ფსიქოთერაპია როგორც რეგულირებადი პროფესია გერმანიის მაგალითზე
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ საქართველოში ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, EAP -ის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.
ანანო ნიაური
დენდრონის იურიდიული მრჩეველი

ფსიქოთერაპევტთა შესახებ კანონი


1999 წელს გერმანიაში ძალაში შევიდა  ფსიქოთერაპევტთა შესახებ (და არა ფსიქოთერაპიის შესახდებ) კანონი, რომელმაც ფსიქოთერაპია აქცია ლიცენზირებად სამედიცინო პროფესიად ექიმთა მსგავსი უფლებებით და მოვალეობებით, მაგრამ ლიმიტირებული უფლებამოსილებით (შეზღუდვა ვრცელდება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებასა და სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისთვის გადამისამართებაზე).

ფსიქოთერაპიული განათლება ფსიქოთერაპევტთა შესახებ კანონის თანახმად საჭიროებს საუნივერსიტეტო ხარისხის მიღების შემდეგ, პოსტდიპლომურ საფეხურზე სპეციალიზირებულ ტრენირებას სულ მცირე შემდეგი მოცულობით:

600 საათი თეორია, რომელშიც უნდა შედიოდეს ზოგადი სწავლება ფსიქოთერაპიის ვალიდურ მოდალობებში, სპეციალური სწავლება რომელიმე არჩეულ მოდალობაში, მენტალური ფსიქიკური პათოლოგიები და მათი ინტერვენცია.
1200 საათი პრაქტიკა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
600 საათი პრაქტიკა ფსიქიატრიულ ან ფსიქოთერაპიულ ამბულატორიულ დაწესებულებაში.
120 საათი კერძო პრაქტიკა.
600 საათი სუპერვიზირების ქვეშ ჩატარებული თერაპია შერჩეულ მოდალობაში.

ფსიქოთერაპიული განათლების მიღება

პოსტდიპლომური ტრენირება ტარდება კერძო დაწესებულებებში, რომელიც არ საჭიროებს სპეციალიზირებულ ლიცენზირებას. ტრენირების ანაზღაურება ხდება კანდიდატის მიერ და მასზე არ ვრცელდება სახელმწიფო დაფინანსება (ღირებულება მერყეობს 3000-დან 6000 დოლარამდე). დაწესებულება რომელიც ატარებს ამ ტრენინგს შეიძლება იყოს უნივერსიტეტთან ინტეგრირებული (თუმცა არა საუნივერსიტეტო ხარისხში შემავალი), არაკომერციული (არასამთავრობო ორგანიზაცია) ან კომერციული დაწესებულება.*

დარგობრივი დიფერენცირება

ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტები შეიძლება დაიყოს ჯგუფებად, განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებით:
სამიზნე ჯგუფის მიხედვით: ზრდასრულთა ფსიქოთერაპევტები და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტები.

  • ზრდასრულთა ფსიქოთერაპევტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში ან დაკავშირებულ დისციპლინაში და პოსტდიპლომური განათლება.
  • ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტისთვის დასაშვებია ფსიქოლოგის, პედაგოგის ან მომიჯნავე დარგის საუნივერსიტეტო ხარისხი. მათ შორის, ზოგან დასაშვებია ბაკალავრის ხარისხიც.
პროფესიული ნიშნით:  სამედიცინო განათლების ფსიქოთერაპევტები და ფსიქოლოგიური განათლების ფსიქოთერაპევტები.

  • ფსიქოლოგიური განათლების ფსიქოთერაპევტებს მოეთხოვებათ საუნივერსიტეტო ხარისხი ფსიქოლოგიაში და ზემოთ აღნიშნული პოსტდიპლომური სწავლება.
  • სამედიცინო განათლების მქონე ფსიქოთერაპევტებს მოეთხოვებათ საუნივერსიტეტო ხარისხი მედიცინაში და პოსტიპლომური სწავლება, თუმცა, ფსიქოლოგებისგან განსხვავებით ნაკლები პოსტდიპლომური საათებით.

ფსიქოთერაპიული სერვისის მიღება
საყოველთაო დაზღვევა ფარავს 80 ევროს ოდენობის გადასახადს ყოველი ფსიქოთერაპიული სესიისთვის. საყოველთაო დაზღვევა მოიცავს რეგულარულ მოკლევადიან თერაპიულ კურსს 25 თერაპიული საათის ოდენობით. კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიის გრძელვადიან კურსად მოიაზრება 45 საათიანი კურსი, ხოლო ფსიქოდინამიურ ფსიქოთერაპიულ კურსში შედის უფრო მეტი დაფინანსებადი საათი. დაზღვევის მიერ კურსის დასაფინანსებლად თერაპევტი ამზადებს მოხსენებას, რომელიც მოწმდება ექსპერტების მიერ სადაზღვევო ანაზღაურების მიღების საკითხის გადასაწყვეტად.

არალიცენზირებული პრაქტიკა
როგორც უკვე აღინიშნა, ფსიქოთერაპია არის ლიცენზირებადი პროფესია, რომელიც საჭიროებს საუნივერსიტეტო და დიპლომშემდგომი განათლების ერთობლიობას. ფსიქოთერაპევტთა გარდა გვხვდება ფსიქიკასთან დაკავშირებულ მეცნიერებებში განსწავლული ადამიანები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კანონით გაწერილ ფსიქოთერაპევტის სალიცენზიო სტანდარტს. მაგალითად, კლინიკურ ფსიქოლოგიაში საუნივერსიტეტო ხარისხის ქონის შემთხვევაში შესაძლებელია “ჯანმრთელობის პრაქტიკოსის” ლიცენზიის მოპოვება, რაც გულისხმობს ფსიქოლოგიური კონსულტირების ჩატარების უფლებას თუმცა ამგვარ სპეციალისტებს არ აქვთ უფლება იწოდებოდნენ ფსიქოთერაპევტებად და მათი მომსახურება არ იფარება ჯანმრთელობის დაზღვევით.

სტატისტიკური მონაცემები:
არსებული მდგომარეობით გერმანიაში 22 000 ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტია. აქედან 50% ეწევა კერძო პრაქტიკას, დანარჩენი კი დასაქმებულია სხვადასხვა დაწესებულებებში. კერძო პრაქტიკის მქონე ფსიქოთერაპევტთა შემოსავალის დიდი ნაწილი მოდის სადაზღვეო ანაზღაურებაზე.

*Dietmar Schulte, European Psychologist, Vol. 4, N2 June 1999 pp. 106-108


აიმაღლე ფსიქოთერაპიის შესახებ ცოდნა და იყავი დაცული არაკვალიფიციური პრაქტიკისაგან!

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

2021 წლიდან საქართველოს
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა
ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული
ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს
აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა
ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?


1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური
სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის
ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში
ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000
სპეციალისტს.
2021 წლიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?

1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000 სპეციალისტს.
ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა
განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა,
რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია.
გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის
განსხვავების შესახებ:

ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა, რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია. გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების შესახებ: