კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმა

ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის

ომის გავლენა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უმძიმესი და გრძელვადიანია.  ჩვენი ისტორიული მეხსიერება უახლესი ისტორიის ჩათვლით ნათლად გვაგრძნობინებს იმას, თუ რას განიცდის უკრაინის მოსახლეობა. ფსიქოთერაპევტის პროფესია გვაკისრებს უმაღლეს პასუხისმგებლობას ვიდგეთ გასაჭირში მყოფი ადამიანების გვერდით. დენდრონი ბაზაზე არსებული კრიზისების მართვის ფსიქოთერაპიული პლატფორმა აცხადებს უსასყიდლო საკონსულტაციო სერვისს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. 
ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი მოუწოდებს საქართველოში მყოფ ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოთერაპიულ ორგანიზაციებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას.

კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ბაზაზე ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმა.

პლატფორმის მიზანია კორონავირუსით დაზარალებული პირების ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა. 
ფსიქოგანათლების პროგრამის მე-8 ონლაინ სესიის თემაა ემოციური ფაქტორი სომატურ დარღვევებში.

შეხვედრას გაუძღვება ნანა დაშნიანი ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი. ICF სერთიფიცირებული ქოუჩი, ლებ ლაიფის - ფსიქოთერაპიისა და ქოუჩინგის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი.

სესია გაიმართება შაბათს, 6 ივნისს, 17.00 საათზე. დაცულ და უსაფრთხო სივრცეში-დახურულ ჯგუფში, სადაც მონაწილეები მოხვდებიან რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

ფსიქოგანათლების პროგრამის მე-7 ონლაინ სესიის თემაა ემოციები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ცვლიან.

სესია გაიმართება შაბათს, 23 მაისს, 17.00 საათზე. დაცულ და უსაფრთხო სივრცეში-დახურულ ჯგუფში, სადაც მონაწილეები მოხვდებიან რეგისტრაციის შემდეგ.
შაბათი ფსიქოგანათლების დღეა❣
მე-6 სესიის თემაა: - გვემუქრება თუ არა კორონავირუსი ფსიქოტრავმით
- სესია გაიმართება შაბათს, 16 მაისს, 17.00 საათზე. დაცულ და უსაფრთხო სივრცეში-დახურულ ჯგუფში, სადაც მონაწილეები მოხვდებიან რეგისტრაციის შემდეგ.
სტატია შექმნილია დენდრონის ბაზაზე და მასზე ვრცელდება საავტორო უფლებები.
ავტორი: მარიამ გოჩაძე- ფსიქოთერაპევტი; ECIP ; კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი; 

„პრობლემა არასდროს არის მხოლოდ პრობლემა,

ის უფრო სიღრმისეული პრობლემის სიმპტომია“

ვირჯინია სატირი

(1916-1988)

თვითიზოლაციის ვალდებულება, რომელიც Covid 19 ის პანდემიის შემცირებას ემსახურება, კაცობრიობის გამოწვევად იქცა.

კორონავირუსის გავრცელებამ ურთიერთობის ახლებური სტილის შემოტანასთან ერთად, საჭირო გახადა კომუნიკაციის ახალი საშუალებების ათვისება და ახალი უნარების გამომუშავება.
ფსიქოთერაპიული ტრენირების და კონსულტირების პროცესი, როგორც უკიდურესი დაახლოვება საკუთარ შინაგან სამყაროსთან განსაკუთრებული სენსიტიურობით ხასიათდება.
პროცესის ინტერნეტ-სივრცეში გადატანამ საჭირო გახადა როგორც თერაპიის მიმღები პირების, ასევე თერაპევტების მხრიდან იმგვარი ძალისხმევა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის უსაფრთხოებას ციფრული სამყაროს გამოწვევების გათვალისწინებით.
ფსიქოგანათლების პროგრამის მე-5 სესიის თემაა:

საკუთარ თავში მოგზაურობა თვითიზოლაციის დროს

სესიას გაუძღვება ეკატერინე დარსანია ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი. სამედიცინო ფსიქოლოგი.

პლატფორმა დაფუძნებულია დენდრონის გუნდის მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოების მხარდაჭერას კრიზისული სიტუაციების მართვასა და ფსიქიკაზე მათი ნეგატიური ეფექტების მინიმუმამდე დაყვანაში.

პლატფორმა არის დენდრონის თავისუფალი სივრცე, რომელიც დამყარებულია პროფესიონალ ფსიქოთერაპევტთა ურთიერთთანამშრომლობაზე, პროფესიულ პასუხისმგებლობასა და სოციალურ თვითშეგნებაზე. ვრცლად იხილეთ გადაცემის ჩანაწერი:
კრიზისების მართვის და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის ფარგლებში ფსიქოგანათლების პროგრამის მე-4 სესია დაეთმო შეკითხვებზე პასუხს.

