დენდრონი უერთდება განათლების
სამინისტროს სტუდენტურ პროგრამას და აწესებს განსაკუთრებულ პირობებს
ორგანიზაციის სასწავლო კურსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.
ინიციატივა ემსახურება ორგანიზაციის უმთავრესი მიზნების,
ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მაღალკვალიფიციური
კადრების მომზადების განხორციელებას.
დენდრონი პროგრამაში ჩართული
პირველი დარგობრივი ორგანიზაციაა
და როგორც ფსიქოთერაპიის ევროპულ
ასოციაციის ოფიციალური ქართული დაწესებულება, მოუწოდებს ქართულ
ტრენინგ-ცენტრებსა და ორგანიზაციებს წაახალოსონ სტუდენტთა
ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური განათლების განვითარება.