დენდრონი იწყებს ახალ საავტორო
პროექტს Psych-Talk. შენ შეგიძლია გახდე სპიკერი და შენი წვლილი
შეიტანო ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში!
პროექტის მიზანია ფსიქოთერაპიის
შესახებ ცნობიერების ამაღლება, მენტალური ჯანმრთელობის საკითხებისადმი
არსებული სტიგმის შემცირება, კვალიფიციურ სერვისებზე თანაბარი წვდომის
შესაძლებლობის მხარდაჭერა, ეთიკური და კვალიფიციური ფსიქოთერაპიული
პრაქტიკის მხარდაჭერა. პროექტის მონაწილეები გაივლიან გადამზადებას,
რის შემდეგაც სპიკერის სტატუსით ჩაერთვებიან ფსიქოთერაპიის შესახებ
ცნობიერების ამაღლების კამპანიაში.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შევსებული სააპლიკაციო ფორმის
გამოგზავნა ბმულის საშუალებით.პროექტში მონაწილეობა უფასოა და მოხალისეობრივი.
მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის წესით. სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით (24.00 საათი).
კონკურსის ეტაპებია:
- განცხადებების განხილვა
- გასაუბრება
კვალიფიციური ფსიქოთერაპიისთვის საქართველოში!