შეკითხვებს, რომელიც სპეციალური ანონიმური ფორმის საშუალებით მივიღეთ ყველა დაინტერესებული პირისაგან ფეისბუქ ლაივის საშუალებით პასუხობს დენდრონის ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპევტი მაია ბეგაშვილი.

იხილეთ ვიდეოჩანაწერი:
ფსიქოგანათლების პროგრამის მე-4 სესია დაეთმობა თქვენს შეკითხვებს.

სესიის ფარგლებში თქვენ შეძლებთ ანონიმურობის დაცვით მოგვწეროთ კითხვები თქვენთვის აქტუალურ პრობლემებზე ბმულის საშუალებით: https://drive.google.com/open?id=1dMstUNWQt-yjxCcKDfYkEqhPLmljUJmzhdMuS_klGA4

შეკითხვები შეგიძლიათ დასვათ ყველა საკითხზე, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი, აქტუალური ან პრობლემურია.
თქვენს მიერ გადმოგზავნილ შეკითხვებს ფეისბუქ ლაივის საშუალებით პასუხს გასცემს ფსიქოთერაპევტი მაია ბეგაშვილი.

კორონავირუსთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური სირთულეების შეფასების მარტივი კითხვარი. კითხვარის  შევსებით დაგვეხმარებით ვირუსით გამოწვეული სირთულეების პრევენციისა და დაძლევის პროგრამის სრულყოფაში.








დენდრონში მოქმებს covid19-ის პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური გამოწვევებისა და სტრესის მართვის პროგრამა.

მესამე შეხვედრა: "სტრესი - ნორმა თუ პათოლოგია" შეხვედრას გაუძღვება მაია ბეგაშვილი, დენდრონის ხელმძღვანელი, სახელმწიფო სერთიფიცირებული ექიმი ფსიქოთერაპევტი, ECP ევროპული სერთიფიცირების ერთადერთი ქართველი მფლობელი მულტიმოდალური მიმართულებით. ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი. სერთიფიცირებული სუპერვიზორი და ტრენერი.
დენდრონში ამოქმედდა covid19-ის პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური გამოწვევებისა და სტრესის მართვის პროგრამა.

მეორე შეხვედრის თემაა შფოთვა.
დენდრონში ამოქმედდა covid19-ის პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური გამოწვევებისა და სტრესის მართვის პროგრამა. პირველი შეხვედრის თემაა შიში. ფსიქოგანათლების პროგრამის - მიზანია ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და ყოველდღიური ფსიქო - სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება. ყოველკვირეული ლაივ ჩართვები გაიმართება დაცულ და უსაფრთხო სივრცეში, დახურულ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც მონაწილეები მოხვდებიან რეგისტრაციის შემდეგ. პროგრამა დამყარებულია დენდრონის ფსიქოთერაპევტთა ენთუზიაზმზე, ურთიერთთანამშრომლობასა და პროფესიულ და საზოგადოებრივ თვითშეგნებაზე. მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს უფასოდ.
დენდრონის კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლათფორმის ბაზაზე ამოქმედდა covid19-ის პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური გამოწვევებისა და სტრესის მართვის უფასო პროგრამა.

სტრესთან გამკლავების პრაქტიკუმის მიზანია ფსიქოთერაპიული დახმარების გაწევა ინდივიდის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზის, გარშემომყოფების გავლენის ანალიზის, რესურსული მობილიზების, ინდივიდუალური კარგად ყოფნის მოდელის შექმნისა და ცხოვრებაში გადატანის სახით. ყოველკვირეული ლაივ ჩართვები გაიმართება დაცულ და უსაფრთხო სივრცეში, დახურულ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც მონაწილეები მოხვდებიან რეგისტრაციის შემდეგ.
ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული კონსულტირება ფსიქოთერაპიული მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და საშუალებას გაძლევთ გაიაროთ ფსიქოკონსულტაცია უფასოდ.

კონსულტაცია შედგება Zoom-ის გამოყენებით წინასწარი რეგისტრაციისა და დროის შეთანხმების შემდეგ.

კონსულტაციის დღეებია:

სამშაბათი 12.00-15.00
ოთხშაბათი 15.00 - 18.00
ხუთშაბათი 15.00 - 18.00

პროგრამა ხორციელდება დენდრონის პროექტის, კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის პლატფორმის ფარგლებში.
დენდრონში ამოქმედდა covid19-ის პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური გამოწვევებისა და სტრესის მართვის პროგრამა.

პირველი შეხვედრის თემაა შიში.

ფსიქოგანათლების პროგრამის - მიზანია ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და ყოველდღიური ფსიქო - სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება.

ყოველკვირეული ლაივ ჩართვები გაიმართება დაცულ და უსაფრთხო სივრცეში, დახურულ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც მონაწილეები მოხვდებიან რეგისტრაციის შემდეგ.

