ბიოსინთეზი წარმოადგენს ჰოლისტურ
და ჰუმანისტურ მიდგომას სომატურ ფსიქოთერაპიაში. ამოსავალი წერტილია
მენტალური და ფიზიკური პროცესების ურთიერთკავშირი და საერთო ასახვა.
ბიოსინთეზი შემუშავდა 1975 წელს დევიდ ბოადელას მიერ. მისი ადრეული
ფესვები უკავშირდება ვილჰელმ რაიხის ვეგეტოთერაპიასა და ხასიათის
ანალიზს, პიერ ჟანეტის ფსიქოლოგიურ სინთეზს და ფრენცის მოტის და ფრანკ
ლეიკის პრე და პერინატალურ მუშაობას. 1985 წლიდან მეთოდი განვითარდა
ასევე სილვია სპეჩ ბოადელას მიერ, განსაკუთრებით, მისი ფილოსოფიური და
ტრანსპერსონალური ასპექტებით. ტრანსპერსონალურ მიდგომას ამყარებდა
რობერტ მორის კვლევები ენერგიის ცირკულაციის და სომატური მედიტაციის
შესახებ. 1998 წლის ოქტომბერში სომატური და სიღრმისეულ-ფსიქოლოგიური
ბიოსინთეზის ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა აღიარებულ იქნა
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ, როგორც სხეულის
ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ერთ-ერთი პირველი აკრედიტებული
მეთოდი.
ვრცლად ინფორმაცია ვალიდური მოდალობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არავალიდური პრაქტიკისაგან!