პოზიტიური ფსიქოთერაპია არის
მოკლევადიანი ფსიქოთერაპიული მიმართულება ფსიქოდინამიური მეთოდიკით,
ჰუმანისტური მსოფმხედველობით და ტრანსკულტურალური მიდგომით. ის
განვითარდა1968 წლიდან გერმანიაში მოღვაწე გამოჩენილი სომეხი ექიმის,
პროფესორ ნოსრატ პესეშკიანის და მასთან მომუშავე პირების მიერ. დღეს
იგი აღიარებულია როგორც მეთოდი, რომლის ათვისებაც შესაძლებელია
პოსტდიპლომურ საფეხურზე არაერთ ქვეყანაში.
პოზიტიური ფსიქოთერაპია ეყრდნობა ტრანსკულტურულ კვლევებს 20 ქვეყანაში
და იზიარებს სამ ძირითად პრინციპს:1. იმედის, როგორც გლობალური იდენტობის სიმბოლოს პრინციპი.
2. მოდერაციის, როგორც სოციალური იდენტობის სიმბოლოს პრინციპი.
3. კონსულტაციის, როგორც ყოველდღიური ცხოვრების იდენტობის პრინციპი.
პოზიტიური ფსიქოთერაპია გამოიყენება სხვადასხვა სფეროებში: ფსიქოთერაპია, კონსულტირება, პრევენცია, მენეჯმენტი და სხვა.
სრული ინფორმაცია ვალიდური მოდალობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არავალიდური პრაქტიკისაგან!