ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში
დასაქმებული ადამიანებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია საერთაშორისო
ფსიქოთერაპიულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ სრულყოფილი
ინფორმაციის ფლობა. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის
ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების
ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის
დაახლოებას დარგის თანამედროვე ევროპულ გაგებასთან.
რა არის AGM
AGM- წევრთა ყოველწლიური კრება
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა.
AGM-ზე განიხილება ევროპის მასშტაბით დარგში არსებული გამოწვევები და
განისაზღვრება ორგანიზაციის ძირითადი სამოქმედო პოლიტიკა მომდევნო
სამუშაო წლის განმავლობაში.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი 2015 წლიდან სარგებლობს მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლებით როგორც ერთადერთი უფლებამოსილი ორგანიზაცია საქართველოდან.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი 2015 წლიდან სარგებლობს მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლებით როგორც ერთადერთი უფლებამოსილი ორგანიზაცია საქართველოდან.
ვის აქვს AGM ხმის უფლება
AGM-ზე ხმის უფლება აქვთ მხოლოდ EAP წევრის სტატუსის მქონე ორგანიზაციებს.
AGM ფორმატი ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციების (EWAO) საქმიანობაში
ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციები (EWAO), რომლებიც კურირებენ ფსიქოთერაპიის ამა თუ იმ მიმართულებას იწვევენ AGM-ს აკრედიტებული წევრი ორგანიზაციების მონაწილეობით. AGM ფორმატით ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციები (როგორიცაა მაგალითად ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია) განიხილავენ ფსიქოთერაპიის აქტუალურ საკითხებს იმ მიმართულებისთვის, რომელსაც წარმართავს კონკრეტული EWAO, ასევე, კანდიდატი ორგანიზაციების შესაბამისობას EWAO-ს სტანდარტებთან და უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა საკითხებს.
2019 წლის ოქტომბერში, ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის (EWAO), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) AGM შეხვედრაზე პირველად იქნება წარმოდგენილი ქართული ფსიქოთერაპიული სკოლა ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონის" დელეგაციით.