მოდალობები, რომლებიც აღიარებულია EAP-ის მიერ Approaches recognized by EAP
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი იწყებს ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას. კვალიფიციური ფსიქოთერაპიისთვის უმნიშვნელოვანესია სწორი ინფორმაციის გავრცელება მსოფლიო ფსიქოთერაპიული საზოგადოების მიერ აღიარებული ვალიდური მიდგომების შესახებ.
თითოეული  მიდგომის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შესაბამის სტატიაზე გადასვლით.
ქართულენოვანი მასალა მომზადებულია ფსიქოკონსულტაციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე დაყრდნობით.

აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არავალიდური პრაქტიკისაგან!

ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ  (EAP) ვალიდურად აღიარა შემდეგი მიდგომები:
1. სხეულზე ორიენტირებული (სხეულოვანი) ფსიქოთერაპია - სხეულზე ზემოქმედებით ზემოქმედება ფსიქიკაზე. დამფუძნებელი რაიხი.
2. ბიოსინთეზი, წარმოადგენს თანამედროვე ფსიქოთერაპიაში დანერგილ სხეულზე ორიენტირებულ მიდგომებს შორის, ყველაზე გავრცელებულ მეთოდს.
5. ინტეგრირებული ფსიქოთერაპია  გვთავაზობს, სხვადასხვა თეორიული მიდგომების კონცეპტუალურ სინთეზს. იგი შეიძლება განვითარდეს შემდეგი მიდგომების საფუძველზე:
- ეკლექტიკური მეთოდების გამოყენება, რომელიც სამკურნალო პრაქტიკიდან გამომდინარე გააერთიანებს ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მეთოდებს.
-სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინების ინტეგრაცია: მედიცინა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, პედაგოგიკა, ნეირო ფიზიოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლინგვისტიკა.
-პიროვნების ფსიქოლოგიისა და განვითარების ფსიქოლოგიის წამყვანი კონცეფციის  ფონზე, სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მეთოდების სინთეზი.
7. ფსიქოორგანული ანალიზი ერთიანდება ფსიქოთერაპიის ეკლექტიკურ მიმდინარეობებში.
ეს არის ფსიქოდინამიური მიმართულება, რომელიც დაფუძნებულია პოსტულატზე: არაცნობიერ კომფლიქტს მოყვება ენერგიის გამონთავისუფლება, რომელიც ორგანიზმს ათავისუფლებს ამა თუ იმ სიმპტომისგან. ამ ენერგიის ბლოკირების საწინააღმდეგოდ მიმართულია ფსიქოორგანული ანალიზი (მაგალითად ცეკვათერაპია).
ფსიქოორგანულ ანალიზის მეთოდს აქვს საკუთარი პრინციპები, ინსტრუმენტები და მეთოდები
-ინტერვენციის ეთიკა;
-სხეული სიტყვა;
-ფსიქოორგანული წრე;
-მუშაობა პირველად იმპულსებთან;
-მუშაობა დაბადებასთან; დაბადების ფაზები; ოჯახური კონტრაქტები და სხვა. დამფუძნებლები: პოლ ბოიესენი და გერდა ბოიესენი.
8. ფსიქოანალიზი, ფსიქოანალიტიკა და ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპია
9. ბიოენერგეტიკული ანალიზის ფსიქოთერაპია (ბიოენერგეტიკა)- სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის მეთოდი. დამუშავდა ამერიკელი ფსიქოთერაპევტის ალექსანდრ ლოუენის მიერ. ეს არის სხეულოვანი მეთოდებით ადამიანის შინაგანი კომფლიქტებისგან განთავისუფლების ერთგვარი მიდგომა. ბიოენერგეტიკა ეს არის გზა სხეულზე გავლით საკუთარი პიროვნების შეცნობისა. ბიოენერგეტიკული ანალიზი უზრუნველყოფს კუნთების დაძაბულობის მოხსნას, სხვადასხვა ფიზიკური სავარჯიშოებისა და პოზების საშუალებით.
10. პოზიტიური ფსიქოთერაპია ფსიქოთერაპიის მეცნიერული მიდგომებიდან ერთ-ერთი ყველაზე ფართოდგავრცელებული მეთოდი, რომელიც აღიარებული იქნა 1996 წელს ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მიერ და მსოფლიოს ფსიქოთერაპიული საბჭოს მიერ 2008 წელს. დამფუძნებელია ნასრად პეზეშკიანი. მეთოდი ტრანსკულტურალურია, ჰუმანურია ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე და მიეკუთვნება ფსიქოდინამიურ ფსიქოთერაპიულ მიდგომებს. იგი ეფუძნება პოსტულატს,რომ ადამიანის ბუნება დაყრდნობილია ბაზისურ და აქტუალურ შესაძლებლობებზე. მეთოდს განსაზღვრავს შემდეგი ძირითადი პრინციპები: იმედი; ბალანსი და თვითდახმარება.
11. ფსიქოსინთეზი
12. სისტემური ოჯახური ფსიქოთერაპია
კომუნიკაციური ფსიქოთერაპია-ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ადამიანთშორისი კომუნიკაციების ოპტიმიზაციაზე. დამფუძნებლებში მოიაზრებიან: ბეიტსონი, ვატსლავიკი,მანდელი, კრატოხვილი და სხვები. მათ წამოჭრეს საკითხი, რომ პიროვნული კომფლიქტის ანდაც ნევროტული გამოვლინების მიზეზი არის არა ერთი განყენებული ინდივიდი, არამედ მისი რეალური ურთიერთობები.
13. ფსიქოდრამა
14. კლიენტზე ცენტრირებული ფსიქოთერაპია
15. ლოგოთერაპია და ეკზისტენციალური ანალიზი
16. მულტიმოდალური ფსიქოთერაპია
17. რეალობით თერაპია ფსიქოთერაპიის მიმართულება, რომლის ძირითადი ინსტრუმენტია მიღებული პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, ცხოვრებისეული აქტიური პოზიციების ფორმირება. კონკრეტული სიტუაციებიდან გამომდინარე შინაგანი თავისუფლების ამაღლება.
ძირითადი პრინციპებია:
-ჩვენ ვართ საკუთარი ბედის შემოქმედნი და არა მისი მსხვერპლნი.
-მოვლენა უნდა განვიხილოთ როგორც ინფორმაცია და არა, როგორც სტიმული (სტიმული-რეაქცია).
-ადამიანებს ამოძრავებთ ბაზისური მოთხოვნილებები. ადამიანის ქცევა არის საშუალება გავლენა მოახდინოს სამყაროზე.
-ქცევა მოიცავს: მოქმედებას; აზროვნებას; გრძნობასა და ფიზიოლოგიას
18. ტრანსაქციული ანალიზი
19. მაკავშირებელი ფსიქოთერაპია

გაეცანი ევროპულ სტანდარტს და იყავი დაცული ფსიქოთერაპიის სახელით წარმოებული არავალიდური პრაქტიკისაგან!

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

2021 წლიდან საქართველოს
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა
ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული
ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს
აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა
ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?


1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური
სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის
ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში
ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000
სპეციალისტს.
2021 წლიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?

1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000 სპეციალისტს.
ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა
განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა,
რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია.
გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის
განსხვავების შესახებ:

ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა, რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია. გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების შესახებ: