დენდრონის ფსიქოსოციალური პროექტები
ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია - ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი გიწვევთ ღონისძიებაზე „ფსიქოთერაპია საქართველოში - მიღწევები და გამოწვევები “.

ღონისძიება გაიმართება 2022 წლის 27 სექტემბერს, 18.00 სააათზე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.

ღონისძიების მიზანია ფსიქოთერაპიის დარგში არსებული გამოწვევების ხილვადობის ზრდა. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ დისკუსიაში, განიხილონ დარგის წინაშე არსებული სირთულეები და მათი გადაჭრის გზები.
მონაწილეობისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის

ომის გავლენა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უმძიმესი და გრძელვადიანია.  ჩვენი ისტორიული მეხსიერება უახლესი ისტორიის ჩათვლით ნათლად გვაგრძნობინებს იმას, თუ რას განიცდის უკრაინის მოსახლეობა. ფსიქოთერაპევტის პროფესია გვაკისრებს უმაღლეს პასუხისმგებლობას ვიდგეთ გასაჭირში მყოფი ადამიანების გვერდით. დენდრონი ბაზაზე არსებული კრიზისების მართვის ფსიქოთერაპიული პლატფორმა აცხადებს უსასყიდლო საკონსულტაციო სერვისს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. 
ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი მოუწოდებს საქართველოში მყოფ ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოთერაპიულ ორგანიზაციებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას.

2021 წლის 19 თებერვალს ფსიქოთერაპიის ქართულმა ფედერაციამ წარადგინა ანგარიში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ.

ღონისძიებით დაინტერესებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ანგარიშის წარდგენის შეხვედრის დამსწრე საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს:

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ორგანიზებით ტარდება პირველი კვლევა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს მენტალური ჯანმრთელობის დარგების შესახებ საზოგადოებაში არსებული ცნობიერების შესწავლას.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია მადლობას გიხდით კვლევაში მონაწილეობისთვის! გთხოვთ, გულწრფელად უპასუხოთ ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს. თქვენი პასუხები ანონიმურია. კითხვარი დაყოფილია სამ სექციად და ჯამურად მოიცავს ცხრა შეკითხვას. კითხვარის შესავსებად საჭიროა 10 წუთზე ნაკლები დრო.  იმ შემთხვევაში, თუ  თქვენ არასდროს მიგიმართავთ მენტალური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტებისთვის,  შეგიძლიათ მონიშნოთ პასუხი "არ მიმიმართავს" თითოეულ გრაფაში. 

2020 წლის 9 დეკემბერს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბავშვთა და ოჯახის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიმართა ვებინარი თემაზე "ოჯახში თაობათა შორის დისჰარმონია". ვებინარს უძღვებოდა ეკატერინე დარსანია, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მქონე ფსიქოთერაპევტი, არასამთავრობო ორგანიზაცია ოჯახური კრიზისების დაძლევის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ეთიკის კომისიის ხელმძღვანელი.
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს საინტერესო ჩართულობისთვის.
2020 წლის 2 დეკემბერს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი ოჯახში ძალადობის შესახებ. ვებინარი ორგანიზებული იყო დენდრონის ბავშვთა და ოჯახის განვითარების პროგრამის ფარგლებში.
2020 წლის 18 ნოემბერს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება - მრგვალი მაგიდა - "რა იწვევს ოჯახში კონფლიქტს".
პროექტის ფარგლებში ღონისძიების სპიკერებმა წარადგინეს ოთხი აქტუალური საკითხი, რომლის შესახებაც მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია.
დენდრონი იწყებს ახალ საავტორო პროექტს Psych-Talk. შენ შეგიძლია გახდე სპიკერი და შენი წვლილი შეიტანო ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში! 

