ინტეგრირებული მიდგომა ფსიქოთერაპიაში Integrative psychotherapy
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია "დენდრონის" მიერ, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წყაროებზე დაყრდნობით.
ინტეგრირებული მიდგომა ერთ-ერთია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ აღიარებულ ვალიდურ მოდალობებს შორის.

ფსიქოთერაპიის ინტეგრირებული მიდგომა ხასიათდება ადამიანის მრავალმხრივ საჭიროებებზე უნიფიცირებული რეაგირებით. მიდგომის გამოყენებისას ყურადღება თანაბრად ნაწილდება ემოციურ, სულიერ, კოგნიტურ, ქცევით და ფიზიოლოგიურ სფეროებზე.

ინტეგრაციის მიზანია ინდივიდის ფსიქო-ფიზიკური სიჯანსაღის უზრუნველყოფა ინტერფიზიკურ, ინტერპერსონალურ, სოციო-პოლიტიკურ სივრცეში და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობა  პირადი პოტნციალის და ლიმიტების გათვალისწინებით.

მიდგომის სამუშაო ფორმატის თანახმად მიიჩნევა, რომ ინტეგრაცია პროცესია, რომელშიც თერაპევტი მონაწილეობს საკუთარი პიროვნებით.
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია  ინტეგრირებულად აღიარებს ყველა იმ მეთოდოლოგიას, რომელიც ავითარებს პრინციპულად ჩამოყალიბებულ, თანმიმდევრულ კონცეფციებზე აგებულ თეორიულ კომბინაციებს ორი ან მეტი სპეციფიკური მიდგომის ჩართულობით,  ან თავად ქმნის ინტეგრირების მოდელს. ამ თვალთახედვით, ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტის განსაკუთრებული ეთიკური ვალდებულებაა სხვადასხვა მოდალობის წარმომადგენლებთან დიალოგი დარგში მიმდინარე პროცესების შესხებ.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპია თავის პრინციპად აღიარებს პოსტულატს, რომ არც ერთი ცალკეული ფსიქოთერაპიული მიდგომა არ არის უნივერსალური ნებისმიერ ვითარებაში. მიმართულებათა ინტეგრირებით  ის აყალიბებს კლიენტზე ორიენტირებულ, მოქნილ ტექნიკას, რომელიც კონსულტირების, ტრენირებისა და სუპერვიზიის დროს არ უნდა გასცდეს ინტეგრაციის სამეცნიერო და პრაქტიკულ ჩარჩოებს.  ამრიგად, ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტის მიერ სტრატეგიის შემუშავებისას და მიდგომის თეორიული და პრაქტიკული კონტურების ჩამოყალიბება ხდება არა შემთხვევითად, არამედ კლინიკური შემთხვევის ანალიზის, პრობლემის სიღრმისეული ხედვის და გამოსაყენებელი თერაპიული ტექნიკის სიზუსტით.

ინტეგრირებული მიდგომის თერაპიული თავისებურებაა კლიენტთან ერთად მისი ინტერესის პატივისცემის, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების და თანასწორობის განწყობის შექმნა როგორც საკუთარი თავისადმი ისე გარემოს მიმართ.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპია განამტკიცებს საყრდენი გარემოს როლს,  რომელშიც ფსიქიკური ზრდა და გაჯანსაღება ხდება ინტერსუბიექტურ დონეზე, კლიენტისა და თერაპევტის ერთობლივი ძალისხმევით.

გაეცანი ევროპულ სტანდარტს და იყავი დაცული არაკვალიფიციური პრაქტიკისაგან!

სრული ინფორმაცია ვალიდური მოდალობების შესახებ იხილეთ ბმულზე.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

2021 წლიდან საქართველოს
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა
ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული
ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს
აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა
ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?


1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური
სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის
ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში
ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000
სპეციალისტს.
2021 წლიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?

1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000 სპეციალისტს.
ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა
განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა,
რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია.
გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის
განსხვავების შესახებ:

ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა, რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია. გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების შესახებ: