ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის
ბაზაზე ფუნქციონირებს ფსიქოთერაპევტთა სუპერვიზიის ჯგუფი
სუპერვიზორის,
მაია ბეგაშვილის ხელმძღვანელობით.
სუპერვიზია ფსიქოთერაპიის დარგში კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი მეთოდია, ეს სუპერვიზორსა და სპეციალისტს შორის ურთიერთდამოკიდებულების ფორმაა, რომლიც საშუალებას აძლევს სპეციალისტს ყურადღება გაამახვილოს პრაქტიკული მუშაობის მიზანზე, შეიმუშაოს ქეისისადმი სისტემური მიდგომა, და ეფექტური მუშაობის ყველაზე მოქნილი სტრატეგია, გააცნობიეროს საკუთარი შეცდომები, და ჩაასწოროს მარტივად, ფსიქოეკოლოგიის დაცვით.
მყუდრო პროფესიულ გარემოში გიწვევთ სემინარ - ვორქშოპზე „ფსიქოტრავმა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ჭრილში“.
ღონისძიებას წარუძღვებიან: ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპელი ექსპერტი მასა ზველკი (სლოვენია) - ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი (ECP), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ტრენერი და სუპერვაიზორი, ლუბლიანას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი.