მიზანი
ორგანიზაციის
დამფუძნებელია მაია ბეგაშვილი, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის
ეროვნული დელეგატი საქართველოში, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის
ევროპული ასოციაციის წევრთა კომიტეტის წევრი, საერთაშორისო
აკრედიტაციის - ECP პირველი მფლობელი საქართველოდან, ექიმი ნარკოლოგი
და ფსიქოთერაპევტი (ფსიქოთერაპიაში სახელმწიფო და ევროპული
ლიცენზიების მფლობელი) მულტიმოდალი, ევროპის პროფესიონალ
ფსიქოთერაპევტთა ლიგის ფსიქოთერაპევტი.
- ფსიქოთერაპიის დარგის განვითარებას
- საქართველოში ევროპული ეთიკის სტანდარტების შესაბამისი ფსიქოთერაპიული სკოლის ჩამოყალიბებას
- ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის მნიშვნელობის წარმოჩენას საერთაშორისო დარგობრივ ორგანიზაციებთან
- ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას
- დარგში მომუშავე კადრების გადამზადებას და ეთიკის ნორმების სტანდარტიზაციას
- საქმიანობის ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მონიტორინგს
- საქართველოში ფსიქოთერაპიისა და ფსიქოლოგიის ევროპული სტანდარტის შესაბამისი სამკურნალო სერვისის მიღების საშუალების შექმნას
- მკურნალობის ბიო-ფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასა და განხორციელებას
- დამოკიდებულებათა სინდრომის მქონე პირთა ფსიქო-რეაბილიტაციასა და სოციალური ადაპტაციას
- ინდივიდის საზოგადოებასთან ინტეგრირების გაადვილებას
- სტიგმატიზაციის პრობლემებთან ბრძოლას
- სტიგმატიზაციის მსხვერპლთა ადვოკატირებას და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების ხელშეწყობას
2021 წლიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული ფეერაციის, დენდრონის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია- ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და საქართველოს წარმომადგენელი ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოცვიაციაში.
ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციასთან პირდაპირი წარმომადგენელის არსებობა ქართული პროფესიული საზოგადოებისთვის გარდამტეხი მიღწევაა ფსიქოთერაპიის ევროპულ სტანდარტთან დარგობრივი დაახლოების პროცესში.
ეროვნული ქოლგის არსებობა ეროვნულ დონეზე ქმნის შესაძლებლობას მის ქვეშ გაერთიანებულ ორგანიზაციებში ჩამოყალიბდეს ფსიქოთერაპიის მაღალსტანდარტული პროფესიული სკოლები, რომლებიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ავითარებენ და გადასცემენ პროფესიულ ცოდნას.
ქოლგა ორგანიზაცია ადგილობრივ პროფესიონალებს საშუალებას აძლევს დაამყარონ მჭიდრო კავშირი დარგის წამყვან მეცნიერებთან ევროპის და მსოფლიო მასშტაბით, შესაძლებელს ხდის ადგილობრივი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ევროპაში და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენთვის საპატიო პასუხისმგებლობაა ვემსახურებოდეთ ფსიქოთერაპიის განვითარებას, წარმოვადგენდეთ ევროპის ფსიქოთერაპიულ საზოგადოებას, 42 ქვეყანას და 120 000 ფსიქოთერაპევტს საქართველოში და გაგვქონდეს ქართული ფსიქოთერაპიის სახელი მსოფლიოში.
დენდრონის სახით საქართველოდან ერთადერთი ორგანიზაცია მონაწილეობს
ხმის უფლებით ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის გენერალური ასამბლეის
არჩევნებში, აქვს მოწვეული წევრის სტატუსი ასოციაციის ყველა კონგრესსა
და კონფერენციაზე, ასევე წვდომა მის სამეცნიერო და სასწავლო
ბაზებზე.
დენდრონი მუდმივად მუშაობს გუნდის კვალიფიკაციის ამაღლებასა და განვითარებაზე, რაც განაპირობებს მისი, როგორც მთავარი დარგობრივი ორგანიზაციის ადგილს საქართველოში. ამ მიზნისთვის ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებელ სესიებს, რომელსაც უძღვებიან ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ სერთიფიცირებული საერთაშორისო კლასის სპეციალისტები.
ევროპის მასშტაბით დარგის მაკვალიფიცირებელი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციამ (European Wide Accrediting Organisation), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ (European Association for Integrative Psychotherapy) 2019 წლის 27 თებერვლის დასკვნით დაადგინა დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის შესაბამისობა ევროპულ სააკრედიტაციო სტანდარტებთან. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია დენდრონის შემადგენლობაში შემავალი ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქოთერაპიული საგანმანათლებლო სივრცის შექმნას სწავლების პოსტდიპლომურ საფეხურზე. მიღწევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოებისთვის, რადგან ეს გულისხმობს ადგილობრივი კადრების მომზადების უფლების მიღებას უმაღლესი ევროპული ლიცენზირებისათვის- ECP. ამასთანავე, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიაში, როგორც ევროპული რეგულაციის შესაბამისად აკრედიტებულ დაწედებულებაში გავლილი საათები (საათობრივი ბადის სრულად გავლის შემდეგ) ECIP ლიცენზირებას ექვემდებარება დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე მაკვალიფიცირებელ ორგანოში _ EAP განცხადების შეტანის საფუძველზე.
რა არის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია European Association for Psychotherapy
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია ევროპის მასშტაბით ერთადერთი მაკვალიფიცირებული ინსტიტუტია ფსიქოთერაპიის დარგში. მხოლოდ ეს ორგანიზაცია განკარგავს ფსიქოთერაპიის შესახებ ევროკავშირის ცენტრალურ საინფორმაციო ბაზას მთავრობების, საჯარო ხელისუფლების ორგანოების და სხვა ორგანიზაციებისთვის.
წარმოადგენს ევროპის საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციას და ერთიანდება ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოში World Council for Psychotherapy (WCP).
ასიციაცია დაარსდა 1991 წლის 30 ივნისს. მისი საქმიანობის ფუძემდებლური დოკუმენტია 1990 წლის 21 ოქტომბრის სტრასბურგის დეკლარაცია.
სტრასბურგის დეკლარაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად განსაზღვრავს ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის სტატუსსა და კვალიფიკაციის მიღების საფუძვლებს.
ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს ავსტრიაში, ვენაში.