ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია „დენდრონი“ აქტიურად თანამშრომლობს
სახელმწიფო სტრუქტურებთან მოქალაქეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის
მხარდაჭერის მიზნით.
აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო დაფინანსების წყალობით უზრუნველყოფს
ფსიქოლოგიური მხარდაჭერის იმ ტიპის სერვისებს, რომლებიც აუცილებელია
ბენეფიციართა ემოციური და მენტალური სტაბილურებისთვის, განსაკუთრებით
იმ შემთხვევაში, როდესაც არსებული დახმარების მექანიზმები ვერ
დაფარავს მსგავს საჭიროებებს.
ამრიგად, „დენდრონის“ ჩართულობა რეფერალურ პროგრამაში ემსახურება
ფსიქოთერაპიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფსიქიკური
ჯანმრთელობის მხარდაჭერას და საზოგადოების ზოგადი კეთილდღეობის
განმტკიცებას.
რა არის შფოთვა?
შფოთვა (anxiety) ფსიქიკის დისკომფორტის მდგომარეობაა, შფოთვა ბუნებრივი და თანდაყოლილი მახასიათებელია ადამიანისთვის, ის ერთგვარი ნეგატიური ემოციაა, რომელიც ვლინდება გაურკვეველი საფრთხის შეგრძნებით და აისახება როგორც ფსიქიკური პროცესების განხორციელების სიზუსტესა და სისწრაფეზე, ასევე ცვლის ორგანიზმის ფიზიკურ/ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.
ინდივიდუალური და ჯგუფური სუპერვიზია
სუპევიზია ერთგვარი სწავლების ფორმაა ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ტრენერებისთვის, ქოუჩებისთვის, რომელთაც გააჩნიათ დარგში მოღვაწეობის გარკვეული გამოცდილება. იგი ყოველთვის მუშაობის პროცესისკენაა მიმართული და მიზნად ისახავს სპეციალისტისთვის ცოდნის გაღრმავებას, პროფესიული უნარ/ჩვევების გამომუშავებას და პროფესიული საქმიანობის სრულყოფას.