EAP-ის ეთიკური გაიდლაინების კომიტეტის განცხადების სამუშაო ვერსია ფსიქოთერაპიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით

EAP-ის ეთიკური
გაიდლაინების კომიტეტი

ენვერ ჩესკო, პაზ კარდინი, ჟოზე კასტილო,
ჰანა სკრიბრანოვა და ანანო ნიაური,
კორტნი იანგთან ერთად,

25 ივლისი, 2025

1 . ფსიქოთერაპიული მკურნალობა, მომსახურება, პირველ რიგში, ეფუძნება ადამიანებს (პაციენტი/კლიენტი და ფსიქოთერაპევტი) შორის ურთიერთობის ხარისხსა და უსაფრთხოებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობას.

ფსიქოთერაპიული ურთიერთობა მიმართულია კლიენტის სარგებლისკენ. როგორც ფსიქოთერაპიის პროფესიონალებს, ჩვენ გვევალება, გვაკისრია პასუხისმგებლობა დავიცვათ ყველა კლიენტი/პაციენტი და საზოგადოება ნებისმიერი სახის ზიანისაგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას არარეგულირებადი თერაპიული ტექნიკებისა და უნარების გამოყენებით.

2. ფსიქოთერაპევტები, რომლებიც ახორციელებენ ფსიქოთერაპიას, მიჰყვებიან მკაფიო ეთიკურ პრინციპებს, რომლებიც ასახავენ პროფესიულ პასუხისმგებლობას, თვითგანვითარებას და ურთიერთ-რეფლექსიას: რომლებიც განსაზღვრულია EAP-ის ეთიკური პრინციპების განაცხადში. EAP-ის ფსიქოთერაპევტები თავს არიდებენ ნებისმიერი სახის მანიპულციას, ბოროტად გამოყენებას ან კლიენტის კეთილდღეობისთვის ზიანის მიყენებას.

3. EAP-ს აკისრია პასუხისმგებლობა ევროპულ ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით ხარისხისა და ეთიკური სტანდარტების შესახებ გასცეს რეკომენდაციები.

4. ფსიქოთერაპიაში ხელოვნური ინტელექტის (Artificial Intelligence, AI)  გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის გათვალისწინებით, წარმოიშობა მთელი რიგი ეთიკური საკითხებისა, რომლებიც მოიცავს თერაპიულ ურთიერთობას, ანგარიშვალდებულებას, კლიენტის/პაციენტის უსაფრთხოებას, ასევე კონფიდენციალურობის საკითხებს და მგრძნობიარე ინფორმაციის დაცვას.

5.ხელოვნურ ინტელექტს (AI) აქვს შესაძლებლობა ფსიქოთერაპიას შესთავაზოს რამდენიმე უპირატესობა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას შეუძლია გარკვეული ამოცანების ავტომატიზაცია, თერაპევტის დროის გათავისუფლება უფრო რთული, კომპლექსური მომსახურებისათვის და დამატებითი მხარდაჭერისა და ინფორმაციის მიწოდებისათვის სესიებს შორის, ასევე (ე.წ.) ,,პერსონალიზებული“ რესურსებისა და ხელმძღვანელობის შეთავაზება. გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტს პოტენციურად შეუძლია შეამციროს მომსახურების ბარიერი, როგორებიცაა ღირებულება და სტიგმა და შესთავაზოს ანონიმურობის ხარისხი, რაც კლიენტებს წაახალისებს ისაუბრონ უფრო ღიად და გულწრფელად.

6. თუმცა, ფსიქოთერაპიაში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებამ შესაძლოა გაამწვაოს ზოგიერთი ის პრობლემა, რომელთა გადაწყვეტასაც ცდილობს: მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მას მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლია ფსიქო-ემოციური ტანჯვის შემსუბუქება ინფორმაციის მიწოდებითა და ადამიანური ურთიერთობების იმიტაციითაც კი, მას არ შეუძლია გადაჭრას სოციალური ან ურთიერთობის პრობლემები, რომლებიც ხშირად ადამიანის დისფუნქციის საფუძველს წარმოადგენენ. გარდა ამისა, თერაპიული ინტერვენციისა და ურთიერთობის მიზნით ადამიანური ურთიერთობების სიმულირებისა და მიბაძვის უნარმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ,,რეალურ“ ადამიანებს შორის ურთიერთობებს. ურთიერთობის იმიტაცია ან ,,გაყალბება“ არსებითად მანიპულაციურია და, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელი, პოტენციურად საშიშიც კი არის ადამიანისა და მისი პიროვნული ღირსებისთვის.

