2020 წლის 18 ნოემბერს
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ორგანიზებით ჩატარდა
ღონისძიება - მრგვალი მაგიდა - "რა იწვევს ოჯახში კონფლიქტს".
პროექტის ფარგლებში ღონისძიების სპიკერებმა წარადგინეს ოთხი აქტუალური
საკითხი, რომლის შესახებაც მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია.პროექტის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი თემები:
სადისკუსიო თემა N1:
ოჯახის განვითარების ეტაპები და მათგან გამომდინარე
გამოწვევები
სპიკერი: ეკატერინე დარსანია -
ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ორგანიზაციული
წევრი, ოჯახური კრიზისების დაძლევის ცენტრის დამფუძნებელი და
ხელმძღვანელი, ECIP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.
სადისკუსიო თემა N2: ოჯახური როლები და მათი გავლენა ოჯახის ფორმირებაზე
სპიკერი: მაია ბეგაშვილი -
ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი,
მენტალური ჯანმრთელობის და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო
აკადემიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ECP და ECIP სერტიფიცირებული
ფსიქოთერაპევტი, საქართველოს სახელმწიფო ლიცენზიის მქონე
ფსიქოთერაპევტი.
სადისკუსიო თემა N3:
ოჯახური კონფლიქტების გავლენა ადამიანის ფუნქციონირების
ხარისხზე
სპიკერი: მარიამ გოჩაძე -
ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პროექტების
კოორდინატორი, ECIP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.
სადისკუსიო თემა N4: ოჯახში ძალადობა, ძალადობის მარკერები
სპიკერი: ნინო კობახიძე -
ფსიქოთერაპევტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი.
ECIP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს
საინტერესო ჩართულობისთვის.