პროექტის მიზანია ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მენტალური ჯანმრთელობის საკითხებისადმი არსებული სტიგმის შემცირება, კვალიფიციურ სერვისებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობის მხარდაჭერა, ეთიკური და კვალიფიციური ფსიქოთერაპიული პრაქტიკის მხარდაჭერა. პროექტის მონაწილეები გაივლიან გადამზადებას, რის შემდეგაც სპიკერის სტატუსით ჩაერთვებიან ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში.
2020 წლის 30 ივლისს დენდრონმა უმასპინძლა ფსიქოდრამის პირველ ფესტივალს საქართველოში.
ფესტივალის 2020 წლის თემატიკა იყო კრიზისული მდგომარეობები და ქალთა გამოწვევები.
ფესტივალი ჩატარდა დისტანციური ფორმატით.
ფსიქოდრამაფესტივალის მიზანი იყო საქართველოში ქალთა წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ საზოგადოების მგრძნობელობის გაზრდა, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფსიქოთერაპიული ინტერვენციის როლის და შესაძლებლობების გააზრება.
2020 წლის 6 ივნისს მე-8 სესიით დაიხურა დენდრონის კრიზისების მართვის და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის ფსიქოგანათლების პროგრამა.
პროგრამის მიზანი იყო ბენეფიციარების ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და ყოველდღიური ფსიქოსოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება.
კვალიფიციური ფსიქოთერაპიის ხელშეწყობისათვის საქართველოში დენდრონმა ჩამოაყალიბა ალუმნების პირველი პროფესიონალური ქსელი ფსიქოთერაპიაში.
Dendroni Alumni ქვეყნის მასშტაბით კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტთა და ფსიქოკონსულტანტთა პირველი ქსელია, რომელიც აერთიანებს ფსიქოთერაპიის და კონსულტირების პოსტდიპლომური პროგრამების კურსდამთავრებულებს.

ალუმნების ქსელში ერთიანდებიან:
გვაქვს პატივი დენდრონის პროგრამების ყოფილი და ახლანდელი მონაწილეები მოგიწვიოთ დახურულ ღონისძიებაზე - ფსიქოთერაპიული ფესტივალი კარანტინში.
ფესტივალი ჩატარდება დისტანციურად, 2020 წლის 10 მაისს.
გელით ჭიქა ღვინით, არაფორმალურ გარემოში, კორონავირუსისგან უსაფრთხო სივრცეში, ფსიქოთერაპიის აქტუალურ თემებზე სასაუბროდ და პროფესიული წრის გასაფართოვებლად.
ელექტრონული მოსაწვევის მისაღებად მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: infodendroni@gmail.com

ვრჩებით სახლში - ვრჩებით ერთად!
დენდრონის კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლათფორმის ბაზაზე ამოქმედდა covid19-ის პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური გამოწვევებისა და სტრესის მართვის უფასო პროგრამა.

სტრესთან გამკლავების პრაქტიკუმის მიზანია ფსიქოთერაპიული დახმარების გაწევა ინდივიდის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზის, გარშემომყოფების გავლენის ანალიზის, რესურსული მობილიზების, ინდივიდუალური კარგად ყოფნის მოდელის შექმნისა და ცხოვრებაში გადატანის სახით. ყოველკვირეული ლაივ ჩართვები გაიმართება დაცულ და უსაფრთხო სივრცეში, დახურულ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც მონაწილეები მოხვდებიან რეგისტრაციის შემდეგ.
ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული კონსულტირება ფსიქოთერაპიული მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და საშუალებას გაძლევთ გაიაროთ ფსიქოკონსულტაცია უფასოდ.

კონსულტაცია შედგება Zoom-ის გამოყენებით წინასწარი რეგისტრაციისა და დროის შეთანხმების შემდეგ.

კონსულტაციის დღეებია:

სამშაბათი 12.00-15.00
ოთხშაბათი 15.00 - 18.00
ხუთშაბათი 15.00 - 18.00

პროგრამა ხორციელდება დენდრონის პროექტის, კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის პლატფორმის ფარგლებში.

დენდრონის კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის ბაზაზე ამოქმედდა covid19-ის პანდემიით  გამოწვეული ფსიქოლოგიური გამოწვევებისა და სტრესის მართვის უფასო პროგრამა მოსახლეობის ფართო მასებისთვის.

ჩვენი მუშაობის მიზანია ზრუნვა მოსახლეობის მენტალურ ჯამრთელობასა და ემოციურ კეთილდღეობაზე, მიმდინარე გამოწვევებთან და სტრესებთან გამკლავების ხელშეწყობა ტრავმული სტრესის, პოსტტრავმული გართულებებისა და ადაპტაციის სხვა და სხვა ტიპის დარღვევების თავიდან აცილების, პრევენციის მიზნით.

კონსულტირებას აწარმოებენ ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ფსიქოთერაპევტები.

უფასო ფსიქოკონსულტირების პროგრამა მოიცავს სამ ნაწილს:

პლატფორმა დაფუძნებულია დენდრონის გუნდის მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოების მხარდაჭერას კრიზისული სიტუაციების მართვასა და ფსიქიკაზე მათი ნეგატიური ეფექტების მინიმუმამდე დაყვანაში.

პლატფორმა არის დენდრონის თავისუფალი სივრცე, რომელიც დამყარებულია პროფესიონალ ფსიქოთერაპევტთა ურთიერთთანამშრომლობაზე, პროფესიულ პასუხისმგებლობასა და სოციალურ თვითშეგნებაზე.
2020 წლის 8, 9 თებერვალს დენდრონის მოწვეული სპეციალისტის, ლისბეთ პლისარტის (ბელგია) ხელმძღავანელობით ჩატარდა სასეწავლო-სასერთიფიკაციო კურსი "ხასიათი და პიროვნული აშლილობა, ფორმირება და ფსიქოთერაპია" - მოდული პირველი, 20 საათი.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ A (პარანოიდული, შიზოიდური და შიზოტოპიური) და C (ამრიდებული, დამოკიდებული და ობსესიურ-კომპულსური) კლასტერის პიროვნული აშლილობების ფენომენოლოგიას და მათთან მუშაობის ინტერდისციპლინურ მიდგომას. იმუშავეს კლინიკური აზროვნებისა და მუშაობის უნარ-ჩვევების: შეფასება, დიაგნოსტირება, ფსიქოთერაპიული ინტერვენციის გეგმის შედგენა გამომუშავებასა და გაუმჯობესებაზე.
საავტორო კუთხე არის დენდრონის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ავტორების წახალისებას თავისუფლად შექმნან და გამოაქვეყნონ საავტორო ჩანაწერები მათთვის მნიშვნელოვან თემებზე, გაუზიარონ პირადი და პროფესიული გამოცდილება სხვა ადამიანებს, დაუახლოვდნენ სამიზნე აუდიტორიას და გავლენა მოახდინონ თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაზე.
დენდრონის სტიგმატიზაციასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
2019 წლის რიგით მეხუთე საჯარო შეხვედრის თემა იყო წყვილთა შორის ურთიერთობები. შეხვედრას უძღვებოდნენ: ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი დენდრონის გუნდის წევრი - ნინო კობახიძე. თეოლოგი, დენდრონის კურსდამთავრებული: დანიელ ოქროპირიძე. 
დენდრონი 2019 წლის 04 მაისიდან აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს.

კონკურსის შედეგად ორგანიზაციაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 5 საუკეთესო კანდიდატს.
 
სტაჟირების პროგრამის მიზანია შერჩეული კანდიდატებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების, პრაქტიკული გამოცდილების მიღების, ასევე ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ერთადერთ ქართულ წევრ ორგანიზაციაში პრაქტიკის შესაძლებლობის მიცემა. 
დენდრონი უერთდება განათლების სამინისტროს სტუდენტურ პროგრამას და აწესებს განსაკუთრებულ პირობებს ორგანიზაციის სასწავლო კურსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ინიციატივა ემსახურება ორგანიზაციის უმთავრესი მიზნების, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების განხორციელებას.
 
დენდრონი პროგრამაში ჩართული პირველი დარგობრივი ორგანიზაციაა
დენდრონში გრძელდება ყველაზე საინტერესო და შემეცნებითი პროექტები! ♥
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ერთადერთი წევრი ორგანიზაცია საქართველოსა და სრულიად კავკასიის მასშტაბით, ფსიქოლოგიითა და ფსიქოთერაპიით დაინტერესებულ პირებს გთავაზობთ საჯარო შეხვედრებს. 

ყველაზე საინტერესო შეხვედრა ფსიქოლოგიითა და ფილმებით დაინტერესებულთათვის! 

მეორე ფილმი,რომელიც ხმათა უმრავლესობით შეირჩა არის “12 განრისხებული მამაკაცი” - ფილმის დასრულებისას განიხილება შემდეგი საკითხები:

1) მკვლელობის საქმის დეტალები.

ჯონი ჭანტურიას სახელობის სამედიცინო ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ერთობლივი აქციის ფარგლებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წამალდამოკიდებულებს, ალკოჰოლდამოკიდებულებსა და მათი ოჯახის წევრებს შეეძლებათ უფასოდ გაიარონ კონსულტაციები ექიმ ნარკოლოგებთან და ფსიქოთერაპევტებთან.
გიწვევთ ღია შეხვედრა-დისკუსიაზე ოჯახური ძალადობის შესახებ. ფსიქოლოგებთან, რელიგიის წარმომადგენლებთან და იურისტებთან ერთად ვისაუბრებთ ოჯახური ძალადობის სხვადასხვა გამოვლინებებზე, მიზეზებზე, მათი დაძლევისა და პრევენციის გზებზე.


დენდრონის კინო კლუბი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს უქმეები გაატაროს ნაყოფიერად მეგობრულ და პროფესიონალი მენტორებით დაკომპლექტებულ გარემოში.

დენდრონის ფსიქოთერაპევტთა ჯგუფმა უფასო ფსიქოთერაპიული დახმარება გაუწია 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს.
ვრცლად ინფორმაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ გარდიანის სტატია:

https://www.theguardian.com/cities/2015/jul/03/tbilisi-floods-georgia-capital-destroyed-zoo-wild-animals
"დენდრონის" ორგანიზებით 30 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კინოსაღამო ნორმის სტიგმატიზაციის თემაზე.
ეს იყო პროექტ "ჩვენ ერთ სამყაროში ვცხოვრობთ" ფარგლებში ჩატარებული რიგით მე-4 ღონისძიება, რომელიც წარიმართა უცვლელი ფორმატით.
საღამოს პირველი ნაწილი დაეთმო კინოჩვენებას, ხოლო მე-2 ნაწილში გაიმართა დისკუსია მასში ასახულ პრობლემაზე.
საზოგადოების მოთხოვნისა და მისი აქტიური დაინტერესების გათვალისწინებით დენდრონი კვლავაც გეგმავს კინოსაღამოების ციკლის გაგრძელებას სტიგმატიზაციის თემაზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ორგანიზებით და თბილისის მე-60 სკოლის მოსწავლეების ჩართულობით 28 ივნისს ჩატარდა გამწვანების აქცია.
პირველი კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში შვიდი ხე დარგეს.
"იბრძოლე სიცოცხლისთვის" არასამთავრობო ორგანიზაცია დენდრონის მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში წამალდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის სწორი მიდგომების ჩამოყალიბებასა და დანერგვას.
 
პროექტი ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით:
დენდრონის პროექტი "ჩვენ ერთ სამყაროში ვცხოვრობთ" მიზნად ისახავს სტიგმატიზაციის პრობლემასთან ბრძოლას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კინოსაღამო, რომელიც ეხებოდა პირთა განსაკუთრებული საჭიროებების იგვლივ არსებულ სტიგმას საზოგადოებაში.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით (22 აპრილი) დენდრონმა მე-60 სკოლაში ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება ჩატარდა.
"დენდრონის" ორგანიზებით 5 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა წამალდამოკიდებულთა სტიგმატიზაციის საკითხებზე.
2013 წლის 13 და 14 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი "ოჯახური ურთიერთობების მართვის საფუძვლები".
არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" სპეციალისტებმა დამსწრეებს წარუდგინეს შემდეგი სატრენინგო მასალა:

პარტნიორები