რეკომენდაციები ფსიქოთერაპიის და ფსიქოკონსულტირების ონლაინ სესიის ჩასატარებლად
კორონავირუსის სახით მსოფლიოს წინაშე დამდგარმა გამოწვევამ შეცვალა ფსიქოთერაპიული საქმიანობის ყოველდღიურობაც. აუცილებელია ონლაინ სივრცეში ჩატარებული ფსიქოთერაპიული კონსულტაცია წარმოებდეს მაღალი კლინიკური და ეთიკური სტანდარტით, კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სრული წევრი საქართველოდან, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდორნი გთავაზობთ ასოციაციის რეკომენდაციის ქართულენოვან ვერსიას.
ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირებით დაკავებულ ქართველ სპეციალისტებს რეკომენდაციას ვუწევთ იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებით:

„ონლაინ თერაპია“, როგორც წესი, მოიცავს 4 ფორმატს: ტელეფონი, ვიდეო - კონფერენცია, სტრუქტურირებული იმეილ თერაპია და მყისიერი მესიჯები (ტექსტ - ჩატი).

არსებობს მყარი მტკიცებულებები ონლაინ თერაპიის ეფექტურობის შესახებ, მაგრამ არა ყველა შემთხვევისთვის. ონლაინ თერაპია იზიარებს პირისპირ თერაპიის თეორიულ კონცეფციებს, თუმცა არსებობს განსხვავებებიც, ისევე როგორც ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგალითად, ინდივიდუალური და წყვილთა თერაპია. მოცემულ დოკუმენტში განხილულია საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც მოგიწევთ, თუკი არ გაქვთ ონლაინ მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.
მომზადებულია ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად „ონლაინ კონსულტირებისა და თერაპიის ასოციაციის“ თავმჯდომარის, ადრიან როდესის მიერ.

1. შეფასება

შეფასება რთულია და საჭიროებს ფაქიზ მიდგომას. ვისთვისაც არ არის ჩვეული ონლაინ მუშაობა, უნდა იყვნენ უფრო მეტად ფრთხილად ონლაინ კლიენტების მიღების დროს. უფრო კონკრეტულად, ყურადღება უნდა გაამახვილოთ:

რისკი
- როგორ შეაფასოთ, განახორციელოთ მონიტორინგი და უპასუხოთ:
- სუიციდისა და თვითდაზიანების რისკს;
- სხვების პოტენციურ ზიანს;
- კლიენტისადმი სხვა პირის მხრიდან განხორციელებულ ზიანს;
- პიროვნული მხარდაჭერის არსებობას;
- ადგილობრივი ინფორმაციის შეგროვებას პოტენციური რისკის საპასუხოდ.

შეაფასეთ კლიენტის ფსიქოლოგიური პროფილი:
- ეგოს სიძლიერე;
- ალკოჰოლისა და მედიკამენტების მოხმარება; 
- დეპრესია;
- პიროვნული აშლილობები და ა.შ.;
- დაგჭირდებათ იფიქროთ დაკვირვებით, თუ რა სახის ინფორმაციის ფლობა გჭირდებათ, მათ შორის, პაციენტის ჯანმრთელობასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე მზრუნველი სპეციალისტების შესახებ.

კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება
- ZOOM - ის დაცულობის ხარისხი უფრო მაღალია ვიდრე Skype-ს.. ის პასუხობს “HIPAA” - აშშ ონლაინ უსაფრთხოების ლეგალური სისტემის ძალიან მაღალ სტანდარტს. აქვს უფასო სერვისი, რომელიც იძლევა პირისპირ კონსულტირების საშუალებას.

