"დენდრონის" ორგანიზებით 5 აპრილს,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა
წამალდამოკიდებულთა სტიგმატიზაციის საკითხებზე.
შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ
დარგის სპეციალისტები, ჯანდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება წარიმართა დისკუსიის ფორმატში. გამოიკვეთა დღესდღეობით
ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემები და დაისახა მათი გადაჭრის გზები.
"დენდრონი" განსაკუთრებულ მადლობას
უხდის ფსიქიატრიის ინსტიტუტის, ნარკოლოგიის ინსტიტუტისა და ჯანდაცვის
სამინისტროს წარმომადგენლებს საინტერესო მოსაზრებების
წარმოდგენისთვის, რომლებიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი
ორგანიზაციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში.