ტრანსაქციული ანალიზი Transactional Analysis
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე დაყრდნობით. 

ტრანსაქციული ანალიზი ერთ-ერთია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ აღიარებულ ვალიდურ მოდალობებს შორის.

ტრანსაქციული ანალიზი არის ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომელიც გვიჩვენებს ინტრაფსიქიკურ და ინტერპერსონალურ დინამიკისა და მასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიას. მასში მოცემულია მრავალფეროვანი ფსიქოლოგიური თეორიები, როგორიცაა: ფსიქოდინამიკური, ბიჰევიორალური და კოგნიტური. რომლებიც ინტეგრირებულია ჰუმანისტურ ფილოსოფიაში და დასაბუთებულია თერაპიულ ურთიქმედებით.

ტრანსაქციული ანალიზის ფუძემდებელია ერიკ ბერნი, ის იყო ინოვაციური და კრეატიული მოაზროვნე, რომელმაც შეკრიბა რამოდენიმე ყველაზე ეფექტური იდეა კონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში, (ანალიტიკური, კოგნიტური ქცევითი, სოციალური, ფენომენოლოგიური), თეორიისა თუ პრაქტიკში. ბერნი იმის მიუხედავად რომ ღრმად იყო განსწავლური ფსიქოანალიზში, ის მაინც იზიარებდა ჰუმანისტური მოძრაობის ღირებულებებს. ბერნის მიაჩნდა, რომ ცვლილება შესაძლებელია და რომ ადამიანებს აქვთ ბუნებრივი მისწრაფება აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და იცხოვრონ საკუთარ თავთან და სხვებთან ჰარმონიაში.
ალბათ, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ის იყო, რომ - ცდილობდა ფსიქოთერაპიის დეტალიზებას. ამიტომ მან გამოიყენა ცნებები, ენა და მეთოდები, რომლებიც ყველასთვის გასაგები იყო, ავითარებდა თეორიებს, რომლებსაც აქვთ მარტივი უშუალობა და დახვეწილი სიღრმე.

ტრანსაქციული ანალიზის ზოგიერთ თეორიასა და მოდელს აშკარად ეხმიანება ფსიქოანალიტიკური ტრადიციები. მისი ცენტრალური კონცეფცია, ეგო, წარმოიშვა ფედერნისა და ვეისის საქმიანობიდან. ის გვთავაზობს პიროვნების სამმხრივ მოდელს, რომელსაც, ფართო გაგებით, აქვს სამი ასპექტი - 'მშობელი ნაწილი', რომელიც წამოადგენს გარემოსა და მშობლების ინტროექციას, რომელიც გადაეცემათ შთამომავლობას დასწავლის გზით, ეს არის ავტორიტეტული პირებისგან მიღებულ ინფორმაციას: ქცევის წესები, სოციალური ნორმები, აკრძალვები. '' ბავშვის ნაწილის '' რომელიც მოიცავს: გრძნობების გამოხატვას. დამოკიდებულებებსა და შესაბამისი ქცევებს, რაც ბავშვობის გამოცდილების ნიმუშების წარმოადგენს, ”ზრდასრული ნაწილი”, კი წარმოადგენს ”აქ და ახლა”, გრძნობებს, აზრებს და ქცევებს. თითოეული ეს „ნაწილი“ შეესაბამება ერთი ტიპის ეგო-მდგომარეობას.

როდესაც ბერნი ავითარაბდა თავის იდეებს, აშშ-ში სულ ახალი მიმართულება ყალიბდებოდა, კერძოდ, ბიჰევიორალური კოცეფციები, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს ქცევის გაგება. ამის მიუხედავად, ბერნის ფილოსოფიას დიდი ცვლილება არ განუცდია, ის ისევ იმავე აზრზე დარჩა, ტრანსაქციული ანალიზი ზოგადად ცნობილია, როგორც ფსიქოთერაპიისადმი ჰუმანისტური მიდგომა, მისი ადამიანური ფილოსოფიის გამო, ტრანსაქციული ანალიზის გაგებით, რომ ჩვენ ვცდილობთ და შეგვიძლია ვიმოქმედოთ ჩვენს ცხოვრებაზე, შევიტანოთ ცვლილებები და ვიცხოვროთ საკუთარ თავთან და სხვებთან ჰარმონიაში. ბერნის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ინოვაცია იყო მკურნალობის ხელშეკრულება, რომლითაც მან თავის კლიენტებს მოუწოდა აერჩიათ საკუთარი მიზნები და ისე დათახმებულიყვნენ შესაბამის ფსიქოთერაპიულ გეგმებს, კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მკურნალობის ხელშეკრულება მართლაც, რომ ეფექტურად მუშაობს ფსიქოთერაპიაში, ამრიგად, ტრანსაქციული ანალიზი, ინტეგრაციული მიდგომაა და მისი სიძლიერე მისი მრავალფეროვნებაა: იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მოკლევადიან ფსიქოკონსულტაციად, თუნდაც კოგნიტური ქცევების ჩართვის, რომელიც ხელს უწყობს სოციალური ფუნქციონირების დარეგულირებას, ასევე ის არის სიღრმისეული ფსიქოთერაპია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრანსფორმაციული ცვლილება.

ბოლო წლების განმავლობაში, ტრანსაქციულმა ანალიტიკოსებმა შეიმუშავეს და გააფართოვეს მიდგომა, ხოლო ახალი ტენდენციები , როგორებიცაა: კონსტრუქციონალისტ TA (ტრანსაქციული ანალიზი) და ურთიერთკავშირის TA, წარმოშვეს შემოქმედებითი და ეფექტური მიდგომები ინდივიდებთან, წყვილებთან, ჯგუფებთან.

სრული ინფორმაცია ვალდური მოდალობების შესახებ იხილეთ ბმულზე.

აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არავალიდური პრაქტიკისგან!

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

2021 წლიდან საქართველოს
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა
ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული
ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს
აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა
ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?


1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური
სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის
ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში
ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000
სპეციალისტს.
2021 წლიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?

1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000 სპეციალისტს.
ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა
განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა,
რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია.
გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის
განსხვავების შესახებ:

ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა, რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია. გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების შესახებ: