რა არის შფოთვა?
შფოთვა (anxiety) ფსიქიკის დისკომფორტის მდგომარეობაა, შფოთვა ბუნებრივი და თანდაყოლილი მახასიათებელია ადამიანისთვის, ის ერთგვარი ნეგატიური ემოციაა, რომელიც ვლინდება გაურკვეველი საფრთხის შეგრძნებით და აისახება როგორც ფსიქიკური პროცესების განხორციელების სიზუსტესა და სისწრაფეზე, ასევე ცვლის ორგანიზმის ფიზიკურ/ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.
შფოთვა უმეტესად გარკვეული, გამოკვეთილი სიგნალის გარეშე ვითარდება, მოიცავს ინდივიდს გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე საფრთხის ნიშანი გამოჩნდება, იგი ფორმირდება საფრთხის წყაროსთან შეჯახების მოლოდინის სახით და ამ გრძნობის ახსნა ინდივიდს არ შეუძლია. შფოთვა ყოველთვის პროექცირებულია მომავალზე და მოსალოდნელი ფსიქომატრავმირებელი გამოცდილების ერთგვარი წინასწარგანწყობაა.
შფოთვის ფუნქციაა ორგანიზმის ახალ, განსხვავებულ გარე და შიდა მოცემულობებთან შეგუება და ახალი მიწყობის ფორმირება. ადაპტაციური მექანიზმების შემუშავება. შფოთვის ფუნქციები: ხელს უწყობს გარე არახელსაყრელ პირობებთან შეგუება/ადაპტაციას. აიძულებს ინდივიდს იპოვოს ახალი, უფრო ეფექტური გზა საფრთხისგან თავდაცვისთვის აღძრავს ინდივიდს კეთილსასურველი ცხოვრებისთვის საჭირო ახალი ეფექტური ქმედებებისკენ. შფოთვას სიმპათიკური ნერვული სისტემის აგზნება აფორმირებს, მოიცავს მის მთელ აზროვნებას და ხელს უშლის ცხოვრების ნორმალური რეჟიმის განხორციელებაში.
შფოთვის მიზეზი უმეტესად ცნობიერების მიღმა დგას. კ. იზარდი მას განიხილავს, როგორც შედგენილ ემოციას, რომელიც ფორმირდება= შიშის+ სევდის+ დანაშაულის შეგრძნების+სირცხვილის საფუძველზე. შფოთვის განვითარების მიზეზად შესაძლოა განვიხილოთ:
1. წარსულის გამოცდილება
2. სხვის გამოცდილებაზე პროექცია
3. ბუმერანგის დაბრუნება (საკუთარი ნეგატიური ქმედებების უკან დაბრუნების შიში +სინანული/სევდა საკუთარი ქმედებების გამო + საკუთარი დანაშაულის განცდა + სირცხვილი საკუთარი ქმედებების
4. მოჭარბებული ეჭვიანობა
5. შთაბეჭდილებათა მოჭარბებული აღბეჭდვა
შფოთვის
ფიზიოლოგიური
გამოვლინება:
გახშირებული გულისცემა
ჰაერის უკმარისობა
განგაშის შეგრძნება
სხეულის დაჭიმულობა
კუნთოვანი დაძაბულობა
შეცივნება
ოფლიანობა
ტკივილი თავის სხეულის სხვადასხვა ნაწილების
გუნება განწყობის დაქვეითება
მადის დაქვეითება
წყვეტილი ძილი
სხვადასხვა მოქმედებებისადმი ინტერესის დაქვეითება, და ა.. შ..
