე დაყრდნობით,

კვალიფიციური ფსიქოთერაპიისათვის საქართველოში.

ბიოენერგეტიკული ანალიზი არის ფსიქოთერაპიული მეთოდი. რომლის ფესვებიც
ფროიდის ნაშრომებიდან იღებს სათავეს. ფსიქოანალიზისგან განსხვავებით,
რომელიც ძირითადად ყურადღებას აქცევს ფანტაზიებს, აზრებსა, ოცნებებს,
რომელიც გამომდინარეობს არაცნობიერისგან, ბიოენერგეტიკული ანალიზი დიდ
ყურადღებას უთმობა პაციენტის სხეულებრივ გამოხატვებს. რაც პირველ
რიგში ვლინდება: ჟესტებში, მიმიკებში, ხმასა და სუნთქვაში. მთავარი აქ
ის არის, რომ ადამიანის სხეული, გონება და სული (ფსიქიკა) განუყოფელია
ერთმანეთისგან. ისინი გამუდმებით ახდენენ ერთმანეთზე გავლენას, როგორც
ერთ მეთოდს შეუძლია იქონიოს გავლენა სხვებზე ფსიქოთერაპიის
დროს.
მომზადებულია ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკორექციის სახლ დენდრონის მიერ EAP-ის მასალებზე დაყრდნობით,

კვალიფიციური ფსიქოთერაპიისათვის საქართველოში.

ბიოენერგეტიკული ანალიზი არის ფსიქოთერაპიული მეთოდი. რომლის ფესვებიც ფროიდის ნაშრომებიდან იღებს სათავეს. ფსიქოანალიზისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ყურადღებას აქცევს ფანტაზიებს, აზრებსა, ოცნებებს, რომელიც გამომდინარეობს არაცნობიერისგან, ბიოენერგეტიკული ანალიზი დიდ ყურადღებას უთმობა პაციენტის სხეულებრივ გამოხატვებს. რაც პირველ რიგში ვლინდება: ჟესტებში, მიმიკებში, ხმასა და სუნთქვაში. მთავარი აქ ის არის, რომ ადამიანის სხეული, გონება და სული (ფსიქიკა) განუყოფელია ერთმანეთისგან. ისინი გამუდმებით ახდენენ ერთმანეთზე გავლენას, როგორც ერთ მეთოდს შეუძლია იქონიოს გავლენა სხვებზე ფსიქოთერაპიის დროს.
ეს სტატია ემსახურება დისტანციური
ფსიოქთერაპიის მაღალი კლინიკური და ეთიკური სტანდარტით
განხორციელებაში დახმარებას.
რეკომენდაცია მომზადებულია EAP-ის ეგიდით, ქართულენოვანი ვერსია
მომზადებულია ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების სახლ დენდრონის
მიერ.

კვალიფიციური ფსიქოთერაპისათვის საქართველოში


ნაწილი II კლინიკური საკითხები

ნაწილი I შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე 

ადამიანები ონლაინ სივრცეში სხვაგვარად იქცევიან. საპასუხოდ თქვენ
შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი თეორიული პერსპექტივის ან კლინიკური
ტექნიკების ადაპტირება. უფრო კონკრეტულად:
ეს სტატია ემსახურება დისტანციური ფსიოქთერაპიის მაღალი კლინიკური და ეთიკური სტანდარტით განხორციელებაში დახმარებას.
რეკომენდაცია მომზადებულია EAP-ის ეგიდით, ქართულენოვანი ვერსია მომზადებულია ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების სახლ დენდრონის მიერ.

კვალიფიციური ფსიქოთერაპისათვის საქართველოში


ნაწილი II კლინიკური საკითხები
ნაწილი I შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 

ადამიანები ონლაინ სივრცეში სხვაგვარად იქცევიან. საპასუხოდ თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი თეორიული პერსპექტივის ან კლინიკური ტექნიკების ადაპტირება. უფრო კონკრეტულად:

დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898