კორონავირუსი როგორც მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევა
ეს სტატია ეძღვნება კორონავირუსთან დაკავშირებულ მეორად რისკს მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნების სახით.
დენდრონი განაგრძობს ფსიქოეკოლოგიის შენარჩუნებისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდებას:
დღესდღეობით კორონავირუსის ფართო გავრცელებისა და მისით ინფიცირების საფრთხეები მრავალ ჩვენგანში იწვევს ღელვას, შეშფოთებას, შიშსა და დაბნეულობას. აღნიშნული განცდები წარმოადგენს გამოწვევას ჩვენი ფსიქიკისათვის. ეს არის რეაქცია შეცვლილ სოციალურ რეალობაზე, რომელიც საჭიროებს ახლებურ ადაპტაციას. ამგვარი ემოციების წარმოშობა ყოფითი რეალობის, რუტინის ცვლილების საპასუხოდ, როგორიცაა მუშაობისა და სწავლის ონლაინ სივრცეში გადატანა, ჩვეული საქმიანი თუ პირადი ინტერპერსონალური ურთიერთობების ფორმისა და ხარისხის შეცვლა, ფინანსური საფრთხეები, წარმოადგენს ბუნებრივ რეაქციას. ამ რეაქციის მართვა აუცილებელია თითოეული ჩვენგანის მხრიდან ფსიქოლოგიური წონასწორობისა და კეთილდღეობის განცდის შესანარჩუნებლად.


პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დროულად ამოვიცნოთ სტრესის გამომხატველი ნიშნები.
როგორ ვლინდება ისინი:

1. მოჭარბებული ღელვა საკუთარ ან/და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე;
შეიძლება გამოვლინდეს ფიქრებით და აზრებით, რომელსაც თან ახლავს მოძრაობითი აქტივობის მომატება და მუდმივი დისფორია მომავლის ნეგატიური ხედვით.

2. ძილისა და ჭამის რიტმისა და რეჟიმის დარღვევა;
შეიძლება გამოვლინდეს მოჭარბებულ კვებაში ან უმადობაში. ძილის შემთხვევაში ეს ვლინდება ხშირ გამოღვიძებაში ან/და ჩაძინების გართულებაში.

3. ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები;
ვლინდება საგნებსა და მოვლენებზე ყურადების ფიქსირების შეუძლებლობით და გაფანტულობით.

4. ჯანმრთელობის ქრონიკული ავადობების გამწვავება;

5. ალკოჰოლის, თამბქოს ან სხვა ნივთიერებების მოჭარბებული მოხმარება;
დამოკიდებულებათა სინდრომების მქონე ადამიანებში დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების მოხმარების გახშირება.

6. მუდმივი მოთხოვნილება ახალი ინფორმაციის მოსმენის და გაანალიზების.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით საკმარისია დღეში ერთხელ ან ორჯერ ინფორმაციის განახლება მიმდინარე მოვლენების შესახებ. შეეცადეთ არ იყოთ ამით მოცული.

7. სამყაროს აღქმის ნეგატიურად ასახვა.
გამოიხატება ყველა ინფორმაციის ტრანსფორმაციაში ნეგატიური კონტექსტით.

8. ზოგადი უკმაყოფილება საკუთარი თავით და გარესამყაროთი.
უკმაყოფილება იმის გამო რომ რაღაცას საკმარისად კარგად ვერ აკეთებთ, გარესამყაროში არაფერი არ ხდება ისე როგორც უნდა ხდებოდეს და სხვა მსგავსი განცდები.

თუკი საკუთარ თავში ან ახლობელ, საყვარელ ადამიანებში ამოიცნობთ ამ ნიშნებს მოიშველიეთ ჩვენი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე, შრომისუნარიანობა და მომავლისადმი დადებითი განწყობა, ასევე დაგეხმარებათ ანუგეშოთ და მხარი დაუჭიროთ ოჯახის წევრებსა და ახლობელ, საყვარელ ადამიანებს:

1. მოიძიეთ და მიიღეთ ინფორმაცია ინფექციის გავრცელების შესახებ მხოლოდ სანდო წყაროებიდან, როგორებიცაა მაგალითად ჯნდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წყაროები.

2. თავი აარიდეთ ინფორმაციულ გადატვირთვას - ნუ იქნებით ხანგრძლივად ჩაფლული ვირუსთან დაკავშირებული ისტორიების, ჭორებისა და შესაძლო საფრთხეების შესახებ ვიდეო თუ წერილობით მასალაში.

3. ზედმიწევნით შესარულეთ ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები - ხელების ხშირი დაბანა, საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემოს სველი წესით დალაგება და ა.შ.

4. შეინარჩუნეთ კონტაქტები ახლობლებთან ტელეფონის, ინტერნეტის საშუალებით, ნუ იქნებით იზოლორებული კომუნიკაციისგან, ფიზიკური დისტანცია არ მოიაზრებს კომუნიკაციურ იზოლაციას. გაზიარება და მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს

5. დროულად ამოიცანით სტრესის ნიშნები საკუთარ თავში და მოახდინეთ მათზე რეაგირება:

• შეისვენეთ ინფორმაციის მიღებისგან

• იზრუნეთ საკუთარ სხეულზე - მიმართეთ სუნქთვით ვარჯიშებს, ივარჯიშეთ, მიიღეთ ჯანსაღი, ბალანსირებული საკვები.

• დრო დაუთმეთ თქვენთვის სიამოვნების მომნიჭებელ აქტივობებსა და საქმიანობას.

• მუდმივად იყავით კავშირში ახლობელ ადამიანებთან, გაუზიარეთ მათ თქვენი იმედები და აზრები.


დენდრონი გისურვებთ ჯანრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს!

მასალა მომზადებულია დენდრონის ფსიქოთერაპევტის, ნინო კობახიძის მიერ მენტალური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით.

საინტერესო ბმულები:

რეკომენდაციები თვითიზოლაციის მარტივად გადალახვისა და ფსიქოეკოლოგიის შენარჩუნებისთვის.

თვითრეგულაციის პრაქტიკუმი.

კორონავირუსის შესახებ.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?