არასამთავრობო ორგანიზაცია
"დენდრონის" ორგანიზებით და თბილისის მე-60 სკოლის მოსწავლეების
ჩართულობით 28 ივნისს ჩატარდა გამწვანების აქცია.
პირველი კლასის მოსწავლეებმა
სკოლის ეზოში შვიდი ხე დარგეს.
ფსიქოთერაპიული
მხარდაჭერა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის
ომის გავლენა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
უმძიმესი და გრძელვადიანია. ჩვენი ისტორიული მეხსიერება
უახლესი ისტორიის ჩათვლით ნათლად გვაგრძნობინებს იმას, თუ რას
განიცდის უკრაინის მოსახლეობა. ფსიქოთერაპევტის პროფესია გვაკისრებს
უმაღლეს პასუხისმგებლობას ვიდგეთ გასაჭირში მყოფი ადამიანების
გვერდით. დენდრონი ბაზაზე არსებული კრიზისების მართვის ფსიქოთერაპიული
პლატფორმა აცხადებს უსასყიდლო საკონსულტაციო სერვისს საქართველოს
ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის.
ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი
მოუწოდებს საქართველოში მყოფ ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოთერაპიულ
ორგანიზაციებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას.