"იბრძოლე სიცოცხლისთვის"
არასამთავრობო ორგანიზაცია დენდრონის მიერ წამოწყებული კამპანიაა,
რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში
წამალდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის სწორი მიდგომების
ჩამოყალიბებასა და დანერგვას.
1. რეაბილიტაციის პროგრამის
ხარვეზები.
არსებითად მნიშვნელოვანია დარგში
მომუშავე სპეციალისტების კვალიფიციურობის საკითხის შესწავლა და
რეაბილიტირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი,
რომელიც ამ ეტაპზე არ წარმოებს.
ამ მიმართულებით ჩვენ უკვე
ვაწარმოეთ პირველადი მოკვლევა, რომელიც უახლოეს მომავალში
გამოქვეყნდება.
2. სტიგმატიზაციის პრობლემა.
აუცილებელია სტიგმატიზაციასთან
ბრძოლის სწორი მიდგომების ფორმირება, განსაკუთრებით კი
წამალდამოკიდებულთა ახლო წრისა და მიკროსოციუმის ინფორმირება.
დენდრონში უკვე შექმნილია
სატრენინგო კურსი წამალდამოკიდებულთა მიკროსოციუმზე
მუშაობისათვის.
3. ფსიქოთერაპიული კომპონენტის
არასაკმარისი ჩართულობა.
საჭიროა რეაბილიტაციის პროცესში
ფსქოთერაპიული კომპონენტის გააქტიურება და ამ მხრივ კვალიფიციური
კადრების მომზადება.
4. პრევენციული ღონისძიებების
არარსებობა.
საჭიროა მიზანმიმართული მუშაობა
ახალგაზრდებთან, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება დაავადებასა და
მის რისკებთან დაკავშირებით.
5. რეაბილიტაციის შემდგომი
სოციალური ადაპტაციის მექანიზმების არარსებობა.
წამალდამოკიდებულთა
ფსქორეაბილიტაციის შემდგომ მათი სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობა ამ
ეტაპზე სრულიად იგნორირებულია.