ექიმები, რომლებმაც შექმნეს ფსიქოთერაპია
დღეს, როდესაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ექიმების როლი გლობალური კეთილდღეობის შენაჩუნების საკითხში, გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ ჩაგვეხედა ფსიქოთერაპიის ფესვებში და გაგვეხსენებინა ექიმები, რომლებმაც მსოფლიოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარგი შეუქმნეს ფსიქოთერაპიის სახით.
ამ სტატიით გვსურს ჩვენი წილი მადლობა გადავუხადოთ ექიმებს წარსული და ახლანდელი ღვაწლისათვის მეცნიერებასა და კლინიკურ პრაქტიკაში:


ზიგმუნდ ფროიდი - ექიმი ნევროლოგი და ფსიქიატრი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. მედიცინის დოქტორის ხარისხი მიიღო ვენის უნივერსიტეტში 1881 წელს. ის თავის კლინიკურ პრაქტიკას ეწეოდა ვენაში 1938 წლამდე საიდანაც გადასახლდა გაერთიანებულ სამეფოში ნაცისტებისგან თავის დასაღწევად. გარდაიცვალა გაერთიანებულ სამეფოში 1939 წელს.

ალფრედ ადლერი - მედიცინის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი. ინდივიდუალური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი. რაციონალური ემოციურ-ბიჰევიორალური თერაპიის და კოგნიტური თერაპიის  ფუძემდებელი.კარიერის საწყის ეტაპზე საქმიანობდა როგორც ოფთალმოლოგი. მან ჩამოაყალიბა პერსონალურობის თეორია.გარდაიცვალა შოტლანდიაში 1937 წელს.

კარლ გუსტავ იუნგი - ექიმი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი. ანალიტიკური მიდგომის ფუძემდებელი. იუნგმა მედიცინის სწავლა დაიწყო ბაზელის უნივერსიტეტში 1895 წელს. 1900 წლიდან გადავიდა ციურიხში და დაიწყო მუშაობა ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში. 1907 წელს პირველად შეხვდა ფროიდს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მისი მიდგომების ჩამოყალიბებაზე თუმცა ის არ ეთანხმებოდა ფროიდის შეხედულებებს ბევრ საკითხში. იყო ფსიქოანალიტიკის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე. გარდაიცვალა 1961 წელს.

რობერტო ასაჯიოლი - ექიმი ფსიქიატრი. ჰუმანისტური და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. მან დაუდო საფუძველი ფსიქოსინთეზს. რობერტო ასაჯიოლმა პირველი ხარისხი მოიპოვა ნევროლოგიასა და ფსიქიატრიაში 1910 წელს. ამ პერიოდში დაიწყო სტატიების წერა, რომელიც აკრიტიკებდა ფსიქოანალიზს. შვეიცარიაში გადასვლის შემდეგ მან დაიწყო პრაქტიკა ფსიქიატრიაში. ფსიქოსინთეზის კონცეფციის განვითარება დაიწყო 1911 წლიდან. გარდაიცვალა იტალიაში 1974 წელს.

ჯეიკობ ლ. მორენო - ექიმი ფსიქიატრი და ფსიქოსოციოლოგი, ფსიქოდრამის ფუძემდებელი. ადრეულ 1900-იან წლებში ვენაში ცხოვრებისას ჩამოაყალიბა იმპროვიზაციული თერტრალური მოძრაობა "სპონტანურობის თეატრი". 1925 წლიდან გადავიდა საცხოვრებლად ამერიკაში, სადაც მუშაობდა ინტერპერსონალური ურთიერთობების თეორიაზე და ფსიქოდრამის კონცეფციის განვითარებაზე. გარდაიცვალა ნიუ-იორკში 1974 წელს.

მილტონ ერიქსონი -  ექიმი- ფსიქიატრი და ფსიქოლოგი სპეციალიზირებული სამედიცინო ჰიპნოზსა და ოჰახურ თერაპიაში.. ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების NLP ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ფრანც ანტონ მესმერი - ექიმი. თანამედროვე ჰიპნოზის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

აარონ ტ. ბეკი - ექიმი ფსიქიატრი. პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის პროფესორ ემერიტუსი. კოგნიტური თერაპიის და კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის მამა. 

ფრიც პერლზი - ექიმი-ფსიქიატრი მედიცინის დოქტორი, ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქოთერაპევტი. ტერმინის - გეშტალტთერაპია შემომტანი. სამედიცინო განათლება მიითო ნეიროფსიქიატრიაში.

ალექსანდრე ლოუენი - ექიმი და ფსიქოთერაპევტი, მედიცინის დოქტორი. ბიოენერგეტიკული ანალიზის ფუძემდებელი.

ვილჰელმ რეიხი - ექიმი, მედიცინის დოქტორი და ფსიქოანალიტიკოსი. ანალიტიკოსთა მე-2 თაობის წარმომადგენელი ზიგმუნდ ფროიდის შემდეგ. წვლილი მიუძღვის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის, შეშტალტ თერაპიის და ბიოენერგეტიკული ანალიზის ჩამოყალიბებაში.

ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. 

სრული ინფორმაცია ფსიქოთერაპიის ვალიდური მოდალობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ფსიქოთერაპიის საგანმანათლებლო სტანდარტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?