მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის
მიერ, EAP-ის მასალებზე დაყრდნობით.
ფსიქოანალიზი, ფსიქოანალიტიკა და
ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპია შედის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის
მიერ აღიარებულ ვალიდურ მოდალობებს შორის.
ფსიქოანალიტიკური თეორია და
პრაქტიკა თავისი არსით წარმოადგენს ადამიანის მდგომარეობაში ჩაძიების
პროცესს ფსიქოპათოლოგიიდან ფართო ფილოსოფიურ, სოციალურ და კულტურულ
კონტექსტამდე. ეს არის ადამიანის ცხოვრების სიღრმეების და მისი
მნიშვნელობის თვისობრივი მოკვლევა. ფსიქოანალიზი და ფსიქოანალიტიკური
თერაპია წარმოადგენს ფსიქოანალიტიკური თეორიის ფსიქოთერაპიული
გამოყენების და ფსიქოანალიტიკური მეთოდისგან მიღებული სპეციალიზებული
ცოდნის სინთეზს. ის ისწრაფვის გაამარტივოს წუხილისა და შფოთის ზოგჯერ
გაუცნობიერებელი საფუძვლების გაგება შინაგანი სამყაროს ცნობიერების
ამაღლების, წარსულ და ამჟამინდელ ურთიერთობებზე ზეგავლენის გზით.
თერაპიულ მიდგომას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ის
უზრუნველყოფს რთული ემოციების გადატანის მხარდაჭერას და
შენარჩუნებას.
ის ამარტივებს წარსული
გამოცდილებიდან წარმოშობილი იმ პრობლემებისა და კონფლიქტების
აღმოჩენასა და გამოხატვას, რომელიც შეიძლება იყოს ყოველდღიური
გაცნობიერებული საზრუნავის მიღმა მაგრამ მათი განმეორება და გადმოტანა
უარყოფით ზეგავლენას ახდენდეს მიმდინარე ცხოვრებაზე.
სრული ინფორმაცია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ აღიარებული ვალიდური მოდალობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არავალიდური პრაქტიკისაგან!