მაია ბეგაშვილი ოჯახურ სისტემებზე ზემოქმედების შიდა და გარე ფაქტორები
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ოჯახი, როგორც წესი, სისხლით ნათესაობას ეფუძნება და თანაცხოვრების წლებს ითვლის. ინგლისელი სოციოლოგის, ენტონი გიდენსის განმარტებით ოჯახი არის ადამიანთა ჯგუფი, რომელის წევრებსაც ერთმანეთთან აკავშირებს პირდაპირი ხაზის ნათესაობა, ოჯახის უფროსი წევრები იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ასევე, ოჯახის უმცროს წევრებისადმი ზრუნვაზე.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ოჯახის ცნების ქვეშ იგულისხმება ინდივიდთა (ადამიანთა) ერთობა, რომელიც აკმაყოფილებს 4 კრიტერიუმს:
1. ფსიქიკური, სულიერი და ემოციური სიახლოვე წევრთა შორის
2. სივრცესა და დროში შეკავშირებულობა
3. ჩაკეტილობა და პიროვნებათშორისი ინტიმი
4. ხანგრძლივი ურთიერთობები, ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები.
 
გავეცნოთ, თუ როგორ გამოიყურება ოჯახის ნიშნები, ოჯახად ჩათვლის აუცილებელი პირობაა:

1. ოფიციალურად გაფორმებული ქორწინება
2. თანაცხოვრება, და საერთო მეურნეობის წარმოება
3. ახლო და ინტიმური ურთიერთობების არსებობა
4. ინტერესების და ცხოვრებისეული შეხედულებების იდენტურობა, ან თავსებადობა
5. ურთიერთმზრუნველობა და მხარდაჭერა
6. ერთობლივი დოვლათის დაგროვება
7. ერთი ან რამოდენიმე ბავშვის ყოლა
 
ოჯახს გააჩნია ფუნქციები, რომელთა შესრულება აუცილებელია მისი სასიცოცხლო ციკლისთვის, ესენია: სახეობის გაგრძელების და გამრავლების ფუნქცია, რეპროდიქციული ფუნქცია, სახეობაზე, შთამომავლობაზე ზრუნვის ფუნქცია, აღმზრდელობითი ფუნქცია, სამეურნეო ეკონომიური ფუნქცია, დოვლათის დაგროვების ფუნქცია, კომუნიკაციური ფუნქცია, ტრადიციების და ღირებულებების შენახვის ფუნქცია - ეს გახლავთ სამუშაო ვერსია, თუმცა არსებობს ოჯახის ფუნქციების სხვაგავარად წარმოდგენის მცდელობებიც, ერთ/ერთი ასეთია „ოჯახის ფუნქციები“ ფრიდმანის მიხედვთ (1992), აქ ოჯახის ფუნქციები ასეა წარმოდგენილი:
1. აფექტური ფუნქცია - ემოციური მიმოცვლის ფუნქცია,
2. რეპროდუქციული ფუნქცია,
3. სოციალური ფუნქცია - უმცროსი თაობების საზოგადოებისთვის მომზადება,
4. ჯანმრთელობის შენარჩუნების ფუნქცია (ურთიერთზრუნვის გზით),
5. ეკონომიური - სიცოცხლისთვის აუცილებელი
რესურსებით ოჯახის წევრების უზრუნველყოფა.
 
რით დავავახასიათოთ ოჯახი? – (ან ოჯახის მახასიათებლები) ოჯახი ხასიათდება სტრუქტურით - ოჯახის შემადგენლობა, ოჯახური სისტემები და ქვესისტემები, ოჯახის პარამეტრები, ფუნქციების როლური განაწილება, ოჯახის საზღვრები, ოჯახის იერარქია. ოჯახური სტრუქტურის მთავარი მახასიათებელებია:
1. იერარქია - დომინანტობისა და დაქვემდებარებულობის კიბე,
2. კავშირი - ოჯახის წევრებს შორის.
ენერგეტიკული კავშირი- სიმბიოზი ან დაშორებულობა (ამ უკანასკნელს მოჰყვება
დისფუნქციური ოჯახის განვითარება). ასევე მიღებულია ოჯახის დახასიათება შიდა პრობლემების ხასიათის მიხედვით - ეს შესაძლოა იყოს თაობათა შორისი ან სისტემათა შორისი კონფლიქტები, იერარქიის რევერსიები და სხვა და სხვა.
 
ოჯახის დახასიათება მეტად მოხერხებულია ტიპების მიხედვით, ის სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, გავეცნოთ რამოდენიმე მათგანს:

ოჯახთა ტიპები ისტორიული განვითარების მიხედვით ცნობილი ამერიკელი სოციოლოგის, მორგანის აზრით შესაძლოა იყოს:
1. დაბალი განვითარების საფეხური - პრომისკუიტეტი - (არარეგულირებული უნორმო
სექსუალური კავშირები მთელს საზოგადოებაში);
2. ნათესაური კავშირების მომცველი - სისხლითნათესაური - დამახასიათებელია ჯგუფური ქორწინებები, დაშვებულია სქესობრივი კავშირები ერთი თაობის მონათესავე ადამიანთა შორის, ანუ ოჯახები ყალიბდება და/ძმებისა და ახლონათესავთა შორის კავშირებით;
3. ერთი ოჯახის წევრ დებსა და მეორე ოჯახის წევრ ძმათა შორის ქორწინებები - პუნალუალური ოჯახები;
4. სინდიასმური - ერთი ქალი ცხოვრობს ერთ მამაკაცთან, ოჯახის დაშლის შემთხვევაში ბავშვები რჩებიან დედასთან (აქ პირველად მოხდა ბიოლოგიური მამის იდენტიფიცირება);
5. მონოგამური ოჯახი - მყარი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის.

თანამედროვე მიდგომა ოჯახთა ტიპებთან დაკავშირებით ასე განიხილავს ოჯახთა ტიპებს:
1. ტრადიციული - გულისხმობს რამოდენიმე თაობის (მინიმუმ 3 თაობის) ერთობლივ
თანაცხოვრებას, ოჯახის უფროსის როლი ეკუთვნის ასაკით ყველაზე უფროს მამაკაცს, ქალი ეკონომიურად დამოკიდებულია მამაკაცზე, მოვალეობები ქალსა და მამაკაცს შორის მყარადაა გადანაწილებული, ოჯახურ საკითხებში პრიორიტეტი ენიჭება მამაკაცს.
2. არატრადიციული ოჯახი - ისეთივე მიდგომებია, როგორც ტრადიციულში, თუმცა აქ ქალებს ენიჭებათ უფლებები, უპირატესად ოჯახურ საქმეებში
3. ეგალიტარული - ასეთი ოჯახისთვის დამახასიათებელია საოჯახო საქმეების გადანაწილება ოჯახის ყველა წევრს შორის, მეუღლეები ერთობლივად ღებულობენ გადაწყვეტილებას. საყოფაცხოვრებო საკითხებზე, ერთობლივად განიხილავენ მიმდინარე პრობლემებს და ღებულობენ გადაწყვეტილებებს.

ოჯახთა ტიპები ოჯახის შექმნის დროის მიხედვით:
1. ახალგაზრდა ოჯახი - მისი ქვე ტიპები ასე გამოიყურება: ა. ტრადიციული, ოჯახის სისტემები
ასრულებენ საკუთარ ფუნქციას და ოჯახი უმკლავდება დასახული ამოცანების გადაჭრას, ოჯახი სოციალურ / როლური თანასწორობით - ფუნქციები თანაბრადაა განაწილებული, მისთვის დამახასიათებელია დომინირებული როლების არარსებობა გ. გართობაზე ორიენტირებული ოჯახი - ოჯახი არ ასრულებს საკუთარ ამოცანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებში ზრუნვის ასპექტში.
2. საშუალო ასაკის ოჯახი - აღმზრდელთა აღზრდის ეტაპია მნიშვნელოვანი
3. ხანდაზმული ოჯახი

ოჯახის ტიპოლოგია ბავშვების რაოდენობის მიხედვით:
1. უშვილო, ანდაც ინფერტილური ოჯახი - ოჯახური წყვილის თანაცხოვრების 10 წლის განმავლობაში თუ მათ არ/ ან ვერ შეეძინათ შვილი, ოჯახი ითვლება უშვილო ოჯახად.
2. მცირე რაოდენობის ბავშვებიანი ოჯახი (1-2 შვილი).
3. მრავალშვილიანი ოჯახი, თავის მხრივ მრავალშვილიანი ოჯახი შესაძლოა იყოს:
1. ცნობიერად მრავალშვილიანი,
2. დაუგეგმავად მრავალშვილიანი,
3. ოჯახები, რომელიც ჩამოყალიბდა 2 არასრული ოჯახისგან, რომელთაგან თითოეულში იყო ბავშვები,
4. ოჯახები, რომლებშიც ყოველი ახალი ბავშვის შეძენა ატარებს ოჯახისთვის მატერიალური სარგებლის ხასიათს

ოჯახთა ტიპები შემადგენლობის მიხედვით შესაძლოა იყოს:
1. არასრული ოჯახი(აკლია ოჯახის 1 ან რამდენიმე წევრი)
2. დედობრივი ოჯახი
3. შერეული ოჯახი
4. სრული ოჯახი.

მეუღლეთა ურთიერთდამოკიდებულების მიხედვით შესაძლოა იყოს:
1. თანამშრომლობითი ოჯახი
2. პარიტეტული ურთიერთობების ოჯახი
3. კონკურენტული ურთიერთობების მქონე ოჯახი.

ოჯახის სისტემებისა და წევრთა ურთიერთქმედებების ხასიათის მიხედვით ოჯახთა ტიპებია:
1. დემოკრატიული,
2. ავტორიტარული,
3. მიშვებული

წყვილთა შეკავშირების ხასიათის მიხედვით ოჯახი შესაძლოა იყოს:
1. მონოგამური - მხოლოდ 1 წყვილით წარმოდგენილი,
2. პოლიგამური - წყვილთაგან ერთ/ერთს ჰყავს რამოდენიმე პარტნიორი ან მეუღლე,
3. პოლიგინია - მამაკაცი ერთდროულად ქორწინდება რამოდენიმე ქალზე,
4. პოლიანდრია - ქალის ქორწინება რამოდენიმე მამაკაცზე.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
კვალიფიციური
ფსიქოთერაპიისათვის საქართველოში

კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილმა რეალობამ ნათლად
გამოკვეთა მოსახლეობის ემოციური კეთილდღეობისათვის მენტალური
ჯანმრთელობის კვალიფიციურ სერვისებზე წვდომის აუცილებლობა.

გუგლის საძიებო სისტემის მონაცემებით 2020 წლის 12-18 ივლისის კვირაში
კვალიფიციური ფსიქოთერაპიისათვის საქართველოში

კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილმა რეალობამ ნათლად გამოკვეთა მოსახლეობის ემოციური კეთილდღეობისათვის მენტალური ჯანმრთელობის კვალიფიციურ სერვისებზე წვდომის აუცილებლობა.

გუგლის საძიებო სისტემის მონაცემებით 2020 წლის 12-18 ივლისის კვირაში "შფოთვა" ევროპაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად მოძიებადი ინდიკატორი აღმოჩნდა, ხოლო
ფსიქოთერაპია ამ გამოწვევის დასაძლევად ყველაზე ხშირ (თითქმის 50% შემთხვევებში) გამოყენებული გამოსავალი.*

საქართველოში ფსიქოთერაპიის დარგი კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევის - არაკვალიფიციური პრაქტიკის განხილვას.