1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი
იქნება შენნაირი, ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს
ის, ვინც მას უნდა.
2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე,
როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი
თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.
3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ
მოხუცდები და შენც დასუსტდები.სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც
დასთეს.