სიყვარული თუ ემოციური დამოკიდებულება
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?

ემოციური დამოკიდებულება:

1. ახდენთ პიროვნების იდეალიზაციას - ფიქრობთ და გაქვთ განცდა, რომ თქვენი პარტნიორი ერთადერთი და საუკეთესოა და მის გარეშე ცხოვრებას არავითარი აზრი არ ექნება.
2. განიცდით მუდმივ შიშს მისი დაკარგვის, მიტოვების გამო. არასდროს ენდობით ბოლომდე, ხშირად არ გჯერათ მისი ნათქვამი და ცდილობ მუდმივად აკონტროლოთ მისი ქმედებები.
3. გრძნობთ ძლიერ შფოთვას, როდესაც ის არ არის თქვენს გვერდით ან დააგვიანებს პასუხს მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე.
4. გაქვთ მყარად ფიქსირებული მოლოდინები თუ როგორ უნდა მოიქცეს თქვენდამი და განიცდით ძლიერ უკმაყოფილებას თუკი იქცევა სხვაგვარად. გწყინთ და იბუტებით.
5. თუკი არ გამოხატავს განსაკუთრებულ ყურადღებას, სრულ თანხმობას თქვენდამი. გეუფლებათ მტანჯველი სიცარიელისა და მარტოობის განცდები.
6. ეჭვიანობთ და ფარულად აკონტროლებთ მის საუბარს, მიმოწერას, გადაადგილების გრაფიკს.
7. არ შეგიძლიათ თქვათ უარი, მაშინაც კი როდსაც გაქვთ ამის სურვილი. უკმაყოფილების გამოწვევის და დაკარგვის ძლიერი შიშის გამო.
8. ორიენტირებული ხართ არა თქვენი მხრიდან სიყვარულის გამოხატვაზე, არამედ იმაზე რომ მიიღოთ მისგან მაქსიმალურად ბევრი.
9. ხშირად არ იცით რას გრძნობ და რა გჭირდებათ სინამდვილეში.

სიყვარული
1. გიხარიათ და განიცდით ბედნიერებას, რომ თქვენს ცხოვრებაში არსებობს ეს პიროვნება, ამავდროულად, სიამოვნებას განიჭებთ ცხოვრების სხვა ასპექტებიც - საქმიანობა, ჰობი, ოჯახი და მეგობრები. სიყვარული ერთერთია მათ შორის და არა ერთადერთი.
2. დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, მის გრძნობებში თქვენდამი და თავს გრძნობთ თავისუფლად.
3. ენდობით მას, შეგიძლია თავისუფლად ესაუბროთ ნებისმიერ რთულ საკითხზე იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი აზრი და დამოკიდებულება განსხვავებულია.
4. აცნობიერებთ, რომ ყველა ადამიანს აქვს „თავისი სიყვარულის ენა“, სიყვარულის გამოხატულებას აფასებთ მისი პიროვნებიდან და არა თქვენი მოლოდინებიდან გამომდინარე.
5. გაქვთ სურვილი თავად გამოხატოთ სიყვარული სარგებლის მოლოდინის გარეშე, თავისთავად გრძნობების გამოხატვა, მზრუნველობა განიჭებთ სიამოვნებას და მოაქვს ბედნიერების განცდა.
6. აცნობიერებთ საკუთარ გრძნობებს, სურვილებსა და პრიორიტეტებს ურთიერთობაში და ესაუბრებით ღიად პარტნიორს მათ შესახებ.

ემოციურ დამოკიდებულებაში ადამიანი გაუცხოვებულია საკუთარი თავისგან, ორიენტირებულია სხვისი მოთხოვნების დაკმაყოფილებეზე, იტანჯება. სიყვარული კი ანიჭებს მას საკუთარ სახლში ყოფნის სიმყუდროვის, სითბოსა და კომფორტის განცდებს.

ნინო კობახიძე
„მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის“ ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ფსიქოთერაპევტი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი (ECIP) ფსიქოლოგი, ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი (MSc)

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
კვალიფიციური
ფსიქოთერაპიისათვის საქართველოში

კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილმა რეალობამ ნათლად
გამოკვეთა მოსახლეობის ემოციური კეთილდღეობისათვის მენტალური
ჯანმრთელობის კვალიფიციურ სერვისებზე წვდომის აუცილებლობა.

გუგლის საძიებო სისტემის მონაცემებით 2020 წლის 12-18 ივლისის კვირაში
კვალიფიციური ფსიქოთერაპიისათვის საქართველოში

კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილმა რეალობამ ნათლად გამოკვეთა მოსახლეობის ემოციური კეთილდღეობისათვის მენტალური ჯანმრთელობის კვალიფიციურ სერვისებზე წვდომის აუცილებლობა.

გუგლის საძიებო სისტემის მონაცემებით 2020 წლის 12-18 ივლისის კვირაში "შფოთვა" ევროპაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად მოძიებადი ინდიკატორი აღმოჩნდა, ხოლო
ფსიქოთერაპია ამ გამოწვევის დასაძლევად ყველაზე ხშირ (თითქმის 50% შემთხვევებში) გამოყენებული გამოსავალი.*

საქართველოში ფსიქოთერაპიის დარგი კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევის - არაკვალიფიციური პრაქტიკის განხილვას.