დენდრონი
კვალიფიციური ფსიქოთერაპიისთვის
საქართველოში
- ვარ ფსიქოლოგი, შემიძლია თუ არა ვიმუშაო ფსიქოთერაპევტად?
ფსიქოლოგის პროფესია არ მოიცავს
ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციას. ეს არის ორი დამოუკიდებელი პროფესია
და თითოეული მათგანის ასათვისებლად საჭიროა შესაბამისი
საგანმანათლებლო სტანდარტის დაკმაყოფილება. საბაკალავრო საფეხურზე
ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ ფსიქოთერაპევტის
სპეციალიზაციის მიღება შესაძლებელია პოსტდიპლომურ საფეხურზე.
- როგორ გადავამოწმო არის თუ არა სპეციალისტი ფსიქოთერაპევტი?
- როგორ გადავამოწმო არის თუ არა სპეციალისტი ფსიქოთერაპევტი?
სპეციალისტის კვალიფიკაციას უნდა
ასახავდეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც
ფორმულირებულია პროფესიის დასახელება: ფსიქოთერაპევტი.
საქართველოში ფსიქოთერაპევტის
ლიცენზიას ფლობენ ექიმი ფსიქოთერაპევტები, რომელთაც ეს კვალიფიკაცია
მიენიჭათ შესაბამისი რეზიდენტურის გავლის შემდეგ.
ასევე არსებობენ არასამედიცინო განათლების მქონე ფსიქოთერაპევტები, რომელთა პირველადი პროფესია იყო ფსიქოლოგია, სოციალური მეცნიერებები და სხვა. მათ ფსიქოთერაპიული განათლება მიიღეს პოსტდიპლომურ საფეხურზე ამა თუ იმ ვალიდურ ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობაში. ამ სპეციალისტების კვალიფიკაციის გადამოწმება შესაძლებელია მააკრედიტებელი ორგანიზაციის ელექტრონულ რეესტრში.
*სამწუხაროდ, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ნაკლებობის გამო ხშირად ხდება ფსიქიკის შემსწავლელ მეცნიერებებში სპეციალიზირებული პირების კვალიფიკაციების ერთმანეთთან მცდარი გაიგივება.

- საზღვარგარეთ
დავამთავრე ფსიქოლოგიის ფაკულტეტი შემიძლია თუ არა ვიმუშაო
ფსიქოთერაპევტად?
ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთავრება არ გულისხმობს ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის მიღებას. ფსიქოთერაპევტად მუშაობისთვის გესაჭიროებათ ლიცენზიის მოპოვება იმ სახელმწიფოში დადგენილი წესების შესაბამისად, რომელშიც გსურთ საქმიანობა: მაგალითად, გერმანიაში ფსიქოთერაპევტის ლიცენზიის მოპოვება ხდება პოსტდიპლომურ საფეხურზე შესაბამისი საათების დაგროვებისა და კონკტეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ.

რაც შეეხება საქმიანობის
გაგრძელებას საქართველოში, საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი
განათლება საჭიროებს აღიარებას განათლების სამინისტროს სისტემაში
შემავალი შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ. კანონით
განსაზღვრული კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში თქვენი
მოგენიჭებათ იგივე კვალიფიკაცია რაც მოგენიჭათ ამა თუ იმ სახელმწიფოს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ: მაგალითად, თუ თქვენი
პროფესიის დასახელებაა ფსიქოლოგი მუშაობას შეძლებთ ფსიქოლოგად და არა
ფსიქოთერაპევტად.
- შემიძლია თუ არა 1 წლიანი პროგრამის გავლის შემდეგ გავხდე ფსიქოთერაპევტი?
შეუძლებელია. ფსიქოთერაპიული განათლების პანევროპული სტანდარტი მოიცავს 7 წელს, საიდანაც სულ მცირე 3 წელი (ბაკალავრიატი, ლისანსი), დასრულებული უნდა იყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტში) ხოლო 4 წელი პოსტდიპლომურ საფეხურზე.
- მაქვს სკოლის ატესტატი, "___" ცენტრში შემპირდნენ რომ ფსიქოთერაპიაში ტრენინგების კურსის გავლის შემდეგ გავხდები ფსიქოთერაპევტი. რამდენად მართალია ეს ინფორმაცია?
ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის მიღება შეუძლებელია უმაღლესი განათლების გარეშე. ფსიქოთერაპიული ტრენირების დაწყებამდე საჭიროა სულ მცირე ბაკალავრის ხარისხის მოპოვება ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში (ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციალური მეცნიერებები და სხვა). შესაბამისად, ყველა ის დაწესებულება, რომელიც გპირდებათ უმაღლესი განათლების გვერდის ავლით ფსიქოთერაპევტის პროფესიის მიღებას ავრცელებს არასწორ ინფორმაციას.
- ვის შეუძლია გახდეს ფსიქოთერაპევტი?
პოსტდიპლომური ფსიქოთერაპიული განათლება გრძელდება სულ მცირე 4 წლის განმავლობაში. (3200 აკადემიური საათი). ამ დროისათვის კანდიდატი უკვე უნდა ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ხარისხს ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში (ფსიქოლოგია, სოციალური მეცნიერებები, მედიცინა).
- რა შემთხვევაში მესაჭიროება ფსიქოთერაპევტის დახმარება?
• შფოთვა ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
• სტრესთან გამკლავების პრობლემები ან სტრესული სიტუაციებისგან თავის დახსნა;
• უნდობლობა და სიმორცხვე;
• დეპრესია, გუნება-განწყობილების დაქვეითება, სევდა, სიცარიელის შეგრძნება;
• გუნება-განწყობილების ცვალებადობა;
• ურთიერთობების დამყარებისა ან შენარჩუნების სირთულე, ან ახალი ურთიერთობის დაწყების შიში.
•სექსუალური პრობლემები;
• რაიმე სახის დანაკლისები: სამსახურის დაკარგვა, განქორწინება, ფიზიკური დანაკლისი;
• კვებითი დარღვევები;
• თვითდაზიანების სურვილი;
• აკვიატებული ქცევა;
• პანიკური შეტევა და ფობია;
- შემიძლია თუ არა 1 წლიანი პროგრამის გავლის შემდეგ გავხდე ფსიქოთერაპევტი?
შეუძლებელია. ფსიქოთერაპიული განათლების პანევროპული სტანდარტი მოიცავს 7 წელს, საიდანაც სულ მცირე 3 წელი (ბაკალავრიატი, ლისანსი), დასრულებული უნდა იყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტში) ხოლო 4 წელი პოსტდიპლომურ საფეხურზე.
- მაქვს სკოლის ატესტატი, "___" ცენტრში შემპირდნენ რომ ფსიქოთერაპიაში ტრენინგების კურსის გავლის შემდეგ გავხდები ფსიქოთერაპევტი. რამდენად მართალია ეს ინფორმაცია?
ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის მიღება შეუძლებელია უმაღლესი განათლების გარეშე. ფსიქოთერაპიული ტრენირების დაწყებამდე საჭიროა სულ მცირე ბაკალავრის ხარისხის მოპოვება ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში (ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციალური მეცნიერებები და სხვა). შესაბამისად, ყველა ის დაწესებულება, რომელიც გპირდებათ უმაღლესი განათლების გვერდის ავლით ფსიქოთერაპევტის პროფესიის მიღებას ავრცელებს არასწორ ინფორმაციას.
- ვის შეუძლია გახდეს ფსიქოთერაპევტი?
ფსიქოთერაპიული განათლების მიღება
შეუძლიათ პირებს, რომლებსაც აკრედიტებულ უმაღლეს საგანანათლებლო
დაწესებულებებში მოპოვებული აქვთ მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური
კვალიფიკაცია ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში (მედიცინა,
ფსიქოლოგია, სოციალური მეცნიერებები და სხვა).
- რამდენ დრო ესაჭიროება ფსიქოთერაპიის
შესწავლას?პოსტდიპლომური ფსიქოთერაპიული განათლება გრძელდება სულ მცირე 4 წლის განმავლობაში. (3200 აკადემიური საათი). ამ დროისათვის კანდიდატი უკვე უნდა ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ხარისხს ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში (ფსიქოლოგია, სოციალური მეცნიერებები, მედიცინა).
- რა შემთხვევაში მესაჭიროება ფსიქოთერაპევტის დახმარება?
• შფოთვა ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
• სტრესთან გამკლავების პრობლემები ან სტრესული სიტუაციებისგან თავის დახსნა;
• უნდობლობა და სიმორცხვე;
• დეპრესია, გუნება-განწყობილების დაქვეითება, სევდა, სიცარიელის შეგრძნება;
• გუნება-განწყობილების ცვალებადობა;
• ურთიერთობების დამყარებისა ან შენარჩუნების სირთულე, ან ახალი ურთიერთობის დაწყების შიში.
•სექსუალური პრობლემები;
• რაიმე სახის დანაკლისები: სამსახურის დაკარგვა, განქორწინება, ფიზიკური დანაკლისი;
• კვებითი დარღვევები;
• თვითდაზიანების სურვილი;
• აკვიატებული ქცევა;
• პანიკური შეტევა და ფობია;
• სხვადასხვა
დამოკიდებულებები და სხვა.
- რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება ფსიქოთერაპიული სესია?
ფსიქოთერაპიული სესია გრძელდება 45-90 წუთის განმავლობაში პაციენტის/კლიენტის პრობლემის და ამა თუ იმ შეხვედრაზე განსახილველი საკითხის თავისებურებიდან გამომდინარე.
- რამდენი სეანსი დამჭირდება ფსიქოთერაპევტთან ჩემი პრობლემის მოსაგვარებლად?
ფსიქოთერაპიული კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მომართვის მიზეზზე და პრობლემის თავისებურებაზე, რომლის მოგვარებაც სურს პაციენტს/კლიენტს. საშუალოდ საჭროა 24-28 სესია.
- მოიცავს თუ არა ფსიქოთერაპიული დახმარება მედიკამენტების გამოყენებას?
ფსიქოთერაპიული დახმარება, როგორც წესი, არ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩართულობას, მეტიც, კატეგორიულად დაუშვებელია არასამედიცინო განათლების მქონე პირების მიერ მედიკამენტების დანიშვნა.
მედიკამენტოზური ჩართულობის საჭროების შეფასება შეუძლია მხოლოდ სამედიცინო განათლების და შესაბამისი სამედიცინო ლიცენზიის მქონე ექიმ ფსიქოთერაპევტს.
*შეშფოთებას გამოვთქვამთ ბოლო პერიოდში გავრცელებული მანკიერი პრაქტიკის გამო და სერვისის მიმღებ პირებს მოგიწოდებთ მოერიდოთ ფსიქოლოგების და არასამედიცინო განათლების ფსიქოთერაპევტების მიერ გამოწერილი დანიშნულების მიღებას, მათ ამის უფლება და შესაბამისი განათლება არ აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ფსიქოთერაპიული ჩართულობის პროცესში გამოიკვეთება პრობლემა, რომელიც საჭიროებს მწედიკამენტოზურ ჩართულობას, სპეციალისტი ვალდებულია გადაგამისამართოთ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირთან.
- შეუძლია თუ არა ფსიქოკონსულტანტს ფსიქოთერაპიის წარმოება?
არა. ფსიქოკონსულტირება და ფსიქოთერაპია ორი დამოუკიდებელი საქმიანობაა. ფსიქოთერაპევტი ვერ გახდებით ფსიქოკონსულტირების შესწავლის შედეგად. ხოლო ფსიქოთერაპიის შესწავლა არ მოგცემთ ფსიქოკონსულტანტის კვალიფიკაციას. ფსიქოთერაპიის ერთწლიანი კურსის დამწყები საფეხური (Basic Consultant) ასევე არ იძლევა ფსიქოკონსულტანტის კვლიფიკაციას და კლიენტთან/პაციენტთან მუშაობის უფლებას არც ფსიქოთერაპევტის და არც ფსიქოკონსულტანტის სტატუსით. ფსიქოთერაპევტად მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კურსის სრულად გავლის შემდეგ (ოთხი პოსტდიპლომური წელი). დამთავრების შემდეგ. ფსიქოკონსულტანტის კვალიფიკაციის ინგლისურენოვანი ფორმულირებაა Concellor და არა Consultant. გადაამოწმეთ როგორც ფსიქოთერაპევტის, ასევე ფსიქოკონსულტანტის კვალიფიკაცია, რადგან ტერმინოლოგიური მანიპულაცია ხშირად კლიენტის ან ტრენინგის მონაწილეების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის საშუალებად გამოიყენება.