შფოთვის სახეები:
1. ნორმალური, მამობილიზირებული შფოთვა
2. პიროვნული შფოთვა /შფოთიანობა_დაქვეითებულია შფოთვის ზღვარი, ვითარდება დამოკიდებულ პირებში
3. სიტუაციური შფოთვა_სტრესულ სიტუაციაში იწყება და ამოიწურება სტრესორის მოქმედების განლევისთანავე
4. სოციალური შფოთვა _სოციუმთან შეხების მოლოდინში ვითარდება, მოსალოდნელი ახალი ურთიერთობების და საჯარო გამოსვლების წინ
5. ნევროტიული შფოთვა_ქრონიკული, კლინიკური შემთხვევაა, რომელიც ხასიათდება პანიკური და ობსესურ/ფობიური მდგომარეობებით
6. სომატური შფოთვა _ვითარდება სომატური არადიაგნოსტირებული ჩივილების საფუძველზე, თან ახლავს იპოქონდრია და სომატოფორმული ვეგეტატიური დისფუნქცია
7. ფიზიოლოგიური შფოთვა _შფოთვითი ასთენიური მდგომარეობაა, ხშირად ახლავს პანიკა, ვითარდება გადატანილი ოპერაციის, მშობიარობის და ა.შ. შემდეგ
8. ვიტალური შფოთვა_ვიტალური ფუნქციების (შიმშილი, სექსი, და ა. შ.) განხორციელებაში დაეჭვებით და ამის ნიადაგზე შფოთვით ვლინდება
9. ფსიქოტიური შფოთვა_ფსიქიკური აშლილობის თანმდევია ა). შფოთვითი პარანოიალური აშლილობის ბ) შფოთვითი დეპრესიული აშლილობის)
10. შფოთვა _პოსტტრავმული სტრესის გამოვლინება (სასიცოცხლო საფრთხეების მაღალი რისკის შემცველი სტრესის შემდეგ ვითარდება, მაგ.: ომი, წყალდიდობა და ა. შ)
11. ფარმაკოგენული შფოთვა_ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივად მოხმარება იწვევს შფოთვას
შფოთვითი
აშლილობა
ფსიქიკური
აშლილობის
სახეა,
რომელიც
ხასიათდება
მყარი
და
შეუქცევასი
ზოგადი
შფოთვით,
რომელიც
არ
არის
დაკავშირებული
რაიმე
ობიექტთან
ან
სიტუაციასთან.
შფოთვითი აშლილობის სახეები:
1. გენერალიზირებული შფოთვა
2. სოციოფობია
3. პანიკური შეტევები
4.
ობსესურ-
კომპულსური
აშლილობა
მისი მაპროვაცირებელი ფაქტორები:
გულსისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები, ანდაც ჰორმონალური დარღვევები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. ფსიქოაქტიური ნივთიერებების არადანიშნულებისამებრ მოხმარება, ანდაც მათი მოხმარების შეწყვეტა, ალკოჰოლ, ანდაც წამალთ დამოკიდებულება. ქალა/ტვინის დაზიანებები, ანდაც ტრავმები და მათი შემდგომი გამოვლიენებები ხანგრძლივი სტრესი ხასიათის აქცენტუაციის ტიპი, მელანქოლია ბავშვობის ანდაც მოზრდილ ასაკში გადატანილი ფსიქოტრავმა ნევროტული მდგომარეობები (ნევრასთენია, დეპრესია, ისტერია)ანდაც ფსიქიკური დაავადებები (შიზოფრენია, პარანოია, მანია)
შფოთვითი აშლილობა კლასიფიცირდება:
შფოთვითი-ფობიური აშლილობა :
✔პანიკური აშლილობა,
✔გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა,
✔შფოთვითი/ დეპრესიული აშლილობა,
✔ობსესურ/კომპულსური აშლილობა,
✔მძიმე სტრესული რეაქციები
ადაპტაციის შფოთვითი/ფობიური დარღვევები:
✔პოსტტრავმული სტრესული მდგომარეობა
✔პანიკური აშლილობა
✔ობსესურ/კომპულსური აშლილობა
შფოთვითი აშლილობა დიაგნოსტირდება ექიმი ფსიქიატრის მიერ, ამისათვის შფოთვის საწყისი სიმპტომები უნდა გრძელდებოდეს, როგორც მინიმუმ რამოდენიმე კვირა.
შფოთვითი აშლილობის მკურნალობა საჭიროებს მულტიდისციპლინურ მიდგომას:
1. მედიკამენტოზური მხარდაჭერა
2. ფსიქოთერაპია
3. ფიზიოთერაპია/ ფიზიკური დატვირთვა
4. თვითრეგულაცია (აუტორეგულაცია)
დენდრონის
მულტიდისციპლინური
გუნდი
მუდამ
მზადაა
თქვენი
დახმარებისთვის
დაგვიკავშირდით:
599 505 898
მის.:
მ.
კოსტავას
47