თქვენ დაგჭირდებათ შეახსენოთ კლიენტებს, რომ: 
- მოიძიონ დაცული, პირადი სივრცე სესიისთვის (არა ბარში ან ტაქსიში);
- დარწმუნდნენ, რომ სხვები ვერ გაიგებენ ხმას და ვერ დაინახავენ ეკრანს;
- გაითვალისწინონ, რომ ყურსასმენების გამოყენების შემთხვევაში ისაუბრებენ ჩვეულებრივზე ხმამაღლა;
- განიხილოთ კლიენტთან შეგიძლიათ თუ არა მას ან თქვენ სესიის ჩაწერა;
- პირდაპირი ჩანაწერის გაკეთებისა და შენახვის შესახებ საჭიროა თერაპევტის და კლიენტის ორმხრივი თანხმობა. ის უნდა ინახებოდეს დაცული და უსაფრთხო ფაილის სახით;
- პაციენტებს/კლიენტებს შეიძლება სურდეთ კომპიუტერული ისტორიის ან მეილის წაშლა ან ტექსტური შეტყობინებების წაშლა თერაპიული სესიის შემდეგ, სხვების მხრიდან მათი კონფიდენციალურობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად.
- თქვენ ასევე დაგჭირდებათ ჩანაწერების, საკონტაქტო დეტალების შენახვა უსაფრთხო, დაცული ფაილის სახით, ისევე როგორც დაიცავდით ფიზიკურად არსებულ ჩანაწერებს ჩაკეტილ კაბინეტში.
- შესაძლოა გსურდეთ უსაფრთხო მეილის გამოყენება, როგორიცაა Hushmail.

2. კონტრაქტი
თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ კონტრაქტის მორგება ონლაინ მუშაობაზე:
- რათა მიიღოთ თანხმობა თქვენი კლიენტისგან ონლაინ მუშაობის შესახებ;
- რათა გამოკვეთოთ, ხაზი გაუსვათ, რომ მუშაობა დაცულია თქვენი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის მიერ;
-  და რომ მუშაობა დაცულია თქვენი პროფესიული გაერთიანების ეთიკის სტანდარტით.
- უნდა განაცხადოთ, რომ არ შეგიძლიათ გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა და დარწმუნდეთ, როგორ შეუძლიათ ამის გაკეთება ადგილობრივი რესურსებით
- უნდა მიაქციოთ ყურადღება „უსაფრთხო კონტაქტის“დეტალებს:
- წინასწარი გადახდა რეკომენდებულია;
- ზოგიერთი სპეციალისტი სთავაზობს განსხვავებულ პირობებს ონლაინ მუშაობისთვის;
- კლიენტებს აქვთ უფლება გააუქმონ ონლაინ კონსულტაცია განსაზღვრულ დროს.
- თუ იტოვებთ სესიის ნებისმიერი ჩანაწერის ფლობის უფლებას (ვიდეო, მეილი, ტექსტური შეტყობინებები) ეს უნდა იყოს შეთანხმებული კონტრაქტით ან სხვა გადამოწმებადი ფორმით.

3. ორგანიზების საკითხები
- თუ კლიენტი აპირებს დაზღვევით სარგებლობას, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ან კლიენტის დაზღვევა ფარავს ონლაინ კონსულტაციის ხარჯებს - განსაკუთრებით თუ ეს არის საერთაშორისო კონსულტაცია;
- შეამოწმეთ, ხომ არ არსებობს ადგილობრივი კანონები ონლაინ მუშაობისთვის.
- თუ მუშაობა საერთაშორისოა, უნდა გადაამოწმოთ შესაბამისობა ადგილობრივ კანონმდებლობასთან.

4. ტექნიკური საკითხები
თქვენ და თქვენს კლიენტს დაგჭირდებათ (მედია პარამეტრების გათვალისწინებით):
- კომპიუტერი, ტაბლეტი, სმარტფონი (არარის რეკომენდებული), რომელსაც აქვს:
- კამერა, მიკროფონი
- შესაძლოა ყურსასმებენი
- დამაკმაყოფილებელი ინტერნეტი
- დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ ტექნოლოგიების გამოყენება. გაიარეთ პრაქტიკა მანამდე.
- იქონიეთ სათადარიგო გეგმა, იმ შემთხვევაში თუ ტექნიკა არ იმუშავებს
- ან სხვა მოწყობილობა ან მეილი, ტელეფონის ნომერი, რომელსაც ისისნი გამოიყენებენ.
- მიაქციეთ ყურადღება სესიის კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას თქვენი მხრიდან.

თარგმანი მომზადებულია დენდრონის ფსიქოთერაპევტის, ნინო კობახიძის მიერ.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

2021 წლიდან საქართველოს
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა
ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული
ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს
აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა
ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?


1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური
სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის
ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში
ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000
სპეციალისტს.
2021 წლიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?

1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000 სპეციალისტს.
ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა
განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა,
რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია.
გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის
განსხვავების შესახებ:

ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა, რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია. გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების შესახებ: