განტვირთვის და შემეცნების კვირეული

დენდრონის კინო კლუბი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს უქმეები გაატაროს ნაყოფიერად მეგობრულ და პროფესიონალი მენტორებით დაკომპლექტებულ გარემოში.

• იყო კინომოყვარული არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ნახო ათასობით კინო ნამუშევარი და მისი დასრულებისთანავე შეწყვიტო ფიქრი ნანახის შესახებ.

• იყო კინო მოყვარული ნიშნავს უყურო ყოველ ეპიზოდს გონების თვალით გამოთქვა ჯანსაღი აზრი განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩაწვდე რეჟისორის შენიღბულ ჩანაფიქრს. პირველი ფილმი, რომელიც თქვენთვის შევარჩიეთ, არის რეალურ ისტორიაზე შექმნილი - სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის საფუძველზე აგებული დრამა "ექსპერიმენტი".

ფილმის დასრულების შემდეგ მენტორი განიხილავს:

1) რა გავლენას ახდენს ძალაუფლების შეგრძნება ადამიანზე

2) რას ნიშნავს, იყო თავისუფალი პიროვნება.

ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა დენდრონში, 27 იანვარს 17:30 საათზე მოეწყობა. 

დასწრება თავისუფალია.

განხილვას გაუძღვება: ნინო კობახიძე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის კურსდამთავრებული. პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის (PPL) კონსულტანტი წევრი, საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების წევრი ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელი.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგა
ორგანიზაცია - ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი გიწვევთ
ღონისძიებაზე „ფსიქოთერაპია საქართველოში - მიღწევები და გამოწვევები
“.

ღონისძიება გაიმართება 2022 წლის
27 სექტემბერს, 18.00 სააათზე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.

ღონისძიების მიზანია ფსიქოთერაპიის
დარგში არსებული გამოწვევების ხილვადობის ზრდა. მონაწილეებს საშუალება
მიეცემათ ჩაერთონ დისკუსიაში, განიხილონ დარგის წინაშე არსებული
სირთულეები და მათი გადაჭრის გზები.

მონაწილეობისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია - ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი გიწვევთ ღონისძიებაზე „ფსიქოთერაპია საქართველოში - მიღწევები და გამოწვევები “.

ღონისძიება გაიმართება 2022 წლის 27 სექტემბერს, 18.00 სააათზე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.

ღონისძიების მიზანია ფსიქოთერაპიის დარგში არსებული გამოწვევების ხილვადობის ზრდა. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ დისკუსიაში, განიხილონ დარგის წინაშე არსებული სირთულეები და მათი გადაჭრის გზები.
მონაწილეობისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

ფსიქოთერაპიული
მხარდაჭერა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის

ომის გავლენა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
უმძიმესი და გრძელვადიანია.  ჩვენი ისტორიული მეხსიერება
უახლესი ისტორიის ჩათვლით ნათლად გვაგრძნობინებს იმას, თუ რას
განიცდის უკრაინის მოსახლეობა. ფსიქოთერაპევტის პროფესია გვაკისრებს
უმაღლეს პასუხისმგებლობას ვიდგეთ გასაჭირში მყოფი ადამიანების
გვერდით. დენდრონი ბაზაზე არსებული კრიზისების მართვის ფსიქოთერაპიული
პლატფორმა აცხადებს უსასყიდლო საკონსულტაციო სერვისს საქართველოს
ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. 
ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი
მოუწოდებს საქართველოში მყოფ ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოთერაპიულ
ორგანიზაციებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას.

ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის

ომის გავლენა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უმძიმესი და გრძელვადიანია.  ჩვენი ისტორიული მეხსიერება უახლესი ისტორიის ჩათვლით ნათლად გვაგრძნობინებს იმას, თუ რას განიცდის უკრაინის მოსახლეობა. ფსიქოთერაპევტის პროფესია გვაკისრებს უმაღლეს პასუხისმგებლობას ვიდგეთ გასაჭირში მყოფი ადამიანების გვერდით. დენდრონი ბაზაზე არსებული კრიზისების მართვის ფსიქოთერაპიული პლატფორმა აცხადებს უსასყიდლო საკონსულტაციო სერვისს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. 
ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი მოუწოდებს საქართველოში მყოფ ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოთერაპიულ ორგანიზაციებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას.