ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა, რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია. გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების შესახებ:
ფსიქოთერაპევტი არის ადამიანი,
რომელსაც, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ (იქნება ეს სამედიცინო
თუ ფსიქოლოგიური) გავლილი აქვს სპეციალური გადამზადება ამა თუ იმ
ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობაში. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება პრაქტიკა
სუპერვიზიის (გამოცდილი ფსიქოთერაპევტის ზედამხედველობის) ქვეშ.
აღსანიშნავია, რომ პირველი ცნობილი ფსიქოთერაპევტი იყო ზიგმუნდ ფროიდი (ექიმი ნევროლოგი
და ფსიქიატრი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი), ხოლო პირველი ფსიქოთერაპიული
სკოლა იყო ფსიქოანალიზი.
დღესდღეობით მსოფლიოში არსებობს რამდენიმე ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან სამუშაო მიდგომებით. ფსიქოთერაპევტები კლიენტთან მუშაობენ მხოლოდ საუბრით, სხვადასხვა მიზანმიმართული ფსიქოთერაპიული ტექნიკის გამოყენებით. ეს პროცესი არ გულისხმობს მედიკამენტებით მკურნალობას.
ფსიქოთერაპია არის ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების (ინტერვენციის) პროცესი, რომელიც მიზანმიმართულ მექანიზმებს იყენებს ამათუ იმ პრობლემის დასამუშავებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფსიქოთერაპია დაგეხმარებათ ემოციური დისბალანსის აღდგენაში, გარკვეული ცხოვრებისეული საკითხების გაანალიზებაში და მიზამინართული ასპექტების შეცვლასა და კორექციაში. ასე რომ, თუ თქვენ გაქვთ შფოთვა, დეპრესია, კვების დარღვევა ან სხვა მსგავსი საკითხები, უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტის დახმარებას.
ფსიქოთერაპიას აქვს თერაპიული პროცესის ხანგძლივობა, რომელიც დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე. ძირითადად, შეხვედრები ტარდება კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
ფსიქოლოგი კი არის ადამიანი,
რომელსაც აქვს ფსიქოლოგის აკადმიური კვალიფიკაცია რაც გულისხმობს
ადამიანის გონების შესწავლას. სინამდვილეში ეს ორი სფერო საკმაოდ შორს
არის ერთმანეთისგან. ფსიქოლოგია საკმაოდ ფართო სფეროა, ფსიქოლოგიური
განათლება შეიძლება მიღებული იყოს ფსიქოპათლოგიაში, ქცევით, სოციალურ,
განათლების და ორგანიაციულ ფსიქოლოგიაში. ფსიქოლოგის კვალიფიკაციის
მიღება სსაქართველოში შესაძლებელია სხვადასხვა აკრედიტებულ უმაღლეს
სასწავლებელში - უნივერსიტეტში.
*შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში გავრცელებული მანკიერი
პრაქტიკის გამო, რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგის პროფესიის მიღების
მცდელობას სხვადსხვა სატრენინგო კურსებით თუ პროგრამებით უმაღლესი
განათლების გვერდის ავლით. ამ პროფესიის დაუფლების ერთადერთი ფორმაა
შესაბამისი საბაკალავრო და სამაგისტრო ხარისხის ფლობა. ფსიქოლოგიაში
(ან ადამიანის შემსწავლელ მეცნიერბებებში) ბაკალავრის ხარისხის ფლობა
არის ფსიქოთერაპიული პოსტდიპლომური განათლების წინაპირობა.
ფსიქოლოგებს კლიენტთან მუშაობისთვის ესაჭიროებათ შესაბამისი განათლება
(ფსიქოკონსულტირების ან ფსიქოთერაპიის მიმართულებით). სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, თუ გაქვთ პანიკური შეტევები, სასურველია მოიძიოთ
სპეციალისტი, რომელიც სპეციალიზირებულია ფსიქოთერაპიაში.
რა იწვევს დაბნეულობას?
სიმართლე ისაა, რომ ზოგჯერ ეს
ყველაფერი ერთმანეთს გარკვეულ საკითხებში კვეთს რაც იწვევს აზრთა
სხვადასხვაობას და დაბნეულობას.
რადგან მიზანმიმართული გადამზადების შემდეგ (ფსიქოთერაპიის
საკვალიფიკაციო სტანდარტი მოიცავს ოთხ პოსტდიპლომურ წელს,
ფსიქოკონსულტანტის კვალიფიკაციის მიღება კი შესაძლებელია სამაგისტრო
საფეხურზე), ფსიქიატრსაც და ფსიქოლოგსაც შეუძლიათ აწარმოონ
ფსიქოთერაპიული პრაქტიკა. შესაძლებელია კლიენტმა/პაციენტმა ვერ
განსაზღვროს მის კონკრეტულ შენთხვევას, რომელი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის
ჩართულობა ესაჭიროება. ამ შემთხვევაში თითოეული
სპეციალისტის პროფესიული პასუხისმგებლობაა შეძლოს პიროვნების
პრობლემის სწორი იდენთიფიცირება და აუცილებელ შემთხვევაში სწორი
გადამისამართება.
რაც შეეხება, ფსიქიატრებს, ფსიქიატრის ყოფნა ყოველთვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პათოლოგიისთვის, მაგალითად, შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა ან დეპრესია.
მომზადებულია ნინო ღვალაძს
მიერ.
წყარო: https://www.psychreg.org/difference-between-psychologist-psychotherapist/?fbclid=IwAR2JdEJCgAveYRTId1I2uqsBgYEPoedRtKvtc-BQ7CJ1S77ZmvWuEuwsx98
მსგავსი სტატიები:
როგორ მივიღოთ კვალიფიციური ფსიქოთერაპია?
რატომ არის მნიშველოვანი ეთიკური პრაქტიკა ფსიქოთერაპიაში?
რას ნიშნავს საქართველოსთვის კვალიფიციური ფსიქოთერაპიული პრაქტიკა?
ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაცია ევროპაში