"დენდრონის" ორგანიზებით 30 ივლისს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კინოსაღამო ნორმის
სტიგმატიზაციის თემაზე.
ეს იყო პროექტ "ჩვენ ერთ სამყაროში
ვცხოვრობთ" ფარგლებში ჩატარებული რიგით მე-4 ღონისძიება, რომელიც
წარიმართა უცვლელი ფორმატით.
საღამოს პირველი ნაწილი დაეთმო
კინოჩვენებას, ხოლო მე-2 ნაწილში გაიმართა დისკუსია მასში ასახულ
პრობლემაზე.
საზოგადოების მოთხოვნისა და მისი
აქტიური დაინტერესების გათვალისწინებით დენდრონი კვლავაც გეგმავს
კინოსაღამოების ციკლის გაგრძელებას სტიგმატიზაციის თემაზე.