პროგრამა დამყარებულია დენდრონის ფსიქოთერაპევტთა ენთუზიაზმზე, ურთიერთთანამშრომლობასა და პროფესიულ და საზოგადოებრივ თვითშეგნებაზე. მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს უფასოდ.
დენდრონის პარტნიორი ორგანიზაციების: ქალთა და ბავშვთა გაძლიერების და განვითარების ინსტიტუტის - ვედ ჯორჯიას, ფსიქოთერაპიის და  ქოუჩინგის ცენტრის - ლებ ლაიფის და ოჯახური კრიზისების დაძლევის ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამა ,, ჩვენ თქვენთან ვართ" განკუთვნილია ემიგრანტებისათვის და ემსახურება მათ ბიო-ფსიქო-სოციალურ გაჯანსაღებაზე ზრუნვას. დენდრონი მიესალმება და მხარს უჭერს პროფესიონალ ფსიქოთერაპევტთა ძალისხმევას COVID-19-თან დაკავშირებული ფსიქოლოგიური გამოწვევების აღმოფხვრისათვის.

გთავაზობთ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ფსიქოლოგიური გამოწვევების კითხვარს. თითოეული თქვენგანის აზრი მნიშვნელოვანია. ამით დაგვეხმარებით საჭიროებაზე ორიენტირებული პროგრამის შემუშავებაში.

ეს სტატია ემსახურება დისტანციური ფსიოქთერაპიის მაღალი კლინიკური და ეთიკური სტანდარტით განხორციელებაში დახმარებას.
რეკომენდაცია მომზადებულია EAP-ის ეგიდით, ქართულენოვანი ვერსია მომზადებულია ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების სახლ დენდრონის მიერ.

კვალიფიციური ფსიქოთერაპისათვის საქართველოში


ნაწილი II კლინიკური საკითხები
ნაწილი I შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 

ადამიანები ონლაინ სივრცეში სხვაგვარად იქცევიან. საპასუხოდ თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი თეორიული პერსპექტივის ან კლინიკური ტექნიკების ადაპტირება. უფრო კონკრეტულად:

ნაწილი I
ნაწილი II  შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კორონავირუსის სახით მსოფლიოს წინაშე დამდგარმა გამოწვევამ შეცვალა ფსიქოთერაპიული საქმიანობის ყოველდღიურობაც. აუცილებელია ონლაინ სივრცეში ჩატარებული ფსიქოთერაპიული კონსულტაცია წარმოებდეს მაღალი კლინიკური და ეთიკური სტანდარტით, კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სრული წევრი საქართველოდან, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი გთავაზობთ ასოციაციის რეკომენდაციის ქართულენოვან ვერსიას.
ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირებით დაკავებულ ქართველ სპეციალისტებს რეკომენდაციას ვუწევთ იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებით:
კორონავირუსის გავრცელება არის მსოფლიოს არაერთი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო გამოწვევა. საზოგადოების მაღალი დაინტერესებისა და შფოთვის ხარისხის მატების გამო გთავაზოთ რამდენიმე რეკომენდაციას:

1. პანიკა არ არის გამოსავალი
პანიკა ვერ დაგეხმარებათ ვირუსისგან თავდაცვაში. მეტიც, ეს გაგირთულებთ გააზრებული პრევენციული ზომების მიღებას. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დაფიქრება და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა პირადი და გარშემომყოფთა უსაფრთხოების დაცვისათვის, დაავადების გავრცელების რისკის შესამცირებლად და ფსიქოეკოლოგიის დასაცავად. 
პლატფორმა დაფუძნებულია დენდრონის გუნდის მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოების მხარდაჭერას კრიზისული სიტუაციების მართვასა და ფსიქიკაზე მათი ნეგატიური ეფექტების მინიმუმამდე დაყვანაში.

პლატფორმა არის დენდრონის თავისუფალი სივრცე, რომელიც დამყარებულია პროფესიონალ ფსიქოთერაპევტთა ურთიერთთანამშრომლობაზე, პროფესიულ პასუხისმგებლობასა და სოციალურ თვითშეგნებაზე.
ფსიქოთერაპევტ ეკატერინე დარსანიას ბლოგი.
სამყარო "რესტარტს გვთხოვს! 21-ე საუკუნეში, როდესაც მეცნიერება თავისი მიღწევებით მოწოდების სიმაღლეზე მიიჩნევს თავს, უმცირესმა ნაწილაკლა, სახელად covid 19-მა, კაცობრიობა "ფართოდ გახელილი თვალებით" ციფრულ მედიას მიაჯაჭვა, ცხოვრების არანორმალური რიტმიდან ამოაგდო და რესტარტი მოსთხოვა!

