ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაცია ევროპაში - ECP
ფსიქოთერაპიული განათლების საერთოევროპული სტანდარტი შემუშავებულია დარგის წარმმართველი ორგანიზაციის, ფსიქოთერაპევტთა ევროპული ასოციაციის მიერ. საგანმანათლებლო სტანდარტი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს პირმა ფსიქოთერაპიული პრაქტიკის წარმოებისთვის დასტურდება ECP სერთიფიკატით (ISO/IEC 17024 (2012)) . აბრევიატურა ECP იშიფრება როგორც European Certificate of Psychotherapy, - ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატი.
კანდიდატისათვის ECP სერთიფიკატის მისანიჭებლად აუცილებელია მას გააჩნდეს ევროპაში ფსიქოთერაპიული პრაქტიკის განსახორციელებლად საჭირო კომპეტენცია. 
კომპეტენცია გულისხმობს  თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის მინიმუმ 3200 საათის დაგროვებას, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ფსიქოთერაპიის შესახებ სტრასბურგის 1990 წლის დეკლარაცია აღიარებს ფსიქოთერაპიას დამოუკიდებელ პროფესიად, რაც გამორიცხავს ფსიქოთერაპევტის სტატუსის მითვისებას სხვა პროფესიის წარმომადგენლების, ფსიქოლოგების, ფსიქიატრების და სხვა პირთა მიერ, შესაბამისი პოსტდიპლომური განათლების გარეშე. სტანდარტი, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ფსიქოთერაპევტის განათლება, საერთოა ევროპის მასშტაბით (დანერგილია და ხორციელდება ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ზედამხედველობის ქვეშ).
სავალდებულოა მინიმუმ 1400 პროფესიული საათი 4 წლის განმავლობაში.

უნიფიცირებული სტანდარტის აღიარებისა და წევრ სახელმწიფოთა შორის პროფესიონალთა მობილობის შესაძლებლობის მისაცემად შემუშავდა ECP სერთიფიცირება.
2017 წელს ECP სერთიფიკატი პირველად მიენიჭა ქართველ ფსიქოთერაპევტს, დენდრონის დამფუძნებელს, - მარინე ბეგაშვილს (იხილეთ ბმული).

პირდაპირი გზით ECP სერთიფიცირებისათვის კანდიდატების მოსამზადებლად ევროპაში შემუშავდა ფსიქოთერაპიული პოსტდიპლომური განათლების წარმოების სტანდარტი. ორგანიზაციის შესაბამისობა სტანდარტთან დგინდება ფსქოთერაპიის ევროპული აცოციაციის ექსპერტების მიერ, სასწავლო სილაბუსების, პერსონალის კვალიფიკაციის, ორგანიზაციის საქმიანობის ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ. შეფასება წარმოებს როგორც პროგრამების გაცნობით, ასევე სასწავლო პრცესის დაკვირვებით ადგილზე. 

2019 წელს პირველად, ქართულ ფსიქოთერაპიულ ორგანიზაციას მიენიჭა პოსტდიპლომური ფსიქოთერაპიული განათლების წარმოების აკრედიტაცია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სტანდარტის შესაბამისად. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია გახდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის აკრედიტებული წევრი (იხილეთ ბმული). ორგანიზაციის მიზანია საქართველოში ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, დარგში ევროპული ეთიკის სტანდარტების დამკვიდრება, არალიცენზირებულ პრაქტიკასთან ბრძოლა და ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა.

გაეცანი ევროპულ სტანდარტს და იყავი დაცული არალიცენზირებული პრაქტიკისგან!

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

2021 წლიდან საქართველოს
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა
ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული
ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს
აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა
ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?


1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური
სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის
ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში
ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000
სპეციალისტს.
2021 წლიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?

1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000 სპეციალისტს.
ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა
განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა,
რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია.
გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის
განსხვავების შესახებ:

ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა, რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია. გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების შესახებ: