ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის
ბორდის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მენტალური ჯანმრთელობისა
და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიას მიენიჭა
ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ტრენინგ ინსტიტუტის უმაღლესი - EAPTI
სტატუსი.
EAPTI (ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ევროპული ტრენინგ ინსტიტუტი) არის უმაღლესი საგანმანათლებლო კატეგორია ევროპაში, რომელიც დაწესებულებას ენიჭება დარგის ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ. საქართველოდან ეს არის ამ სტატუსის მოპოვების პირველი შემთხვევა.

მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია უძღვება საავტორო პროგრამებს მენტალური ჯანმრთელობის მეცნიერებებში, რომლებიც მუშავდება საქართველოში, ადგილობრივი და ევროპელი სპეციალისტების მიერ.
ორგანიზაციის მიზანია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგის განვითარება საქართველოში და მენტალური ჯანმრთელობის მეცნიერებებში განათლების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და ტრენირების დამკვიდრება ეროვნულ დონეზე.
აკადემიის ფსიქოთერაპიული პროგრამები ასევე არის კრედიტებული ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ. EAPTI სტანდარტის მინიჭებამდე ეს იყო საქართველოში არსებული პირველი სააკრედიტაციო კატეგორია, რომელიც გულისხმობს ECIP ფსიქოთერაპევტის (აბრევიატურა: ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი) სტატუსის მიღებას კურსდამთავრებულების მიერ.
EAPTI აკრედიტაციის შემდეგ პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სამმაგი საერთაშორისო სერტიფიცირების მიღება პირდაპირი მინიჭების წესით: ECP (ევროპული სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი), ECIP (ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის (EAPTI) სერტიფიკატი.
შესაძლებლობები, რომლებსაც EAPTI დაწესებულება ანიჭებს სტუდენტებს:
- ევროპის მასშტაბით მაღალი სტანდარტის ტრენირება დადასტურებულია დარგის ევროპული ფლაგმანის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ.
- პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტები პირდაპირი მინიჭების წესით მიიღებენ ფსიქოთერაპიის უმაღლეს ევროპულ სერთიფიკატს - ECP.
- EAPTI დაწესებულებების
მაღალი სტატუსი დადასტურებულია ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოს (WCP) და
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) შორის მჭიდრო თანამშრომლობის
შედეგად მთელ მსოფლიოში.
- EAPTI სტატუსის მქონე
დაწესებულებები სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით და ცნობადობით
საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში.
- EAPTI კურსდამთავრებულების განათლება აღიარებულია ყველაზე ავტორიტეტული ევროპული პროფესიული საზოგადოებების მიერ.
ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის დარგში ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი ულოცავს ქართულ ფსიქოთერაპიულ საზოგადოებას ამ უმნიშვნელოვანეს მიღწევას ევროპასთან დარგობრივი დაახლოების პროცესში.
იხილეთ მსგავსი სტატიები:
ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაცია ევროპაში ECP
რას ნიშნავს საქართველოსთვის კვალიფიციური ფსიქოთერაპიული პრაქტიკა
რას გულისხმობს ინტეგრირებული მიდგომა ფსიქოთერაპიაში
რატომ არის მნიშვნელოვანი ეთიკური ფსიქოთერაპიული პრაქტიკა
რა განსხვავებაა ფსიქოლოგს და ფსიქოთერაპევტს შორის
როგორ მივიღოთ კვალიფიციური ფსიქოთერაპია