7. ფსიქოთერაპიაში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების ზოგიერთი ნაკლი, უარყოფითი მხარე შესაძლოა იყოს: (ა) ნამდვილი ემოციური გაგების ნაკლებობა; (ბ) ხელოვნური ინტელექტი არ ისახავს მიზნად რეფლექსიურ თვითგანვითარებას, არამედ უფრო მეტად რჩევისა და ინფორმაციის მიწოდებას; (გ) არ არსებობს კრიზისული მხარდაჭერა და ანგარიშვალდებულება ნებისმიერ სიტუაციაში; (დ) ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია ინდივიდის პრობლემის სათანადო დიაგნოსტირება და შეფასება; (ე) არის კონფიდენციალობის დაცვის ნაკლებობა და ნებისმიერი კლიენტის მონაცემი შესაძლოა არასწორად, ბოროტად იქნეს გამოყენებული; (ვ) არ არსებობს ,,რეალური“ კავშირი სხვა ადამიანთან; (ზ) ემპათიის, თანაგრძნობის ან სხვა ადამიანთან ურთიერთობის ან კავშირის ნებისმიერი ნიშანი, გამოხატულება პოტენციურად შეცდომაში შემყვანია; (თ) არ ხდება ხელოვნური ინტელექტის ინტერაქციების ,,მონიტორინგი“ ან სუპერვიზია; (ი) შესაძლოა იყოს ჩაშენებული, შინაგანი მიკერძოება, რომელიც უპირატესობას ანიჭებს გარკვეულ მეთოდებს, მაშინ როცა არც კი ახსენებდეს სხვა მიდგომებს, რომლებიც ზოგი ადამიანისათვის შესაძლოა უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს; და (კ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა სერვისებზე ინფორმირებული მიმართვის ნაკლებობის არსებობა.

8.მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) უდავოდ აჩვენა ადამიანებისათვის მრავალი უპირატესობის შეთავაზების შესაძლებლობა ჯანმერთელობის სფეროშიც და, რა თქმა უნდა, ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, როგორიცაა გარკვეული ამოცანების ავტომატიზაცია, EAP-ის პოზიცია არის, რომ ფსიქოთერაპიული საქმიანობა ადამიანებთან მხოლოდ ადამიანების მიერ უნდა განხორციელდეს და რომ ყველა ევროპული ქვეყნის საჯარო დაწესებულებამ უნდა გამოიყენოს მეტი რესურსი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ სახის მომსახურება/მკურნალობა ხელმისაწვდომი და გავრცელებული იყოს, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის იმ კრიზისის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით შემოთავაზებული შედარებით დაბალი ხარჯები და ხელმისაწვდომობა არ გამორიცხავს ადამიანებს შორის კონტაქტის საჭიროებას, რომელიც ისედაც საეჭვო დონეზეა.

9. გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტს (AI) შეუძლია წაახალისოს სოციალური იზოლაცია და ტექნოლოგიაზე დამოკიდებულება, იმის ნაცვლად, რომ დაეხმაროს კლიენტს სხვა ადამიანებისაგან ან სათანადო პროფესიონალებისაგან დახმარებისა და მხარდაჭერის მოძიებაში.

10. ხელოვნური ინტელექტის (AI) თერაპიის ასისტენტების (მაგალითად, ChatGPT) კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ისინი დაპროგრამებულები არიან იყვნენ მლიქვნელები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი გეუბნებიან იმას, რისი მოსმენაც გსურთ, გხიბლავენ და შეუძლიათ თქვენი იმპულსების მხარდაჭერის შემოთავაზება, მაშინაც კი, როდესაც ისინი შესაძლოა ზიანის მომტანნი იყვნენ რეალობის აღქმის დაქვეითებით. კარგი ფსიქოთერაპევტი კლიენტებს არაჯანსაღი ნარატივებისაგან აშორებს და უფრო ჯანსაღისკენ მიჰყავს.

11. ფსიქოთერაპევტები, რომლებიც კლიენტებს ხელოვნურ ინტელექტს (AI) ურჩევენ ან კლიენტებთან ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ პოტენციურად არაეთიკურად იქცევიან და ხელოვნურ ინტელექტზე ნებისმიერი მიმართვის ან დელეგირების შემთხვევაში, ფსიქოთერაპევტი პასუხისმგებელია ნებისმიერ (ან ყველა) შედეგზე.

 

ქართულენოვანი ვერსია მომზადებულია
ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ.
თარგმანზე იმუშავა გვანცა ბუჭყიაშვილმა.

დამატებითი მასალა:

Fiske, A., Hanningsen, P., & Buyx, A. (2019). Your Robot Therapist Will See You Now. Ethical Implications of Embodied Artificial Intelligence in Psychiatry, Psychology, and Psychotherapy. Journal of Medical Internet Resources, 21(5): e13216. doi.org/10.2196/13216

Catherine Jackson (2023). The big issue: The brave new world of AI therapy. Therapy Today. www.bacp.co.uk/bacp- journals/therapy-today/2023/september/the-big-issue/

Liana Spytska (2025). The use of artificial intelligence in psychotherapy: development of intelligent therapeutic systems. BMC Psychology, 13(75). doi.org/10.1186/s40359-025-02491-9

Lisa Marchiano (2025). ChatGPT – Induced Psychosis and the Good – Enough Therapist. Psychology Today. www.psychologytoday.com/us/blog/the-archetypal-angle/202507/chatgpt-induced-psychosis-and-the-good- enough-therapist

Tom Warnecke (2025). ‘AI’ systems and the ‘grey between the lines’ in psychotherapy. In press.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

2021 წლიდან საქართველოს
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა
ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული
ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს
აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა
ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?


1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური
სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის
ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში
ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000
სპეციალისტს.
2021 წლიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?

1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000 სპეციალისტს.
ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა
განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა,
რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია.
გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის
განსხვავების შესახებ:

ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა, რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია. გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების შესახებ: