2020 წლის 30 ივლისს დენდრონმა
უმასპინძლა ფსიქოდრამის პირველ ფესტივალს საქართველოში.
ფესტივალის 2020 წლის თემატიკა იყო
კრიზისული მდგომარეობები და ქალთა გამოწვევები.
ფესტივალი ჩატარდა დისტანციური
ფორმატით.
ფსიქოდრამაფესტივალის მიზანი
იყო საქართველოში ქალთა
წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ საზოგადოების მგრძნობელობის
გაზრდა, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფსიქოთერაპიული
ინტერვენციის როლის და შესაძლებლობების გააზრება.
ეუგენიუს ლაურინატისი ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის გენერალური მდივანი. ECP ევროპული სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.
ბრუნო ვან დენ ბოში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი. ECP ევროპული სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.
ჯოანა ჰიუიტ-ევანსი - ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მდივანი. ფსიქოთერაპიული სწავლებების ევროპული ცენტრის EUROCPS ყოფილი ხელმძღვანელი.
ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი.
ინეს პუტნისი - ლატვიის ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის ბორდის ხელმძღვანელი. ECP ევროპული სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.
ლისბეთ პლისარტი - ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი, ლონდონის მეტანოიას ინსტიტუტის მთავარი სუპერვიზორი, სერტიფიცირებული ქოუჩი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის მოწვეული ტრენერი.
ECP ევროპული სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.
კაროლინა ბესღილ მელფერი - საფრანგეთის ფსიქოდრამისა და სოციომეტრიის საზოგადოების დამფუძნებელი, ფსიქოდრამისა და მოქმედების ტექნიკის სასწავლო ცენტრის CEPSY MORENO-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ECP ევროპული სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.
მაია ბეგაშვილი -საქართველოს ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების ფედერაცია დენდრონის პრეზიდენტი, ECP ევროპული სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, საქართველოს სახელმწიფო სერტიფიცირებული ექიმი-ფსიქოთერაპევტი.
ფესტივალის პროგრამა:
ნაწილი I ფესტივალის გახსნა
სამუშაო ენა: ინგლისური
17.00 - 17.40 - საზეიმო გახსნა, პროექტის წარდგენა მოწვეული სპიკერების მიერ.
ნაწილი II როლური თამაში
სამუშაო ენა: ქართული
17.55 - 19.25 - მონაწილეთა მიერ პერსონაჟების წარდგენა მონოდრამის თემატიკა:
- პანელი I სოციალური იზოლაცია და ქალთა ტიპები;
- პანელი II ქალები ძალადობრივი გარემოს პირისპირ;
- პანელი III ქალები მმართველობაში (პოლიტიკა, ოჯახი, ბიზნესი); შესვენება.
ნაწილი III შერინგი
სამუშაო ენა: ქართული
19.40 - 20.10 - შერინგი
20.10 - 20.40 - ფესტივალის დახურვა