დარჩით სახლში“!!!
სამყარომ პანდემიის წინაშე დაგვაყენა და მისგან თავის დასაღწევად, სულ რაღაც, ხელების დაბანა (საკუთარ თავზე ზრუნვა), პირადი საზღვრების დაცვა (ზომიერება) და სახლში/ოჯახთან დარჩენა (ღირებულებების გადაფასება) მოგვთხოვა.
1. როგორ დავიწყოთ:
ა) შეცვალე ზედაპირული დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ!
ბ) მიიღე გადაწყვეტილება საკუთარ მოტივაციაზე დაყრდნობით შეინარჩუნო, ანდაც აღადგინო საკუთარი ფსიქიკური (ფსიქოსომატური) მდგომარეობა.
შიში_საფრთხის ერთგვარი სიგნალია, რომელიც ბაზირებს თვითგადარჩენის ინსტინქტზე. ფსიქოლოგიაში იგი განიხილება, როგორც ადამიანის თანდაყოლილი ბაზისური ემოცია, რომელიც ახდენს ადამიანის დამცველობითი მექანიზმების მობილიზებას და ამზადებს მას ან ბრძოლისთვის, შიშის გამომწვევთან, ან შიშის გამომწვევისგან გაქცევისთვის. რა ფუნქცია აკისრია შიშს?

დენდრონის ფსიქოთერაპიული ტრენირების დისტანციური სისტემა უკვე ხელმისაწვდომია.

საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, ვაცნობიერებთ სასწავლო პროგრამებსა და კურსებზე დისტანციური წვდომის შესაძლებლობის მნიშნველობას კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებაში.
ეტაპობრივად დისტანციური წვდომის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება დენდრონის ყველა სასწავლო კურსსა და პროგრამაზე.
პროგრამაზე რეგისტრაციის შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი მოგცემთ დეტალურ ინსტრუქციას თქვენს მიერ შერჩეულ კურსზე წვდომის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ეს სტატია ეძღვნება კორონავირუსთან დაკავშირებულ მეორად რისკს მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნების სახით.
დენდრონი განაგრძობს ფსიქოეკოლოგიის შენარჩუნებისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდებას:
დღესდღეობით კორონავირუსის ფართო გავრცელებისა და მისით ინფიცირების საფრთხეები მრავალ ჩვენგანში იწვევს ღელვას, შეშფოთებას, შიშსა და დაბნეულობას. აღნიშნული განცდები წარმოადგენს გამოწვევას ჩვენი ფსიქიკისათვის.
კორონავირუსის გავრცელების რისკთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დენდრონის ფსიქოთერაპიული კლინიკა იწყებს დისტანციური მომსახურების განხორციელებას.

დარგის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე, ფსიქოთერაპიული სერვისის მიღებისას პაციენტს/კლიენტს შეუძლია თავად აირჩიოს ფსიქოთერაპიული კონსულტირების მისთვის მისაღები ფორმა (ვიზიტი ან დისტანციური კონსულტირება).

კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ბმულზე.
დენდრონის დამფუძნებლის, ექიმი ფსიქოთერაპევტის, მაია ბეგაშვილის ჩანაწერი კორონავირუსის გამოწვევის შესახებ:

კორონავირუსი ჩვენი სამყაროს ახალი გამოწვევაა, რომელიც გარემოსთან მიწყობის ახალებურ უნარ-ჩვევებს, საკუთარი არსებობისა და მოვლენების სიღრმისეულ გაგებასა და გააზრებას საჭიროებს, თუმცა მხოლოდ გამოწვევაა... და დაძლევადი!
მჯერა, მაღალი მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, თვითორგანიზება, მიღება და ზუსტად შესრულება იმ რეკომენდაციების, თუ მითითებების, რომელთაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დარგის სპეციალისტები იძლევიან გამოწვევას მართვადს და დაძლევადს გახდის.
ეს სტატია ეძღვნება ვირუსით გამოწვეული იზოლაციის მარტივად გადალახვას და ფსიქოეკოლოგიის შენარჩუნებას.
ვირუსის გავრცელელების გამო შეცვლილმა ცხოვრების წესმა არაერთი თანამდევი საკითხი წარმოშვა. სახლში ყოფნა დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ საკმაოდ სასიამოვნოა, მაგრამ თუ ეს პერიოდი ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა შეიძლება მოსაბრზრებლადაც მოგვეჩვენოს. ჩვენ შევეცდებით დაგარწმუნოთ იმაში, რომ თავისუფალი დროის გატარება თვითიზოლაციაში შეიძლება არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ ნაყოფიერიც იყოს თვითრეფლექსიის, თვალსაწიერის გაფართოებისა და რაც მთავარია, ფსიქიკური წონასწორობის აღდგენისათვის.
ამისთვის მოვიფიქრეთ საინტერესო იდეები რომლის გაკეთებაც ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია:

პარტნიორები