მომზადებულია ფსიქოკორექციისა
და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის მიერ EAP -ის წყაროზე
დაყრდნობით.
პერსონაზე ცენტირირებული თერაპია ერთ-ერთია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ აღიარებულ ვალიდურ მოდალობებს შორის.
პერსონაზე ცენტრირებული
ფსიქოთერაპია, გერმანიაში აგრეთვე ცნობილია, როგორც კლიენტზე
ცენტრირებული ფსიქოთერაპია. ის განსხვავდება ამ მოდალობებისაგან
თერაპიული ურთიერთობის თავისებურებით და განსხვავებული თერაპიული
მიზნით.
პერსონაზე ცენტრირებული მიდგომის ზოგადი მიზანია ფსიქიკური და
ფსიქოსომატური ავადობების განკურნება, შემსუბუქება და პრევენცია.ფსიქოთერაპიული მუშაობის ბირთვია:
- ემპათია და საკუთარი თავის ძიება
- უპირობო პიზიტიური ყურადღება
- თანხმობა, გულწრფელობა და ნდობა
თერაპევტი ცდილობს იპოვოს
პაციენტის/კლიენტის შინაგანი დამოკიდებულებები და დააკავშიროს
ისინი ემოციურ კომპონენტთან, ასევე გამოცდილებით
მნიშვნელობასთან.
თერაპეტი უზიარებს კლიენტს თავის გრძნობებს ვითარებიდან გამომდინარე
(ემპათია). ეს კლიენტს აძლევს საშუალებას გადახედოს თვითმიმღებლობას
და აუმჯობესებს მის უნარს აღმოაჩინოს საკუთარი თავი (საკუთარი
თავის ძიება).
თერაპევტი უთმობს პაციენტს უპირობო
პოზიტიურ ყურადღებას. ის შედის კლიენტის სამყაროში წინასწარი
განწყობების და განსჯის გარეშე (უპირობო პოზიტიური ყურადღება). ეს
კლიენტს საშუალებას აძლევს გამოხატოს თავისი ემოციები უფრო თავისუფლად
და უშიშრად.
თერაპევტი გუპწრფელია საკუთარ
თავთან და შეუძლია საკუთარი გამოცდილების ინტეგრირება მოახდინოს
თერაპიულ პროცესში. არ არსებობს შეუსაბამობა გრძნობებსა და გამოხატვას
შორის (თანხმობა და გულწრფელობა). მნიშვნელოვანია კლიენტთან ნდობისა
და თანხმობის გარემოს შექმნა და მისი შენარჩუნება მთელი თერაპიული
პროცესის მანძილზე.
ადამიანის სახე პერსონაზე
ცენტრირებულ მიდგომაში მნიშვნელობას იძენს სამეცნიერო-კლინიკური
სივრცის მიღმაც, სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში.
სრული ინფორმაცია ვალიდური მოდალობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არავალიდური პრაქტიკისგან!