ალბერტ ბანდურას მიერ 1960-იან
წლებში ჩატარებული ეს ექსპერიმენტი ცნობილია „ბობო თოჯინის
ექპერიმენტის“ სახელით. 1960-იანი წლების დასაწყისში დაიწყო კამათი
ბავშვთა გენეტიკის, გარემო ფაქტორების და სოციალური სწავლების
მეთოდების გავლენების შესახებ. ეს კამათი კვლავ გრძელდება და მას
ჩვეულებრივ მოიხსენიებენ, როგორც გენეტიკისა და სოციუმის ბრძოლას.
ალბერტ ბანდურამ ჩაატარა ბობო თოჯინის ექსპერიმენტი იმის
დასადასტურებლად, რომ ადამიანის ქცევა მეტწილად ემყარება სოციალურ
გარემოს, ვიდრე მემკვიდრეობით გენეტიკურ ფაქტორებს.
ექსპერიმენტის ჩასატარებლად,
მან მონაწილეები სამ ჯგუფად გამოყო: ერთ ჯგუფს აჩვენა ვიდეო სადაც
თოჯინას აგრესიულად ექცეოდნენ. მეორე ჯგუფს აჩვენა ვიდეო სადაც თოჯიან
ეთამაშებოდნენ, ხოლო მესამე ჯგუფი იყო საკონტროლო. ბავშვები მორჩნენ
ვიდეოს ყურებას და წავიდნენ ოთახში იმავე თოჯინით, რომელიც მათ
ვიდეოში ნახეს (გარდა საკონტროლო ჯგუფში მყოფი).
ექსპერიმენტმა დაადგინა, რომ
აგრესიული ქცევის მოდელის ამსახველი ვიდეოს ნახვის შემდეგ ბავშვები
უფრო მეტად გამოხატავდნენ აგრესიულ ქცევას თოჯინების მიმართ, ხოლო
დანარჩენი ჯგუფები ნაკლებად ავლენდნენ აგრესიულ ქცევას. იმ
ბავშვებისთვის, რომლებმაც ქმედების აგრესიული მოდელი იხილეს,
გამოვლენილი აგრესიის მაჩვენებელი ბიჭების შემთხვევაში იყო 38.2, ხოლო
გოგონების შემთხვევაში,- 12,7 პროცენტი იყო.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბიჭები რომელსაც აჩვენეს აგრესიული
მამაკაცის ქცევის მოდელი უფრო მეტ აგრესიას გამოხატავდნენ, ვიდრე
ბიჭები, რომლებსაც აჩვენეს აგრესიული ქალის მოდელი. პირველ
შემთხვევაში ბიჭების მიერ გამოვლენილი აგრესიული შემთხვევების
რაოდენობა საშუალოდ 104-ს შეადგენდა, მეორე შემთხვევაში კი,- 48.4.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონების შედეგები დიდად არ განსხვავდება,
ისინი ნაკლებად დრამატული იყო. აგრესიული ქალი მოდელების
გამოყენებისას, გოგონების მიერ გამოვლენილი აგრესიული შემთხვევების
რაოდენობამ საშუალოდ 57,7 შეადგინა, ხოლო აგრესიული მამაკაცის მოდელის
მხილველი გოგონების მიერ გამოვლენილი აგრესიის მაჩვენებელი 36.3
პროცენტი იყო. შედეგები ადასტურებდა ბანდურას მეორეხარისხოვან
პროგნოზს, რომ ბავშვებზე უფრო მეტ გავლენას ახდენს იმავე სქესის
ადამიანის მიერ გამოხატული ქცევითი მოდელი.მასალა
მომზადებულია ნინო ღვალაძის მიერ.